„დიახ, ახლა უკვე მეორედ გავდივარ ამ გზას" - ნატო მეტონიძე მძიმე სენისა და განვლილი გზის შესახებ - Marao

„დიახ, ახლა უკვე მეორედ გავდივარ ამ გზას" - ნატო მეტონიძე მძიმე სენისა და განვლილი გზის შესახებ

2025-10-21 16:32:01+04:00

ნატო მეტონიძის სახელი და გვარი ბევრი ქართველისთვის ასოცირდება განსაკუთრებულ ხმასთან, სინაზესა და ტემბრთან ასოცირდება. ნატო უკვე არაერთი წელია, ქართული სიმღერის უბადლო შემსრულებელია, მისი "ყვითელი ფოთლები" კი - ყველასთვის საყვარელი და დაუვიწყარი. 

ნატო მეტონიძე ტელეეკრანებზე ხშირად არ ჩნდება, საზოგადოება არც მისი ინტერვიუებითაა განებივრებული. მუსიკოსმა რამდენიმე წლის წინ პირველად ისაუბრა საჯაროდ მძიმე დიაგნოზის შესახებ - ის ძუძუს კიბოს ებრძოდა და მისი დამარცხებაც შეძლო, ახლა კი ამ გზას მეორედ გადის: 

  • 90-იანი წლების ქართველი მომღერალი ქალები: TOP 10 სახე შოუბიზნესში

„დიახ, ახლა უკვე მეორედ გავდივარ ამ გზას. რა უცნაურია, სულ მგონია, რომ არ ვღელავ ამაზე და აღმოჩნდა, რომ შინაგანად მაინც ვღელავ. კლასიკური ვარიანტი - რომ გგონია, არასოდეს შენ არ დაგემართება. ცნობილი, გამოჩენილი პაციენტი ვარ.

უპასუხისმგებლოდ ვიქცეოდი, ისე, როგორც დღეს იქცევიან სხვა ქალები - არ ვიტარებდი კვლევებს.  ექიმისგან გამოვედი იმედიანი და ვიცოდი, რომ ვიცოცხლებდი. ერთადერთი, რაც დღეს ვიცი, ის არის, რომ არაფერი უმიზეზოდ არ ხდება, გაცილებით ძვირფასი ხდება შემდეგ პროფესიაც და დანარჩენიც ცხოვრებაში.." - ამბობს ნატო მეტონიძე. 

Kotcast-ის ეპიზოდი, სადაც ნატო მეტონიძის მოსმენას შეძლებთ, 23 ოქტომბერს გამოვა. 

nato_metonidze

ნატო მეტონიძის ცხოვრება, კარიერა და მთავარი ბრძოლა

ნატო მეტონიძე ქართველი ჯაზ- და პოპ-მომღერალი, რომელიც ცნობილია გამორჩეული და ძლიერი ხმის ტემბრით.

საყოველთაო აღიარება მოიპოვა გია ყანჩელის თეატრალურ წარმოდგენაში „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“ მონაწილეობით. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა მის მიერ შესრულებული სიმღერა „საით მიდიხარ“ სპექტაკლიდან „ხანუმა“.

  • "პრინციპულიცაა და თავგანწირულიც, ოღონდ სხვებისთვის, ყველასთვის, ვისაც სჭირდება, საკუთარი თავის გარდა…“ - ნატო მეტონიძის მძიმე დიაგნოზი, ცხოვრების რთული მომენტები და უცნობი ამბები

ნატო მეტონიძე დაიბადა 1972 წლის 2 ივლისს თბილისში. დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1995 წელს.1977 წლიდან მღეროდა საბავშვო ანსამბლ „მზიურის” მესამე თაობაში.

"ზუს­ტად ვიცი, რომ ეს ღვთის სა­ჩუ­ქა­რია. სხვა­თა შო­რის, მა­მას ჰქონ­და აბ­სო­ლუ­ტუ­რი სმე­ნა. სა­უ­კე­თე­სო აკუს­ტი­კო­სი იყო - რო­ი­ა­ლის აწყო­ბის ოს­ტა­ტი. მღე­რო­და კი­დეც, თუმ­ცა მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბა არ მი­უ­ღია. ჩვენ ერ­თად არ ვცხოვ­რობ­დით - 6 წლის ვი­ყა­ვი, მშობ­ლე­ბი რომ დას­ცილ­დნენ. მა­მას ვსტუმ­რობ­დი ხოლ­მე და კარ­გად მახ­სოვს, ბე­ბი­ის - ნინა წუ­ლუ­კი­ძი­სა და მისი დე­ბის სიმ­ღე­რა რომ მო­ვის­მი­ნე, რო­გორ აღვფრ­თო­ვან­დი. ბე­ბი­ას არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, საკ­მა­ოდ "მსუ­ყე" ბანი ჰქონ­და. ჩანს, ჩემ­ში მა­მის გენ­მა იმ­ძლავ­რა და ღმერ­თმაც ინე­ბა, რომ ეს ნიჭი, უნა­რი სწო­რედ მე, ყვე­ლა­ზე ნა­ბო­ლა­რას - და-ძმა 9 და 10 წლით უფ­რო­სი მყავს, გა­მო­მემ­ზე­უ­რე­ბი­ნა საქ­ვეყ­ნოდ. ამი­ტო­მაც ვუ­წო­დებ ჩემს სიმ­ღე­რას სა­ჩუ­ქარს", - ამბობდა მომრერალი.

სტუდენტობის პერიოდში „მზიურის“ ორ წევრ გოგონასთან ერთად ჩამოაყალიბა ტრიო „ნატალი” და ჯაზ-კვარტეტი „3+1″. კვარტეტმა „3+1” მონაწილეობა მიიღო კონკურსში „საფეხურები პარნასისაკენ”, სადაც პირველი ადგილი დაიკავა. კონკურსის შემდეგ იგი შეუდგა სოლო კარიერას. შემდგომში მონაწილეობა მიიღო კონკურსში „სლავური ბაზარი”, სადაც მე-3 ადგილი მოიპოვა.

2002-2004 წლებში თანამშრომლობდა საპროდიუსერო კომპანია „არტ იმედთან“. 2003 წელს, ნიკოლოზ რაჭველთან ერთად მონაწილეობდა გია ყანჩელის კინოსა და თეატრისათვის შექმნილი მუსიკის მიხედვით განხორციელებულ პროექტში „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“.

ბე­დის­წე­რაა ისიც, რომ გია ყან­ჩე­ლის, ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძი­სა და რე­ვაზ ლა­ღი­ძის ნა­წარ­მო­ე­ბებს ვას­რუ­ლებ; რომ ბავ­შვო­ბი­დან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი მახ­ვე­ვია გარს. დე­დას ბევ­რი გულ­შე­მატ­კივ­რობ­და - სამ შვილს მე­უღ­ლის გა­რე­შე გვზრდი­და და ყვე­ლა ცდი­ლობ­და, რა­ღა­ცით შეშ­ვე­ლე­ბო­და. მე კი, რად­გან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მივ­ლიდ­ნენ. მა­გა­ლი­თად, სიმ­ღე­რა­ზე ხში­რად ძმას დავ­ყავ­დი. ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო, რომ მოვ­ხვდი ან­სამ­ბლ "მზი­ურ­ში", რად­გან იქ გა­ტა­რე­ბულ­მა წლებ­მა ბევ­რი მას­წავ­ლა: სცე­ნას, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, სხვებ­ზე ზრუნ­ვას, ადა­მი­ა­ნე­ბის მოფრ­თხი­ლე­ბას მი­მაჩ­ვია და კი­დევ ბევ­რი, ცხოვ­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი უნა­რი შემ­ძი­ნა. მე­რეც, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის­თა­ვად, ბუ­ნებ­რი­ვად გაგ­რძელ­და. სკო­ლა­ში თა­ვი­სუ­ფალ თე­მას რომ გვა­წე­რი­ნებ­დნენ, ვინ უნდა გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით, ყო­ველ­თვის და­უ­ფიქ­რებ­ლად, უყოყ­მა­ნოდ და გუ­ლახ­დი­ლად ვწერ­დი - "მომ­ღე­რა­ლი", რად­გან ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბო­და, რომ მუ­დამ უნდა მემ­ღე­რა" - ამბობდა მომღერალი ერთ-ერთ ინტერვიუში. 

2004 წელს, ნატო მეტონიძემ თბილისის ჯაზ-ფესტივალზე მსოფლიოში განთქმულ მესაყვირე კრის ბოტისთან ერთად რამდენიმე სიმღერა შეასრულა, მათ შორის სტინგის კრის ბოტისთვის ნაჩუქარი ერთი სიმღერა. 2010 წელს, მუსკომედიის თეატრში შეასრულა მარიას როლი დავით დოიაშვილის მიუზიკლში „მუსიკის ჰანგები”.

  • ვარდისფერი ოქტომბერი — ცნობიერების, იმედისა და სიცოცხლის თვე

2015 წელს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში განხორციელდა ნატო მეტონიძის, ნიკოლოზ რაჭველისა და დავით დოიაშვილის მორიგი ერთობლივი თეატრალიზებული პროექტი „ინტროსპექცია“, რომელშიც მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობები და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი მონაწილეობდა. 2016 წელს პროექტმა დიდი წარმატება მოიპოვა ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში.

nato_metonidze

ნატო მეტონიძეს საკონცერტო გამოსვლები ჰქონდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის — საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, საბერძნეთი, კოსოვო, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა.

მიღებული აქვს საერთაშორისო პრიზები, მათ შორისაა მოსკოვის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „პარნასი“ და ვიტებსკის „სლოვაკეთის ბაზარი.

metonidze