მოდელი და ტელეწამყვანი ანა კოშაძე რჩეულთა ერთად იტალიაში მოგზაურობს. ანა დასვენების კადრებს სოციალურ ქსელში აზიარებს და უამრავ კომპლიმენტსაც იმსახურებს.




ანა კოშაძე
მოდელი და ტელეწამყვანი ანა კოშაძე 1988 წლის 18 აგვისტოს დაიბადა.
ანა 2000იანი წლების წარმატებული მოდელი იყო. ის 18 წლის ასაკში ბიზნესმენ ტოტო, იგივე ტოშკა კვარაცხელიაზე დაოჯახდა. წყვილს ორი საერთო ქალიშვილი ჰყავს.
დაოჯახების შემდეგ ანამ სამოდელო კარიერა დაასრულა და პოდიუმზე აღარ გამოჩენილა, თუმცა ამას შეცდომად არ თვლის. „შუადღის“ ეთერში ანამ ბედნიერი ქორწინების ფორმულასა და პირად გამოცდილებაზე ისაუბრა.
„მაშინ 18 წლის ვიყავი და ყველაფერი ჩემთვის ლამაზი და ბედნიერი იყო. ამ გადმოსახედიდან, როცა ვფიქრობ, რომ შეიძლება ჩემი ქალიშვილებიც 18 წლის ასაკში გათხოვდნენ, რა თქმა უნდა, არ ვისურვებდი. უბრალოდ, ძალიან გამიმართლა, რომ ცხოვრებაში ასეთ ადამიანს დავუკავშირე ბედი. ტოშკა ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც ძალიან შემიწყო ხელი, განვვითარებულიყავი, მეპოვა ჩემი პროფესია და ჩემი ადგილი ცხოვრებაში" - თქვა მან.
ამასთან მოგვიანებით ქორწინების სტერეოტიპებზეც ისაუბრა
„მეც, ალბათ, გარკვეულწილად ვიყავი საზოგადოების შეხედულებებისა და წნეხის მსხვერპლი. ძალიან მიყვარდა ეს ადამიანი, მინდოდა ჩემ გვერდით ყოფილიყო და აბა, სხვანაირად როგორ, დროა… რეალურად ქორწინებას მოაქვს ის სირთულეები, რაც შეიძლება არ გაქვს გააზრებული და არ ხარ მზად. არ არის აუცილებელი, რომ ქორწინება სიკვდილის ბოლომდე, ერთმანეთის მოწამვლით, ტოქსიკურობით გრძელდებოდეს. ესეც საინტერესოა, როცა ქორწინება აღარ არის ბედნიერი…“ - თქვა ანა კოშაძემ.