მკაცრი, სადა, თუმცა ფერადი: TOP 8 კაბა ნანუკა გუდავაძის გარდერობში - Marao

მკაცრი, სადა, თუმცა ფერადი: TOP 8 კაბა ნანუკა გუდავაძის გარდერობში

2025-05-01 12:10:24+04:00

ბერა ივანიშვილის მეუღლე, ნანუკა გუდავაძე წარსულში მოდელად მუშაობდა, შემდეგ კი მოდის შესახებ ბლოგებს წერდა. პოდიუმზე პირველად 14 წლის ასაკში გამოჩნდა, დი­ზა­ი­ნერ ბი­ჭო­ლას ჩვე­ნე­ბა­ზე. მას შემ­დეგ კი მო­დის შე­სა­ხებ ბლო­გებს წერ­და და პე­რი­ო­დუ­ლად ჩვე­ნე­ბებ­ზეც გა­მო­დი­ო­და. აქ­ტი­უ­რობ­და ინ­სტაგ­რამ­ზეც.

დღეს ნანუკა სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და ოჯახურ კადრებს ხშირად უზიარებს გამომწერებს. ყველაზე დიდ მოწონებას ნანუკას სტილი და მისი ულამაზესი კაბების იმსახურებს. 

  • Ralph & Russo - $42 000 

ეს ულა­მა­ზე­სი ცის­ფე­რი კაბა ბრი­ტა­ნულ­მა სა­მო­დე­ლო სახ­ლმა Ralph & Russo შექ­მნა. სა­ქორ­წი­ნო კაბა 2016 წლის გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცი­ი­დან არის. ამ კაბის ღირებულება 32 250 გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გია, ანუ, და­ახ­ლო­ე­ბით, 42 000 დო­ლა­რი. რა თქმა უნდა, ნანუკას საქორწინო კაბა მის გარდერობში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია. 

nanuka

  • Cecilie Bahnsen - $700

ერთ-ერთ დაბადების დღეზე ნანუკამ სესილი ბანსენის შავი კაბა მოირგო და "დიორის" ამავე ფერის ფეხსაცმელი შეუხამა. კაბის თავდაპირველი ღირებულება 700 დოლარია.

nanuka

  • Oscar de la Renta - $7 489

ერთ-ერთი გამორჩეული კაბა ნანუკა გუდავაძის გარდერობში Oscar de la Renta-ს ყვავილებიანი კაბაა, რომელიც მან ახალ წელს მოირგო. ფერადი ყვავილებით გაფორმებული შავი კაბის ფასი 7 489 დოლარია. 

gudavadze

  • Zimmermann - $4 239

ნანუკა უპირატესობას ხშირად სადა, თუმცა ეფექტურ კაბებს ანიჭებს. ერთ-ერთი ასეთი მაგალითი ახალ წელს გამოქვეყნებული ფოტოა. ეს "ციმერმანის" კაბა ნანუკას გარდერობის მართლაც გამორჩეული ნაწილია. მისი ღირებულება კი 4 239 დოლარია. 

nanuka

  • Saiid Kobeisy - $3 848

მომდევნო ფოტოზე ნანუკას ულამაზესი თვლებით გაფორმებული კაბა აცვია. კაბის ღირებულებაა $3 848. ის ლიბანელმა დიზაინერმა, Saiid Kobeisy-მ შექმნა.

NANUKA

  • Misci - $ 4 780

ერთი-ერთი ოჯახური ფოტოსესიის დროს ნანუკამ Misci-ს უმშვენიერესი აბრეშუმის კაბა მოირგო, რომლის ღირებულება 4 780 დოლარია. როგორც ჩანს, ბრაზილიაში ცხოვრების დროს ნანუკა ბრაზილიურ მოდის სახლებსაც აქტიურად სტუმრობდა - Misci სწორედ ბრაზილიური ბრენდია, რომელიც პროდუქციის წარმოებისთვის, უმეტესად, ადგილობრივ ნედლეულს იყენებს. 

gudavadze

  • Zimmermann - $3 400

როგორც ჩანს, Zimmermann ნანუკას საყვარელი ბრენდია. მის გარდერობში ამ ბრენდის არაერთი კაბა მოიძებნება. ერთ-ერთი გამორჩეული კი მუქი ბორდოსფერი კაბაა, რომლის ღირებულებაც, დაახლოებით, 3 400 დოლარია. 

gudavadze

  • Dolce & Gabbana - $3 645

ყველაზე ბოლოს ნანუკა გუდავაძემ ფოტოები  Dolce & Gabbana-ს აბრეშუმის ცისფერ კაბაში გამოაქვეყნა. ეს ულამაზესი კაბა, რომლის ღირებულება 3 645 დოლარია, მან უმცროსი შვილის დაბადების დღეზე მოირგო. 

gudavadze

ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე

ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ 2018 წელს იქორწინეს. მათ პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 4 წლის წინ, 29 ნოემბერს შეეძინათ. ცოტა ხნის წინ, 2023 წლის 20 მარტს კი, მეორე ვაჟის, დადუ ივანიშვილის მშობლები გახდნენ.

  • ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის უმცროსი შვილი იუბილარია 

2014 წელს ბერა წავიდა აშშ-ში და იქ აგრძელებს კარიერას. მას ურთიერთობა ჰქონია ისეთ მომღერლებთან, როგორებიც არიან: კრის ბრაუნი, რიანა, ჯასტინ ბიბერი, მაილა ჯეი, ბასტა რაიმზი, უაიკლეფ ჟანი და სხვები. 2014 წლის 24 ნოემბერს მან გამოუშვა ახალი ვიდეო, სახელწოდებით Calypso Love“, რომელიც მის გულშემატკივრებში პოპულარული გახდა.

  • "გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!" - ბერა ივანიშვილის ახალი ვიდეო დიდ მოწონებას იმსახურებს 

2015 წლის 8 იანვარს კინოთეატრ "რუსთაველში" გაიმართა ბერას ახალი მუსიკალური ვიდეოს, სახელწოდებით Tickets to the Movies – პრემიერა. 16 იანვარს მან გამოუშვა კიდევ ერთი ახალი ნამუშევარი Don't Go.

2015 წლის აგვისტოში ბერამ გამოუშვა ახალი მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე I Look Good on You. ამ ვიდეოს რეჟისორი იყო ამერიკელი ახალგაზრდა დამწყები რეჟისორი ნეშ გრიერი. ვიდეომ ერთ დღეში ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ოქტომბერში ბერამ გრიერი საქართველოში ჩამოიყვანა და გულშემატკივრებს შეახვედრა.