ვინ არის მატილდა გვარლიანის დედა და როგორია მისი ცხოვრება: ქართველი "ანგელოზის" უმშვენიერესი დედა, რომელიც კამერების წინ არასდროს ჩნდება - Marao

ვინ არის მატილდა გვარლიანის დედა და როგორია მისი ცხოვრება: ქართველი "ანგელოზის" უმშვენიერესი დედა, რომელიც კამერების წინ არასდროს ჩნდება

2025-10-19 16:39:48+04:00

მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი Victoria's Secret Fashion Show-ზე წელს უკვე მეორედ ვიხილეთ, ინტერესი მისი კარიერისა და პერსონის მიმართ, რა თქმა უნდა, გაორმაგდა. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ყველა ქართველი თანხმდება - მატილდა გვარლიანი ჩვენი ქვეყნის ღირსეული, საამაყო წარმომადგენელია მსოფლიო სცენაზე. მისი გარეგნობა, სილამაზე და ქარიზმა შეუმჩნეველი არავის რჩება, თუმცა აუცილებლად აღსანიშნია მისი თავმდაბალი, ზომიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ბუნება. 

უკვე ყველა ჩვენგანს აქვს ნანახი კადრები, სადაც, ერთ-ერთ ინტერვიუში, მატილდა იხსენებს, როგორც უყურებდა ტელევიზორის ეკრანზე ტოპ-მოდელებს და ოცნებობდა, მათ მსგავსად, თავადაც გაეარა პოდიუმზე. დღეს მატილდა სწორედ იმ მოდელების გვერდით დგას, რომლებსაც მხოლოდ შორიდან ხედავდა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოცნებები რეალობად აქციოს. ამას კი ზედმეტი აფიშირების გარეშე ახერხებს. აი, რატომ გახდა ის ყველა თაობისა თუ სქესის ადამიანისთვის საყვარელი სახე. 

მატილდა გვარლიანის ოჯახი 

მატილდა გვარლიანს დიდი ოჯახი ჰყავს - დედა, მამა, ბებია, ძმა და და. ოჯახი მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. მატილდას დედა წელს Victoria's Secret Fashion Show-საც ესწრებოდა და მოგვიანებით მოდელმა ფოტოც გაგვიზიარა: "ჩემი პირადი ანგელოზიც გამოჩნდა", - დაწერა მან. 

mathilda

ვინ არის მატილდა გვარლიანის დედა?

მშვენიერი ქართველი მოდელი ოჯახურ კადრებს საკუთარ გვერდზე დროდადრო აზიარებს. საზოგადოება უკვე კარგად იცნობს მის უფროს ძმას, დავით გვარლიანს, რომელიც ძალიან ჰგავს პოპულარულ დას. დავითი სოციალურ ქსელებში აქტიური არ არის, არ აქვეყნებს არც საკუთარ ფოტოებს, თუმცა ცნობილია, რომ და-ძმას არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. მატილდა ამბობდა, რომ გარდა გარეგნული მსგავსებისა, ისინი ხასიათითაც ჰგვანან ერთმანეთს. 

  • "სვანური სილამაზის ზეიმი“ - ვინ არის მატილდა გვარლიანის ძმა და როგორია მათი ცხოვრება

მატილდას ასევე ჰყავს უმცროსი და, სესილი გვარლიანი, რომელიც ასევე ძალიან ჰგავს უფროს დას. სესილი ჯერ სკოლის მოსწავლეა, თუმცა სამოდელო სფეროში მასაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. სესილი ფერადი და მხიარული გოგოა, უყვარს ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა და მის ფოტოებს ხშირად ნახავთ მშობლების სოციალურ ქსელებში. 

  • მატილდა გვარლიანის უმცროსი და ზღაპრული გარეგნობითა და ულამაზესი სახელით: გაიცანით ქართველი ტოპ-მოდელის უმცროსი და

მატილდა გვარლიანის მამა გოგა გვარლიანია, რომელიც შვილის ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ის ხშირად სტუმრობს მატილდას საზღვარგარეთაც და მათ ერთობლივ ფოტოებზე შეუძლებელია არ შენიშნოთ საოცარი მსგავსება მამა-შვილს შორის. 

მატილდა გვარლიანის დედა დალი ჯაფარიძეა - მატილდას ცხოვრების მთავარი ქალი. მოდელს არაერთხელ უსაუბრია იმაზე, რომ სწორედ დედის ქუსლიან ფეხსაცმელს იცვამდა, როცა პატარა იყო და ასე წარმოდგენა საკუთარ თავს დიდ სცენაზე. დედის ფეხსაცმლით დაწყებული ოცნება კი სწორედ დედასთან ერთად იქცა რეალობად - დალი ჯაფარიძე ქალიშვილის გვერდითაა ყოველთვის - ცხოვრებისა თუ კარიერის მნიშვნელოვან მომენტებში.