VALENTINO-ს პიჯაკი და ძვირადღირებული ჩანთა: როგორ გამოიყურებოდა ნანუკა გუდავაძე დღეს არჩევნებზე - Marao

VALENTINO-ს პიჯაკი და ძვირადღირებული ჩანთა: როგორ გამოიყურებოდა ნანუკა გუდავაძე დღეს არჩევნებზე

2025-10-04 13:00:18+04:00

ნანუკა გუდავაძე დღეს, 4 ოქტომბერს არჩევნებზე ოჯახთან ერთად მივიდა. მან ამ დღისთვის VALENTINO-ს კლასიკური ორეული, პიჯაკი და კაბა შეარჩია, რომელიც იტალიურ ბრენდის, Loro Piana-ს პატარა ზომის ჩანთას შეუხამა. 

  • მკაცრი, სადა, თუმცა ფერადი: TOP 8 კაბა ნანუკა გუდავაძის გარდერობში

ნანუკას პიჯაკის ფასი 3 200 ევროა, ხოლო კაბის - 4 200. 

gudavadze_nanukagudavadze_nanuka

რაც შეეხება ნანუკა გუდავაძის მიერ შერჩეულ ჩანთას, ის ძვირადღირებულ იტალიურ ბრენდს ეკუთვნის, რომელიც ფუფუნების საგნების შექმნაზეა ორიენტირებული. Loro Piana ცნობილია ტანსაცმლის, ტყავის ნაწარმის, ფეხსაცმლის, სუნამოების და მასთან დაკავშირებული აქსესუარების ავთენტური და გამორჩეული დიზაინით. ნანუკა გუდავაძის ჩანთა სწორედ ერთ-ერთი ასეთი ნიმუშია, რომლის ღირებულებაც 5 100 დოლარია. 

NANUKA_GUDZAVADZE

ნანუკა გუდავაძე

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევიან. მათ ცხოვრებაში იყო ეტაპი, როცა ისინი კორეაში ცხოვრების დროს გატაცებული იყვნენ ტიკტოკის სახალისო ტრენდების გადაღებით. მაშინ მეგობრებთან ერთად ბერა და ნანუკა თითქმის ყოველდღიურად აზიარებდნენ ვიდეოებს. ამჯერად კი ისინი ცხოვრების უფრო მშვიდ სტილს ირჩევენ და თითქმის არასდროს ჩნდებიან სოციალურ ქსელში. 

  • ანი გუდავაძის 13-წლიანი ქორწინება, ორი შვილი და ბედნიერი ოჯახი: ვინ არის ნანუკა გუდავაძის უმშვენიერესი და 

ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე ბე­რას­თან ქორ­წი­ნე­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბის კა­პიტ­ნის, მე­რაბ შა­რი­ქა­ძის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო. წყვი­ლის და­შო­რე­ბის შემ­დეგ გო­გო­ნა მა­ლე­ვე და­ი­ნიშ­ნა ბერა ივა­ნიშ­ვილ­ზე. თუმ­ცა, ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში კა­პი­ტან­მა თქვა, რომ ბერა არ ყო­ფი­ლა მათი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი. 

ახლა ძი­რი­თა­დად ტი­კტოკ­ზე ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბი­თა და შვი­ლების მოვ­ლით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მილიარდერმა მა­მამ­თილ­მა რამ­დე­ნი­მე ნანუკას სამ­შო­ბი­ა­როდ მინი სა­ა­ვად­მყო­ფო მო­უ­წყო. ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­მა რძლის მშო­ბი­ა­რო­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად უცხო­ე­თის წამ­ყვა­ნი ექი­მე­ბიც კი მო­იწ­ვი­ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე

ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ 2018 წელს იქორწინეს. მათ პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 4 წლის წინ, 29 ნოემბერს შეეძინათ. ცოტა ხნის წინ, 2023 წლის 20 მარტს კი, მეორე ვაჟის, დადუ ივანიშვილის მშობლები გახდნენ.

ბერა ივანიშვილი ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც მისი მამა, ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ბიძინა ივანიშვილი, აქტიურ პოლიტიკაში მოვიდა. სწორედ ამის შემდეგ გახდა ბერა, როგორც  მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორი განსაკუთრებით პოპულარული, მისი სიმღერები კი - ცნობილი. 

მისმა პირველმა სინგლმა, Favorite Things, მსმენელებისგან მალევე დაიმსახურა მოწონება. ამის შემდეგ კინოთეატრ „რუსთაველში“ შედგა მისი მუსიკალური ვიდეოს — „ჰიპ-ჰოპ ვალსის“ პრემიერა. ვიდეო გადაღებულია ნიუ-იორკში ფრანგი რეჟისორის, რეი ქეის მიერ.

ბერას მომდევნო სინგლმა — Don't Worry, არანაკლები პოპულარობა მოუტანა მომღერალს. აქვს ჩაწერილი ამერიკელ რეპერ Lil PLayy-სთან, სიმღერაზე Summertime.

2011 წლის შემოდგომაზე ბერამ მამამისის, ბიძინა ივანიშვილის მხარდასაჭერად გამოუშვა მუსიკალური ვიდეო „ქართული ოცნება“. ამით მან მამის მხარდამჭერებშიც გაიჩინა მსმენელები. ამავე წლის 11 დეკემბერს, პოლიტიკური კოალიცია — „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე შედგა მისი კიდევ ერთი ახალი მუსიკალური ვიდეოს — „გპირდების“ პრემიერა.

2013 წელს ბერას ჰქონდა რიგით მეორე ტურნე „ჩვენ ვართ საქართველო“.

  • როგორია სახლი, სადაც ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე შვილებთან ერთად ცხოვრობენ - ცნობილი წყვილის ოჯახური იდილია

2014 წელს ბერა წავიდა აშშ-ში და იქ აგრძელებს კარიერას. მას ურთიერთობა ჰქონია ისეთ მომღერლებთან, როგორებიც არიან: კრის ბრაუნი, რიანა, ჯასტინ ბიბერი, მაილა ჯეი, ბასტა რაიმზი, უაიკლეფ ჟანი და სხვები. 2014 წლის 24 ნოემბერს მან გამოუშვა ახალი ვიდეო, სახელწოდებით Calypso Love“, რომელიც მის გულშემატკივრებში პოპულარული გახდა.

2015 წლის 8 იანვარს კინოთეატრ "რუსთაველში" გაიმართა ბერას ახალი მუსიკალური ვიდეოს, სახელწოდებით Tickets to the Movies – პრემიერა. 16 იანვარს მან გამოუშვა კიდევ ერთი ახალი ნამუშევარი Don't Go.

2015 წლის აგვისტოში ბერამ გამოუშვა ახალი მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე I Look Good on You. ამ ვიდეოს რეჟისორი იყო ამერიკელი ახალგაზრდა დამწყები რეჟისორი ნეშ გრიერი. ვიდეომ ერთ დღეში ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ოქტომბერში ბერამ გრიერი საქართველოში ჩამოიყვანა და გულშემატკივრებს შეახვედრა.