"უკვე ერთ კვირაში აშკარად ვგრძნობ უკეთეს შედეგს" - ლელა მებურიშვილი თმის ცვენისა და საკუთარი გამოცდილების შესახებ - Marao

"უკვე ერთ კვირაში აშკარად ვგრძნობ უკეთეს შედეგს" - ლელა მებურიშვილი თმის ცვენისა და საკუთარი გამოცდილების შესახებ

2025-10-22 11:37:01+04:00

შემოდგომაზე, სეზონის ცვლასთან ერთად, ბევრი რამ იცვლება ადამიანის ორგანიზმშიც, სწორედ ამიტომაა, რომ ამ სეზონზე უამრავ ადამიანს აწუხებს სახსრების პრობლემა, სისუსტე, კანის სიმშრალე და, ყველაზე მნიშვნელოვანი - თმის ცვენა. ალბათ, ხშირად მოგისმენიათ, რომ არსებობს სეზონური თმის ცვენა და ბევრი ადამიანი ამ პრობლემას სწორედ შემოდგომას უკავშირებს.  

  • 5 რჩევა, თუ როგორ უნდა გაიზარდოთ და შეინარჩუნოთ გრძელი და ჯანსაღი თმა

საშუალოდ, დღეში 50-100 თმის ღერის ცვენა ითვლება ნორმად. ეს ბუნებრივი ციკლის ნაწილია: თმა იზრდება, შემდეგ ისვენებს და ბოლოს ცვივა, რათა ახალი ამოვიდეს მის ნაცვლად.

ზაფხულის მზის ზემოქმედების შემდეგ თმის ფოლიკულები „ისვენებენ“. დღის შუქის შემცირება გავლენას ახდენს მელატონინსა და სხვა ჰორმონებზე, რაც თმის ზრდის ფაზას ამცირებს. ზოგჯერ სტრესი ან კვებითი ფაქტორები ამ პერიოდს აუარესებს.

tma

უნდა იმოქმედოთ, თუ შენიშნავთ, რომ:

  • ცვენა ყოველდღიურად 100-ზე მეტ ღერს აჭარბებს;
  • თმა შესამჩნევად გათხელდა (მაგალითად, საფეთქლებთან ან შუაში);
  • თმასთან ერთად კანი ქავილით, ქერტლით ან ტკივილით რეაგირებს —სასურველია მიმართოთ დერმატოლოგს. 

ამ პრობლემის შესახებ ხმამაღლა უამრავი ქალი საუბრობს, მათ შორის კი ერთ-ერთი ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მსახიობი ლელა მებურიშვილია. მან ცოტა ხნის წინ საკუთარ გამომწერებს ჰკითხა რჩევები და სთხოვა გამოცდილების გაზიარება. ამჯერად კი საკუთარ მიგნებებს გვიზიარებს: 

  • აჩერებს თმის ცვენას, კურნავს დიაბეტს, კუჭისა და ღვიძლის პრობლემებს - რა არის "მთის ცრემლები", იგივე მუმიო და როგორ უნდა გამოვიყენოთ

"ძალიან დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ, თითოეულ თქვენგანს. ნელ-ნელა ვკითხულობ თქვენს კომენტარებს, წერილებს და ვცდილობ, თქვენი რჩევები გავითვალისწინო.

აქვე გიზიარებთ იმ პროდუქტებს, რომლებიც ყველაზე ხშირად იყო ნახსენები კომენტარებსა და პირად შეტყობინებებში:

  • როზმარინის ზეთი;
  • ნივრის შამპუნი;
  • შრატი.

მე დამატებით ვიპოვე ნივრის კონდიციონერიც, მაგრამ ბევრმა დამიწერა, რომ ჯობია ნიღბები და კონდიციონერი არ გამოვიყენო და, მგონი, მართალიც ხართ — ნიღბის შემდეგ უფრო ვგრძნობ თმის ცვენას.

  • "ეს არის ორი თვის შედეგი" - როგორ გამოვიყენოთ როზმარინის ზეთი თმის ზრდისა და გახშირებისთვის - ლინდა ადამია საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს

გადაწეულ თმაზეც ბევრი წერდით, ვცდილობ ეს რჩევებიც გავითვალისწინო. რაც მთავარია — ვიყავი ექიმთან კონსულტაციაზე, ჩავიტარე საჭირო ანალიზები და დავიწყე ვიტამინების მიღება, და უკვე ერთ კვირაში აშკარად ვგრძნობ უკეთეს შედეგს.

meburishvili

ექიმმა მირჩია გამეკეთებინა შემდეგი ანალიზები:

  • რკინა;
  • D ვიტამინი;
  • B12;
  • TSH, T3, T;
  • ზოგადი სისხლის ანალიზი.

თუ გაინტერესებთ შემიძლია, გაგიზიაროთ კონკრეტულად პროდუქტის დასახელება და ვიტამინები, რომელიც დალევაც დავიწყე. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის მართლა ბევრს ნიშნავს", - წერ სოციალურ ქსელში ლელა მებურიშვილი.