"გამიჭირდა იმის თქმა, რომ 40 წლის ვიყავი, შიშმა შემიპყრო..." - ქართველი ჩემპიონის, ირმა ხეცურიანის სირთულეებითა და წარმატებით სავსე გზა - Marao

"გამიჭირდა იმის თქმა, რომ 40 წლის ვიყავი, შიშმა შემიპყრო..." - ქართველი ჩემპიონის, ირმა ხეცურიანის სირთულეებითა და წარმატებით სავსე გზა

2025-10-17 12:34:20+04:00

ირმა ხეცურიანს ჩვენს ქვეყანაში ბევრი იცნობს - ქალი განსაკუთრებული ნიჭით, შესაძლებლობებითა და უნარით, რომ შთააგონოს და გააძლიეროს ისინიც, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. 

ირმა ხეცურიანი ტიტულოსანი ქართველი მოფარიკავეა - 2017 წლის საუკეთესო ეტლით მოფარიკავე ქალის ტიტულის მფლობელი, ახალგაზრდებს შორის მსოფლიო თასის გამარჯვებული (2017, ნიდერლანდები), მსოფლიო თასის გამარჯვებული (2017, პოლონეთი). მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების  ვერცხლის მედალოსანი. 2018 წლის მსოფლიო თასის გათამაშების გამარჯვებული. ევროპის ჩემპიონატებისა და მსოფლიო თასის გათამაშების არაერთგზის მონაწილე და სხვადასხვა სინჯის მედლების მფლობელი. 4 წლის განმავლობაში მოიპოვა 9 ოქრო მფლობელი. აქედან 8 მსოფლიო თასის ტურნირებზე.

  • როგორია ეტლიდან დანახული ცხოვრება და რთული გზა დევნილობიდან მსოფლიო აღიარებამდე

ირმა ხეცურიანი 40 წლის გახდა. როგორია მისთვის ეს ასაკი და რა ემოციებით შეხვდა მას, ამის შესახებ ჟურნალ "თბილისელებთან" ისაუბრა: 

ცოტა ისეთი ასაკია – 40 წლის გავხდი… რთული იყო ამის გააზრება. უკვე? – ეს კითხვა მიტრიალებდა თავში და გამიჭირდა იმის თქმა, რომ 40-ის ვიყავი. რომ მეკითხებოდნენ, ცოტა ხანი ვფიქრობდი, ვთქვა, თუ არა-მეთქი, მაგრამ რომ ვთქვი, მივხვდი, რომ გადავლახე. ყველას ვეკითხებოდი, რამე თუ იცვლება 40 წლის ასაკიდან-მეთქი. მერე ვხუმრობდი, მთავარია, თვალში შუქი არ წამერთვა-მეთქი. მეხუმრებოდნენ, რადგან შიშმა შემიპყრო. წარმოდგენის დონეზე უფრო რთული იყო, ახლა არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს. რეალურად, ამ თემაზე, ხშირ შემთხვევაში, ვხუმრობ ხოლმე და ზოგს ჰგონია, რომ მართლა ძალიან განვიცდი. რასაკვირველია, ყველას უნდა, ახალგაზრდა იყოს, მაგრამ წლების მატებასთან ერთად, გამოცდილებაც გემატება და ცხოვრება ამით არის საინტერესო.

მარადჟამს 20 წლის ვერ ვიქნებით და არც იქნება საინტერესო. ჩემთვის ჩემი თითოეული წელი ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ჩემს თავთან მარტო ვრჩები, ვაჯამებ – რისი გაკეთება შეიძლებოდა ამ წელს ან, მინიმუმ, ერთი კარგი რამ, რაც წამოვიღე ამ წლიდან, მაგალითად, წელს იმაზე ვფიქრობდი, რით იყო დასამახსოვრებელი 39 წელი ადამიანური თვალსაზრისით. ვნახოთ, რას მომცემს 40. მე, საერთოდ, ვხუმრობ ხოლმე, მთელი წელი ჩემი დაბადების დღეა, 2026-ში გავხდები 40 ის-მეთქი, ასე დავუთქვი ჩემს თავს.

irma_xecuriani

აფხაზეთი

ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ცა­გე­რა­ში და­ი­ბა­და. ცა­გე­რა ლე­ჩხუ­მე­ლე­ბის სო­ფე­ლი იყო, სა­დაც ლე­ჩხუ­მი­დან ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობ­და. 7 წლის იყო, ომი რომ და­ი­წყო და პირ­ვე­ლი და­ბომბვის შემ­დეგ იქა­უ­რო­ბის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­და... მშობ­ლებ­თან და დას­თან ერ­თად ახ­ლაც იხ­სე­ნებს სოფ­ლის რა­ღაც ეპი­ზო­დებს, რაც მცი­რე ასა­კის გამო ბუნ­დოვ­ნად და კად­რე­ბად ახ­სოვს.

  • ნიჭის, გამბედაობის და სიძლიერის სიმბოლო - ქალი სპორტსმენები სტერეოტიპების პირისპირ 

"ახლა იქ, სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სე­თის პო­ლი­გო­ნია, ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტყე, ყვე­ლა სახ­ლი, ერ­თის გარ­და, და­იწ­ვა... რო­გორც ამ­ბო­ბენ, იქ ახლა არა­ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს. არა­და, პა­ტა­რა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ზღვის­პი­რა სო­ფე­ლი გვქონ­და, სა­დაც მდი­ნა­რეც იყო, ხალ­ხი მი­წას ამუ­შა­ვებ­და, მოჰ­ყავ­დათ სი­მინ­დი, ბოსტნე­უ­ლი, ხილი... ჩემს წარ­მოდ­გე­ნა­ში, რო­დე­საც სახ­ლს წარ­მო­ვიდ­გენ ხოლ­მე, ზუს­ტად ისე­თია, რო­გო­რიც იქ დავ­ტო­ვეთ და და­იწ­ვა... რო­დე­საც აფხა­ზეთ­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, მა­შინ­ვე ის მახ­სენ­დე­ბა, რომ აფხა­ზე­თი ის ად­გი­ლია, სა­დაც ვერ მო­ვას­წა­რი გაზ­რდა, გან­ვი­თა­რე­ბა და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა. იქ არის ჩემი ფეს­ვე­ბი... ამი­ტომ ცუ­დია ომი და ეს სრუ­ლი­ად პა­ტა­რამ სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მოვ­ცა­დე. არა­ვის არც ერთ ასაკ­ში ვუ­სურ­ვებ მსგავს გა­მოც­დი­ლე­ბას.

დევ­ნი­ლო­ბა

შემ­დეგ წყალ­ტუ­ბო­ში გად­მო­ვე­დით, ბევ­რი მე­ზო­ბე­ლი, ნაც­ნო­ბი იყო იქ და გულ­მა იქით ამი­ტომ გაგ­ვი­წია. სკო­ლა იქ და­ვამ­თავ­რე. თა­ვი­დან, სა­ნამ ახალ ცხოვ­რე­ბას ალ­ღოს ავუ­ღებ­დით, არ იყო ად­ვი­ლი, მაგ­რამ იქა­უ­რო­ბას ნელ-ნელა მო­ვერ­გეთ. ერთი კი­დევ, რაც არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნოდ მახ­სოვს - "აფხა­ზე­თი­დან ჩა­მოთ­რე­უ­ლი"... ეს ძი­რი­თა­დად ბავ­შვებ­ში მი­უ­ღებ­ლო­ბა იყო... თუმ­ცა ეგეც და­რე­გუ­ლირ­და და ახლა ზრდას­რუ­ლებს ამა­ზე გვე­ცი­ნე­ბა... კარ­გად ვსწავ­ლობ­დი. გარ­და იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ზო­გა­დი გა­ჭირ­ვე­ბა იყო, ის პე­რი­ო­დი ცუ­დად არ მახ­სენ­დე­ბა.

ცხოვრება ეტლით 

მა­შინ, როცა ეტ­ლში ჩაჯ­დო­მა მო­მი­წია, მა­შინ რამ­დე­ნად ვი­ყა­ვი ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი. ყვე­ლა­ფე­რი მერე ვის­წავ­ლე, სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბამ ბევ­რი რამ მომ­ცა. რაც უფრო მეტ დაბ­რკო­ლე­ბას დაძ­ლევ, მე­ტად ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი ხდე­ბი. ჩემი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო, ყვე­ლა­ფერს სხვა­ნა­ი­რად ვხე­დავ­დი და ცხოვ­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სოდ არ მეჩ­ვე­ნე­ბო­და. როცა დი­აგ­ნო­ზის პა­სუ­ხი მო­ვის­მი­ნე, არ ვი­ცო­დი, მო­მა­ვალ­ში რა იქ­ნე­ბო­და, წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, ამ მდგო­მა­რე­ო­ბით ცხოვ­რე­ბა რო­გორ უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა.

  • ქალები, რომლებიც ისტორიას ქმნიან – TOP 8 ქართველი ქალი და გამარჯვების 8 ამბავი

ამას­თან, იმ პე­რი­ოდ­ში არა­ნა­ი­რი ტერ­მი­ნო­ლო­გი­აც არ ვი­ცო­დი, არც ჩემი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ მქონ­და ინ­ფორ­მა­ცია. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ახლა უკან არის... დაბ­რკო­ლე­ბამ მომ­ცა ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და სტი­მუ­ლი. ამით ჩემს გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნებ­საც და­ვეხ­მა­რე ჩემ­თან ერ­თად ებ­რძო­ლათ და გა­მომ­ყო­ლოდ­ნენ. ეტ­ლი­დან და­ნა­ხუ­ლი ცხოვ­რე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ სწო­რედ მან მას­წავ­ლა, ვიყო ძლი­ე­რი და ცხოვ­რე­ბის ნე­ბის­მი­ერ გა­მოწ­ვე­ვას მედგრად და ღირ­სე­უ­ლად შევ­ხვდე... დიახ, ეტ­ლმა უში­შა­რი ცხოვ­რე­ბა მას­წავ­ლა, თან, სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­დე­საც სირ­თუ­ლე­ებს ნელ-ნელა ლა­ხავ, არ ჩერ­დე­ბი. მთა­ვა­რი ეს არის.

შეგ­ვიძ­ლია სო­ცი­უ­მის ღირ­სე­უ­ლი წევ­რე­ბი გავ­ხდეთ. ნუ დავ­კარ­გავთ ამ სა­შუ­ა­ლე­ბას. ტი­რი­ლი, ქვი­თი­ნი, გო­დე­ბა, დეპ­რე­სია სა­კუ­თა­რი თა­ვის გამო, იგი­ვე ემო­ცი­ე­ბად დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბა. ვე­ცა­დოთ, ნე­გა­ტი­ვის­გან გა­ვი­თა­ვი­სუფ­ლოთ თავი. და­ვი­სა­ხოთ კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი, რომ­ლის მიღ­წე­ვაც შე­იძ­ლე­ბა. იცხოვ­რეთ, გან­ვი­თარ­დით, ისი­ა­მოვ­ნეთ და და გა­უ­ზი­ა­რეთ სხვებს სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, - ამბობდა ირმა ხეცურიანი.