დღეს უფრო და უფრო მეტი ქართველი სტუდენტი ცდილობს განათლება საზღვარგარეთ მიიღოს, თუმცა უცხოეთში სწავლის გაგრძელება მხოლოდ სურვილი არ არის, ეს არის დიდი შრომა, დიდი მიზანი და მონდომება. ქართველ ახალგაზრდას, რომელიც მიზნად ისახავს სწავლას ევროპულ ან ამერიკულ უნივერსიტეტში, უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მიღწევები, უცხო ენების ცოდნა (ხშირად TOEFL ან IELTS-ის სერტიფიკატით დადასტურებული), მოტივაციის წერილი, რეკომენდაციები და წარმატებით ჩაბარებული SAT ან სხვა შესაბამისი ტესტები.
გარდა აკადემიური კრიტერიუმებისა, საჭიროა ფინანსური მზადყოფნაც - სწავლისა და ცხოვრების ხარჯები უმეტეს შემთხვევაში მაღალია, თუმცა მრავალი უნივერსიტეტი გასცემს სტიპენდიებს და გრანტებს დამსახურებულ სტუდენტებზე. სწორედ ამიტომ, უცხოეთში ჩაბარება ითხოვს არა მხოლოდ ნიჭს და მონდომებას, არამედ პასუხისმგებლობას, დროულ დაგეგმვას და ფინანსურ მხარდაჭერას.
ანასტასია ხაჩიძე
ანასტასია ცნობილი მშობლების ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას შვილია. ანასტასია დამოუკიდებლად ცხოვრობს ინგლისში და მშობლებისა და დისგან სრულიად განსხვავებულ პროფესიას ეუფლება.
ზურა შვილზე საუბრისას ამბობს, რომ პროფესია თავად აირჩია.
"განათლების გზაც თავად ამოირჩია. დღეს ანასტასია ინგლისშია, დამოუკიდებლად მოემზადა და ჩააბარა… გადაცემებში სულ ძალით დაგვყავდა. ბავშვობიდან არ უყვარდა ეკრანზე გამოჩენა… ძალიან აღიზიანებდა, როცა ქუჩაში ცნობდნენ. არაჩვეულებრივი სმენა ჰქონდა, სასწაულად მღეროდა, ერთ-ერთმა საოპერო პედაგოგმა მოჰკიდა ხელი და წაიყვანა, უნდა მოვამზადოო, არ გაგაფუჭებინებთ ესტრადაზეო, მაგრამ კლასიკურ განათლებას სჭირდება ბევრი შრომა, წვალება, ნებისყოფა, მივედით იქამდე, რომ მან სხვა გზა აირჩია…“ - თქვა ზურა ხაჩიძემ.
ნიკოლოზ ღარიბაშვილი
ნიკოლოზ ღარიბაშვილი ყოფილი საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ვაჟია. ნიკოლოზმა 2022 წელს აშშ-ში გააგრძელა სწავლა. მან პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩააბარა და დღემდე მისის სტუდენტია. ნიკოლოზი არდადეგებზე მუდმივად ცდილობს საქართველოში ჩამოვიდეს და ოჯახთან ერთად გაატაროს დრო.
აღსანიშნავია, რომ 2002-2004 წლებში ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში სწავლობდა, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.
ანდრო ანთელიძე
ანდრო თიკა ფაცაციას შვილია. ის ბიძის, ლევან ფაცაციას მსგავსად საკალათბურთო სფეროშია. ანდრომ განათლება აშშ-ში მიიღო.
ცოტა ხნის წინ თიკას უფროსმა ვაჟმა, ანდრო ანთელიძემ, ფიბა-ევროპის სამწვრთნელო პროგრამის (FECC ) სერტიფიკატი მიიღო.
იგი კიდევ ერთი მწვრთნელია, რომელმაც საქართველოდან ფიბას უმაღლესი სამწვრთნელო პროგრამა – FIBA Europe Coaching Certificate (FECC) – გაიარა და სერტიფიკატი მიიღო. ახალგაზრდა მწვრთნელს ეს შესაძლებლობა საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ მისცა, რომელიც ფიბასთან აქტიურად თანამშრომლობს და ყველა ძირითად პროგრამაშია ჩართული.
"ჯერ იყო, ფიბას ყველაზე ახალგაზრდა სერტიფიცირებული მწვრთნელი, შემდეგ - საქართველოს 18/20 წლამდელთა ნაკრების მეორე მწვრთნელი... პარალელურად, ცნობილი კლუბი “ჟალგირისის” ჯერ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი და ახლა უკვე ამავე ჟალგირისის, დიდი ისტორიისა და წარმატების მქონე დიდი გუნდის, რომელიც ევროლიგას თამაშობს, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. რა იქნება შემდეგ, ამას დრო გვიჩვენებს. ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელის ამბავია, რომელიც უნდა იცოდეთ" - დაწერა თიკა ფაცაციამ უფროსი შვილის, 24 წლის ანდრო ანთელიძის შესახებ ცოტა ხნის წინ.
ედუარდ სააკაშვილი
ედუარდ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვაჟია. მან 15 წლის ასაკში დაამყარა გინესის რეკორდი I-pad-ზე ინგლისურის ანბანის სწრაფად აკრეფაში. მას ანბანის სრულად ასაკრეფად 5,26 წამი დასჭირდა. ედუარდმა 2017 წელს დაამთავრა ამერიკაში სუორტ-მორის კოლეჯი. ის 380 კურსდამთავრებულს შორის საუკეთესო შვიდეულში მოხვდა.
ნიკოლოზი BBC-ის National Public Radio-სთან თანამშრომლობდა. სამაგისტრო პროგრამაზე ედუარდი ნიდერლანდში, ქალაქ უტრეხტის უნივერსიტეტში სწავლობდა. მისი სამაგისტრო თემა ხელოვნურ ინტელექტს ეხებოდა.
ლუკა და ნინი სხირტლაძეები
ლუკა და ნინი ცნობილი ტელესახის დუტა სხირტლაძის შვილები არიან. მათ კამერების წინ გამოჩენა არ უყვართ და იშვიათად თუ შეხვდებით მათ შესახებ ინფორმაციას.
ბოლო დროს მშობლები განსაკუთრებით ხშირად წერენ უმცროსი შვილის, ლუკას წარმატების შესახებ. როგორც ცნობილია, აპრილში მისი პირველი გამოფენა რომში გაიმართა: "ლუკას პირველი გამოფენა რომში - ვამაყობ შენით, დე, მადლობა ამ შეგრძნებისთვის", - წერდა მაშინ მარინა ნაცვლიშვილი. მოგვიანებით კი მან დაწერა, რომ რომში, ხელოვნების მუზეუმში მისი შვილების, ლუკასა და ნინის გამოფენა გაიმართა. ლუკა და ნინი იტალიაში, რომის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში (RUFA) სწავლობენ.
კატო კოპალეიშვილი
კატო თამარ ჩერგოლეიშვილის შვილია. მან განათლება საფრანგეთში მიიღო, მუშაობდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში და მათ შორის "თავისუფლების ინსტიტუტში...“
კატო საყვარელ ადამიანთან ერთად ევროპაში ცხოვრობს.
მარიამ გეგუჩაძე
მარიამი პატარა ასაკიდანვე აქტიურად იყო ჩართული დედის საქმიანობაში. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა ნანუკას გადაცემაში საკუთარი რუბრიკა ჰქონდა და მაყურებელს წარმატებულ და საინტერესო ახალგაზრდებს აცნობდა. როგორც ცნობილია, მარიამმა კარგი განათლება ჯერ საქართველოში, შემდეგ კი საზღვარგარეთ მიიღო. კერძოდ, სწავლა ბუდაპეშტში, ამერიკულ სკოლაში გააგრძელა:
"დღეს დილით მარიამის სკოლიდან მივიღე წერილები! ვიდრე ბოლომდე ჩავიკითხე, ნერვიულობისგან მთავარი გამომრჩენია და თავიდან გადავიკითხე! მეუბნებიან, რომ გამორჩეული ბავშვია და .... მერიდება დავწერო, კიდევ რას მწერენ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ სკოლამ ის წარადგინა Leadership Ambassador კურსებზე! Harvard, Johns Hopkins, Standford, George Washington University, or University of Chicago, Tulane უნივერსიტეტებში! ვინაიდან ყველასგან მოვიდა პასუხი მიღებაზე, მისი არჩევანის დროა და ის ირჩევს Harvard-ს! ეს ის შემთხვევაა, როდესაც კითხვა "რას ვგრძნობ?" დროულია! ეს რა მაგარი შეგრძნება ყოფილა" - წერდა ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში 2014 წელს.
მას შემდეგ, რაც მარიამმა სწავლა საზღვარგარეთ დაასრულა, საქართველოში დაბრუნდა და სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით გააგრძელა საქმიანობა. ის ხშირად ჩნდება სხვადასხვა აქციაზე, საპროტესტო გამოსვლასა თუ დემონსტრაციაზე და ღიად აფიქსირებს საკუთარ განწყობას ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ.
თაკო ნაცვლიშვილი
თაკო ნაცვლიშვილი ცნობილი ოჯახიდანაა - მის მშობლებს, კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილსა და დედას, მოდელ ნინო ცქიტიშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. თაკო თავადაც მოდელია და ამ სფეროში პროფესიული განათლებაც მიიღო. მან 2028 წელს მილანში მილანში მოდის მარკეტინგსა და მენეჯმენტს მიმართულებით დაიწყო სწავლა.
სწავლის დასრულების შემდეგ თაკო მდგრადი მოდითა და მისი კონცეფციით დაინტერესდა, სათანადო განათლების მიღების შემდეგ კი თეთრეულის საკუთარი ბრენდიც შექმნა.
ანასტასია ცქვიტინიძე
ანასტასია ცქვიტინიძე დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძისა და ხათუნა თოთლაძის ერთადერთი ქალიშვილია, რომელსაც კამერების წინ გამოჩენა არ უყვარს. ანასტასია არც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, თუმცა ცნობილია, რომ ის პარიზში ცხოვრობს და ამერიკულ უნივერსიტეტში ირებს განათლებას.
"მგონია, რომ ანასტასია ნებისმიერ მოცემულობაში ისე იქცევა, როგორც უნდა მოიქცეს ნამდვილი ადამიანი. თუ, ღმერთმა ნუ დააჭირვოს და დასჭირდება დახმარება, ჩვენ გვერდით ვართ, უბრალოდ, ვადროვებთ ცხოვრებას…ამერიკულ უნივერსიტეტში ჩააბარა პარიზში და იქ ცხოვრობს უკვე მეორე წელია.
დასაწყისში ხან მე ჩავდიოდი, ხან – ხათუნა. ნელ-ნელა შევამცირეთ. ახლა დამოუკიდებელი გოგოა. აქ რომ ჩამოდის, საჭმელსაც მიმზადებს, მეკითხება, რა მინდა, ამას არასდროს აკეთებდა", - ასე ახასიათებს ანასტასია ცქვიტინიძეს მამა, ავთანდილ ცქვიტინიძე.
ის, რომ ქართველ ახალგაზრდებს შედარებით გამარტივებულად მიუწვდებათ ხელი ევროპულ განათლებაზე, რაც თავის თავში უფრო მაღალ ხარისხსა და შესაძლებლობებს აერთიანებს, სწორედ ბოლონიის პროცესის შედეგია.
ბოლონიის პროცესი — ევროპის ქვეყნების განათლების სისტემების დაახლოებისა და ჰარმონიზაციის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ევროპული სივრცის შექმნას უმაღლესი განათლებისათვის. ამ უკანასკნელის მიზანი კი არის ევროპის მოქალაქეთა დასაქმებისა და მობილობის გაძლიერება და ევროპული უმაღლესი განათლების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაზრდა. ბოლონიის პროცესი დაიწყო უნივერსიტეტების დიდი ქარტიით (ლათ. Magna Charta Universitatum). ეს იყო პროცესის საპროგრამო დოკუმენტი, რომელიც მიღებულ იქნა ქალაქ ბოლონიაში, მსოფლიოს უძველესი ბოლონიის უნივერსიტეტის 900 წლისთავზე, 1988 წელს 382-მა უნივერსიტეტმა მიიღო. ბოლონიის პროცესს საქართველო 2005 წლის მაისში შეუერთდა, ნორვეგიის ქალაქ ბერგენში.
ევროპის უნივერსიტეტების, ქვემორე ხელისმომწერი, რექტორები შეიკრიბნენ ბოლონიაში, ევროგაერთიანების ქვეყნებს შორის საზღვრების გაუქმებამდე ოთხი წლით ადრე, ევროპის უძველესი უნივერსიტეტის ცხრაასი წლისთავის აღსანიშნავად; ევროპულ ერებს შორის შორსგამიზნული თანამშრომლობის იმედითა და რწმენით, რომ ადამიანები და სახელმწიფოები მუდმივცვალებად და მზარდ ინტერნაციონალურ საზოგადოებაში განსაკუთრებით გააცნობიერებენ უნივერსიტეტების როლს. ისინი მიიჩნევენ, რომ:
1. ათასწლეულის მიჯნაზე კაცობრიობის მომავალი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმ კულტურულ, სამეცნიერო და ტექნიკურ განვითარებაზე, რომელიც უნივერსიტეტების კულტურულ, სასწავლო და კვლევით ცენტრებში მიმდინარეობს;
2. უნივერსიტეტების დანიშნულება - გაავრცელოს ცოდნა ახალგაზრდა თაობებს შორის - დღეს მთელ საზოგადოებაზე უნდა გავრცელდეს; საზოგადოების კულტურული, სოციალური და ეკონომიკური მომავლი საჭიროებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს უწყვეტი განათლების უზრუნველსაყოფად;
3. უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს მომავალი თაობა ისეთი განათლებით, რომელიც მას ბუნებრივი გარემოსა და სიციცოხლის ჰარმონიის პატივისცემას ასწავლის. ევროპის უნივერსიტეტების, ქვემორე ხელისმომწერი, რექტორები, ყველა სახელმწიფოსა და ერის წინაშე ვაცხადებთ იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც ამიერიდან საფუძვლად დაედება უნივერსიტეტების საქმიანობას.
ზემოთ მოყვანილი პრინციპების გათვალისწინებით, ამ მიზნების მისაღწევად საჭიროა თანამედროვე პირობების შესაფერისი ეფექტური საშუალებების გამოყენება:
ქვემორე ხელისმომწერი რექტორები, მოქმედებენ რა თავიანთი უნივერსიტეტების სახელით, გააკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ ყველა სახელმწიფომ და დაინტერესებულმა საერთაშორისო ორგანიზაციამ თავისი პოლიტიკა ჩამოაყალიბოს ამ დიდი ქარტიის მიხედვით, რომელიც უნივერსიტეტების თავისუფალ და ერთსულოვან სურვილს გამოხატავს.