"შეიძლება უფრო იღბლიანი ვყოფილიყავი? არა!" - ეკა კახიანის დაუვიწყარი მოგზაურობა დუბაიში ქალიშვილებთან ერთად - Marao

"შეიძლება უფრო იღბლიანი ვყოფილიყავი? არა!" - ეკა კახიანის დაუვიწყარი მოგზაურობა დუბაიში ქალიშვილებთან ერთად

2025-10-08 14:26:46+04:00

სულ ცოტა ხნის წინ ეკა კახიანმა ქალიშვილებთან, ნინი ბადურაშვილთან და ანასტასია თოფურიძესთან ერთად დუბაიში იმოგზაურა. აღსანიშნავია, რომ მისი უმცროსი ქალიშვილი, ქეთო თოფურიძე, დუბაიში ცხოვრობს და საქმიანობს. ოჯახი სწორედ მასთან იყო სტუმრად.

"შეიძლება უფრო იღბლიანი ვყოფილიყავი? ალბათ, არა! ძალიან მიყვარხართ", - დაწერა ქეთო თოფურიძემ და ოჯახური კადრები მეგობრებსაც გაუზიარა. 

eka-kakhiani 

eka-kakhiani

eka-kakhiani

ეკა კახიანის დიდი ოჯახი 

 როგორც ცნობილია, ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინათ.

ნინი ბადურაშვილის ბიოგრაფია

ნინი ბადურაშვილი  მომღერალი და მსახიობია. დაიბადა რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის ეკა კახიანის ოჯახში. ექვსი წლიდან ბასტი-ბუბუს სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე „ნანა ჩემო ბაია-ზე“ გადაიღო. ასევე იყო ჯგუფ სტეფანე და 3G-ს მონაწილე.

  • შეცვლილი გარეგნობა და ულამაზესი კადრები - ნინი ბადურაშვილის ახალი იმიჯი დიდ მოწონებას იმსახურებს

რამდენიმე წლის წინ ნინი მაყურებელმა ტელეწამყვანის ამპლუაშიც ნახა, დღეს ამ საქმით აქტიურადაა დაკავებული და აგრძელებს მუსიკალურ კარიერასაც. ნინი დაქორწინებული იყო ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძეზე, თუმცა წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა. ნინის ერთი ქალიშვილი, ელენე ჰყავს. 

ანასტასია თოფურიძის ბიოგრაფია 

ეკა კახიანის შვილი, მოდელი ანასტასია თოფურიძე, ქართველი საზოგადოებისთვის ბავშვობიდან ცნობილია. გოგონა სამოდელო სფეროში წლები აქტიურად ჩანდა, თუმცა შვილების გაჩენის შემდეგ ამ საქმიანობას ჩამოშორდა.

  • წარმატებული სამოდელო კარიერა და ბედნიერი ოჯახი - რას საქმიანობს და როგორ ცხოვრობს ანასტასია თოფურიძე

ანასტასია თოფურიძე დაოჯახებულია. მისი ქმარი ირაკლი გაბაშვილია, რომელზეც მან 2012 წელს იქორწინა და მათ ბედნიერი ოჯახი აქვთ. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს - ლადო და იკო. 

ქეთო თოფურიძის ბიოგრაფია 

უმშვენიერესი ქეთო დებს შორის ყველაზე უმცროსია. ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, ის ყოველთვის იყო ყურადღების ცენტრში. ქეთომ დედისა და დებისგან განსხვავებული პროფესია აირჩია და პიარისა და მარკეტინგის სფეროში საქმიანობს.

  • ცნობილი ოჯახის შვილობა, ხმაურიანი განცხადებები და კარიერა დუბაიში - ქეთო თოფურიძის ცხოვრების საინტერესო დეტალები მან მცირე ასაკში მოახერხა ამ მიმართ

მან მცირე ასაკში მოახერხა ამ მიმართულებით წარმატების მიღწევა და განვითარებას მუდმივად აგრძელებს.