"უშნო იხვის ჭუჭულს ჰგავდა, რომელიც მშვენიერ გედად გადაიქცაო" - უცნაური ბედისწერისა და საოცარი სილამაზის მსახიობის, მედეა ბიბილეიშვილის ცხოვრება - Marao

"უშნო იხვის ჭუჭულს ჰგავდა, რომელიც მშვენიერ გედად გადაიქცაო" - უცნაური ბედისწერისა და საოცარი სილამაზის მსახიობის, მედეა ბიბილეიშვილის ცხოვრება

2025-10-20 16:15:21+04:00

"მჯე­რა ბე­დის­წე­რის. შემ­თხვე­ვით, ღვთის ნე­ბის გა­რე­შე არა­ფე­რი ხდე­ბა. ჩემი აზ­რით, ადა­მი­ა­ნი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ძი­ე­ბა­შია. თუ გო­ნის ძაფს გაჰ­ყვე­ბი, მიხ­ვდე­ბი, რომ რა­ღა­ცე­ბი შენ მიღ­მა ხდე­ბა, იქ, სა­დაც თვა­ლი და გული არ მი­გიწ­ვდე­ბა... სიმ­ბო­ლო­ე­ბის, სი­ტყვის სიძ­ლი­ე­რის, ციფ­რე­ბის, სიზ­მრე­ბის მჯე­რა. ვიცი, ამას ცრუ­მორ­წმუ­ნე­ო­ბას ეძა­ხი­ან, მაგ­რამ მა­შინ რით ავ­ხსნა ის უც­ნა­უ­რო­ბე­ბი, რაც ჩემს ცხოვ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა?! მე და ჩემი მე­უღ­ლე, რა­მაზ ვა­და­ჭ­კო­რია, 11 წელი ერ­თად ვცხოვ­რობ­დით. 11 რი­ცხვში და­ვა­საფ­ლა­ვე რა­მა­ზი, დე­დაც 11 რი­ცხვში დავ­კრძა­ლეთ" – ეს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბის მე­დეა ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლის სი­ტყვე­ბია, რო­მე­ლიც ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აქვს ნათ­ქვა­მი. უც­ნა­უ­რია, რომ მსა­ხი­ო­ბი 66 წლის ასაკ­ში 2008 წლის მა­ის­ში ასე­ვე 11 რი­ცხვში გარ­და­იც­ვა­ლა...ულა­მა­ზე­სი იყო მე­დი­კო, - მის შე­ფა­სე­ბას ყვე­ლა ასე იწყებს.

  • "მამას კარგა ხანს ვუმალავდი რამაზის არსებობას, რადგან ვიცოდი, არ მაპატიებდა ცოლშვილიანი კაცის სიყვარულს"

მსა­ხი­ო­ბის სახე ცო­ცხლად, სულ სამ­მა ქარ­თულ­მა ფილმმა შე­მო­ი­ნა­ხა. ფაქ­ტია, რომ კი­ნო­რე­ჟი­სო­რე­ბი ნაკ­ლე­ბად სწყა­ლობ­დნენ, თუმ­ცა თე­ატ­რის სცე­ნა­ზე არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო როლი აქვს ნა­თა­მა­შე­ვი. წელს, 31 აგ­ვის­ტოს მას 85 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და. მე­დეა ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლის გახ­სე­ნე­ბა მის მე­გო­ბარს და კო­ლე­გას მსა­ხი­ობ ას­მათ ტყაბ­ლა­ძეს ვთხო­ვეთ.

medea_bibileishvili

მე­დეა ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლი

- მე­დეა ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სო მსა­ხი­ო­ბი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა რო­ლებს თა­მა­შობ­და. მიდ­რე­კი­ლე­ბა ჰქონ­და ლი­რი­კუ­ლი, რო­მან­ტი­კუ­ლი რო­ლე­ბის მი­მართ, მაგ­რამ როცა კო­მე­დი­ა­ში ითა­მა­შა, აღ­მოჩ­ნდა, რომ თურ­მე კო­მე­დი­ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მსა­ხი­ო­ბიც იყო... იმ­დე­ნად ლა­მა­ზი იყო, რომ ეს ლი­რი­კუ­ლო­ბა და რო­მან­ტი­კუ­ლო­ბა სი­ლა­მა­ზეს­თან ერ­თად, მის პერ­სო­ნა­ჟებს ძა­ლი­ან უხ­დე­ბო­და. თე­ატ­რში ჩემ­ზე ადრე მი­ვი­და. მე ის 1970 წელს გა­ვი­ცა­ნი, რო­დე­საც მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. იმ დრო­ის­თვის უკვე ბევ­რი როლი ჰქონ­და ნა­თა­მა­შე­ვი. მერე ერთ სპექ­ტაკლში - „დონ კარ­ლოს­ში“ ერ­თად გაგ­ვა­ნა­წი­ლეს, მე­დი­კო დე­დო­ფალს თა­მა­შობ­და, მე სეფე ქალ­ებ­ში ვი­ყა­ვი... ფილმზე, სპექ­ტაკლზე მუ­შა­ო­ბა, რე­პე­ტი­ცი­ე­ბი მსა­ხი­ო­ბებს ერ­თმა­ნეთს აახ­ლო­ებს და მა­შინ დავ­მე­გობ­რდით. სახ­ლში მი­მიწ­ვია, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მშობ­ლე­ბი ჰყავ­და. ექი­მე­ბი იყ­ვნენ - დედა (თა­მარ გუ­რა­ბა­ნი­ძე) - ვე­ნე­რო­ლო­გი, მამა - ცნო­ბი­ლი გი­ნე­კო­ლო­გი და­ვით (და­თი­კო) ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი მის ხელ­ში იყო და­ბა­დე­ბუ­ლი.

  • 78 წლის ლეგენდა და ამბები ლეგენდარულ კადრებს მიღმა: მანანა აბაზაძის ლამაზი გზა და აქამდე უცნობი ისტორიები

medea_bibileishvili

მე­დი­კოს მშობ­ლე­ბი თე­ატ­რის სა­ო­ცარ მოყ­ვა­რუ­ლე­ბი იყ­ვნენ. და­თი­კოს თე­ატ­რში თა­ვი­სი ად­გი­ლი ჰქონ­და. დარ­ბაზ­ში არ­სე­ბობ­და ექი­მის სკა­მი და ეს იყო მისი - ყვე­ლა სპექ­ტაკლზე, პრე­მი­ე­რა­ზე, გა­სინ­ჯვა­ზე იქ იჯდა ხოლ­მე....

წაიკითხეთ სრულად