მირანდა შელია შვილის ფოტოებს პირველად აქვეყნებს: რუსეთში მცხოვრები ქართველი მოდელის ხმაურიანი პირადი, ვარსკვლავური ცხოვრება და მეგობრობა ქეთა თოფურიასთან - Marao

მირანდა შელია შვილის ფოტოებს პირველად აქვეყნებს: რუსეთში მცხოვრები ქართველი მოდელის ხმაურიანი პირადი, ვარსკვლავური ცხოვრება და მეგობრობა ქეთა თოფურიასთან

2025-09-30 11:44:37+04:00

"გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო ყველაზე დიდო სიყვარულო. მიყვარხარ უსასრულოდ, დედა", - დაწერა მირანდა შელიამ საკუთარ გვერდზე და შვილის, ლუკას ფოტოებს პირველად ასაჯაროებს. მირანდა ლუკას კადრებს აქამდე იშვიათად, ისიც დაფარული სახით აქვეყნებდა, ამჯერად კი, მის 3 წლის იუბილეზე, ლუკა ფართო საზოგადოებამაც გაიცნო. 

miranda_shelia

mimi_shelia

mimi_shelia

mimi_shelia

ვინ არის მირანდა შელია 

მირანდა შელია ქართული წარმოშობის მოდელი და ინფლუენსერია, რომელიც უკვე არაერთი წელია, რუსეთში ცხოვრობს, იქ საქმიანობს და მისი სასაუბრო ენაც რუსულია. მისი გამომწერების რაოდენობა 1 მილიონია - მირანდა პოპულარული სახეა როგორც რუსეთში, ისე საქართველოში.

მირანდა შელია 1992 წლის 20 სექტემბერს დაიბადა როსტოვში. დედამისს რთული მშობიარობის შემდეგ სიარული არ შეეძლო, მირანდა კი პირველი ერთი წლის მანძილზე ბებიასთან იზრდებოდა. მოგვიანებით, როცა დედა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა, მირანდა ოჯახთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. 

  • "მირანდამ მოსკოვის მახლობლად მდებარე ელიტური კლინიკაში იმშობიარა" - რუსი მილიარდერის ქართველი რძალი, მირანდა შელია დედა გახდა

მირანდა დედისერთაა, თავად ამბობდა, რომ რთული ბავშვი იყო და მუდმივად სჭირდებოდა მეთვალყურე. ხასიათის ამ სირთულემ სკოლის პერიოდშიც იჩინა თავი - როგორც მირანდა იხსენებს, კლასელებთან ხშირად ჰქონდა კონფლიქტი ეროვნების გამო - ის არასდროს მალავდა, რომ ქართველი იყო და ამით ამაყობდა. 

სკოლის დასრულების შემდეგ მირანდა შელიამ სწავლა რუ­სე­თის იუს­ტი­ცი­ის აკა­დე­მიაში გააგრძელა და იურისტის პროფესიას დაეუფლა. ეს არა მისი, არამედ მამის სურვილი იყო, ამიტომ ამ მიმართულებით საქმიანობა არ გაუგრძელებია - თავად მოდელობაზე ოცნებობდა. 

miranda_shelia

  • "პირ­ვე­ლად 20 წლის ასაკ­ში და­ქორ­წინ­და ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ა­ზე, მეორე სკანდალური ქორწინება მილიარდერ გრეგორი მამურინზე განქორწინებით დასრულდა" - როგორია ქართველი ლამაზმანის ვარსკვლავური ცხოვრება და შეცვლილი იმიჯი

ამ ოცნების ახდენას ბავშვობიდანვე ცდილობდა, როცა მაკიაჟს დამოუკიდებლად იკეთებდა. მშობლები ხელს უწყობდნენ, ჩუქნიდნენ საჭირო კოსმეტიკას, უკვე ზრდასრულმა მირანდამ კი მოახერხა ამ სფეროში წარმატებული ნაბიჯების გადადგმა. გარეგნობით მას ირინა შეიკს ამსგავსებდნენ, რაც მის  მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდიდა. ხშირად წაიკითხავთ, რომ მირანდა პლასტიკური ოპერაციების დიდი მოყვარულია, თავად განმარტა, რომ რინოპლასტიკა აქვს ჩატარებული, უყვარს კოსმეტოლოგთან სიარულიც, თუმცა სხვა სახის ჩარევებზე საუბარს ერიდება. 

  • მირანდა შელიას პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

მირანდა ამბობდა, რომ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში აფა­სებს ერ­თგუ­ლე­ბას და თვლის, რომ ვე­რა­სო­დეს აპა­ტი­ებს ღა­ლატს. იგი აღ­წერს თა­ვის იდე­ა­ლურ რჩე­ულს, რო­გორც კე­თილ, მა­მაც, პა­ტი­ო­სან და მდი­დარ ადა­მი­ანს.

წარ­სულ­ში მი­რან­დას უკვე მო­უ­წია პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა. პირ­ვე­ლად 20 წლის ასაკ­ში და­ქორ­წინ­და, ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ა­ზე. წყვილ­მა ჯვა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში და­ი­წე­რა, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბა დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა.

ის დღემ­დე სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავს ყო­ფილ ქმარ­თან გან­შო­რე­ბის მი­ზე­ზებს და ნა­ნობს ად­რე­ულ ქორ­წი­ნე­ბას, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ახალ­გაზ­რდო­ბის შეც­დო­მე­ბით ხსნის. წყვი­ლის და­შო­რე­ბის შემ­დეგ, ჭან­ტუ­რი­ამ არ­ჩე­ვა­ნი ნინი გო­გი­ჩა­იშ­ვილ­ზე გა­ა­კე­თა, თუმ­ცა მალე მათი და­შო­რე­ბის შე­სა­ხებ გახ­და ცნო­ბი­ლი.

  • ქეთა თოფურიასა და მიმი შელიას სახალისო კადრები წვეულებიდან (ფოტოები)

მი­რან­დას თქმით, და­შო­რე­ბის შემ­დგო­მი პე­რი­ო­დი მის­თვის რთუ­ლი იყო. იმის გამო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­შო­რე­ბა რთულ მო­მენ­ტად ით­ვლე­ბა. ის წუხ­და, რომ მშობ­ლებს აწყე­ნი­ნა და ეში­ნო­და მათ­თან ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი. შე­დე­გად შე­ლია დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვარ­და, წო­ნა­ში და­იკ­ლო და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ მისი სი­ცო­ცხლე დას­რულ­და. მაგ­რამ გო­გო­ნას პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში ახლო მე­გო­ბა­რი, ქეთა თო­ფუ­რია და­ეხ­მა­რა, რო­მე­ლიც მხარს უჭერ­და.

ცნო­ბი­ლი რუსი ფეხ­ბურ­თე­ლი ფი­ო­დორ სმო­ლო­ვი მი­რან­დას ქე­თამ გა­აც­ნო. მათი რო­მა­ნის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის 2015 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გახ­და ცნო­ბი­ლი, რო­დე­საც სპორ­ტსმე­ნის ნაც­ნობ­მა წყვი­ლის ფოტო ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

მას შემ­დეგ, რაც წყვი­ლი პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, შე­ლი­ას პო­პუ­ლა­რო­ბა სწრა­ფად გა­ი­ზარ­და. 2016 წლის ზა­ფხულ­ში იგი თა­ვის ცნო­ბილ ბო­იფ­რენ­დს ახ­ლდა საფ­რან­გეთ­ში გა­მარ­თულ ევ­რო­ტურ­ნირ­ზე და მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყო. მე­დია მისი ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯის დე­ტა­ლებს აქ­ვეყ­ნებ­და და გო­გო­ნას მფლან­გვე­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებ­და.

და მას შემ­დეგ, რაც რუ­სე­თის ნაკ­რე­ბი შე­ჯიბ­რე­ბი­დან გა­მო­ვარ­და, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ფეხ­ბურ­თელს კრი­ტი­კით და­ესხნენ თავს და ამავდრო­უ­ლად, შე­ახ­სე­ნეს მას საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ნა­ყი­დი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი. ამ პე­რი­ოდ­ში შე­ლია მხარს უჭერ­და სპორ­ტსმენს, მაგ­რამ მალე მათი ურ­თი­ერ­თო­ბა დას­რულ­და.

მო­დელ­მა რუ­სულ მე­დი­ას­თან აღ­ნიშ­ნა, რომ და­შო­რე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი ფი­ო­დო­რი იყო. ამის შემ­დეგ ყო­ფილ­მა შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა ყვე­ლა სა­ერ­თო ფოტო წა­შა­ლეს და უთან­ხმო­ე­ბის მი­ზე­ზე­ბის გან­ხილ­ვა­ზე უარი თქვეს.

2017 წელს მი­რან­და ვი­დეო რგოლ­ში გა­და­ი­ღეს, სა­დაც იანა რუ­სოვ­სკა­ი­ას და მი­ხე­ილ ბა­ტუ­რი­ნის სა­ერ­თო ვაჟი ნი­კო­ლაი მღე­რო­და. მალე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მათ შო­რის რო­მა­ნი და­ი­წყო. ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბარ­ში შე­ლი­ამ აღი­ა­რა, რომ თა­ვი­დან მას მომ­ღერ­ლის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი აწუ­ხებ­დნენ, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, მო­ა­ხერ­ხა მათ­თან შე­თან­ხმე­ბა და და­არ­წმუ­ნა, რომ არ აპი­რებ­და მათი კერ­პის "მო­პარ­ვას". წყვილ­ში ჰარ­მო­ნია სუ­ფევ­და. იანა რუდ­კოვ­სკა­ი­ამ ასე­ვე იცო­და მათი გრძნო­ბე­ბის შე­სა­ხებ და ის იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, ვინც კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ამ თე­მა­ზე.

მან მი­რან­და აღ­წე­რა, რო­გორც კე­თი­ლი და კარ­გი გო­გო­ნა. ტე­ლე­წამ­ყვან­მა თქვა, რომ მათ შო­რის ძლი­ე­რი კავ­ში­რი იყო, მაგ­რამ მისი სი­ტყვე­ბი არ გა­მარ­თლდა და ურ­თი­ერ­თო­ბა გან­შო­რე­ბით დას­რულ­და. მო­დელ­მა კვლავ წა­შა­ლა ყვე­ლა ერ­თობ­ლი­ვი ფოტო ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად.

2021 წლის მა­ის­ში მი­რან­დამ გა­მო­ა­ცხა­და, რომ და­ქორ­წინ­და გრი­გო­რი მა­მუ­რინ­ზე, სკან­და­ლურ ბლო­გერ­ზე და მი­ლი­არ­დერ იგორ ნეკ­ლი­უ­დო­ვის შვი­ლიშ­ვილ­ზე. ქორ­წილს მხო­ლოდ უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ, მათ შო­რის, ქეთა თო­ფუ­რია.

ეს სი­ახ­ლე გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან მო­დელს მა­ნამ­დე არ გა­უ­ზი­ა­რე­ბია მო­მა­ვალ ქმარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­ტა­ლე­ბი. მალე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მი­რან­და მა­მუ­რინს და­შორ­და, მიმი მა­შინ ორ­სუ­ლად იყო. მან ისევ წა­შა­ლა სა­ერ­თო ფო­ტო­ე­ბი. 

miranda_shelia