მომღერალი ლინდა ადამია საზოგადოებისთვის ცნობილი წლების წინ გახდა, როცა მონაწილეობა მუსიკალურ პროექტ „X ფაქტორში“ მიიღო. მაშინ ლინდა 19 წლის იყო და სცენაზე ოთხი თვის ორსული გამოდიოდა, თუმცა ამას მისთვის წარმატების მიღწევაში ხელი არ შეუშლია.
ლინდა შვილთან, ჯარჯისთან და მეუღლესთან, დათუნა ყიასაშვილთან ერთად ცხოვრობს. დათუნა პროფესიით ტატუ-არტისტია. როგორც მომღერალი არაერთ ინტერვიუში ამბობდა, მეუღლე მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.
ლინდა, წარმატებული მუსიკალური კარიერის პარალელურად, სოციალურ ქსელშიც აქტიურია და გულშემატკივრებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად ლინდა გამომწერებს "ინსტაგრამზე" რჩევებს აძლევს და ჯანსაღი თმისთვის როზმარინის ზეთის გამოყენებას ურჩევს.
გამოიყენეთ, თუ გცვივათ და გეყოფათ თმა - 4 საუკეთესო ზეთი მშრალი და მტვრევადი თმისთვის
შველის თმის ცვენას და ხელს უწყობს მის გახშირებას - იდეალური თმის საიდუმლო, რომელზეც სტილისტები სულ უფრო მეტს საუბრობენ
როზმარინის ეთერზეთის მახასიათებლები და თვისებები
როზმარინის ეთერზეთს აქვს ძლიერი, ხის, მწარე და ცხარე სურნელი. თავად როზმარინი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა ხალხურ მედიცინაში. ძველი რომაელები და ბერძნები ამ მარადმწვანე ბუჩქს სიყვარულისა და სიკვდილის სიმბოლოდ თვლიდნენ. დღეს როზმარინის ეთერზეთი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ზეთად, გამოიყენება ტკივილგამაყუჩებლად, თავის ტკივილის, სახსრების, კუნთების და სხვა ტკივილების მოსახსნელად, მეხსიერების გასაძლიერებლად.
ასევე ითვლება, რომ როზმარინის ეთერზეთის გამოყენება არომათერაპიაში დადებითად მოქმედებს ემოციურ მდგომარეობაზე - მისი არომატი ასტიმულირებს, აძლიერებს, ხელს უწყობს გაღვიძებას და უმკლავდება აგრესიას.
როზმარინის ეთერზეთი გამოიყენება თმის მოვლისთვის - ის ხელს უწყობს ქერტლის მოცილებას, ასტიმულირებს თმის ზრდას, ახდენს ცხიმოვანი ჯირკვლების ნორმალიზებას და შესაფერისია ცხიმიანი თმისთვის. როზმარინის ეთერზეთით აბაზანებს აქვს გამაახალგაზრდავებელი თვისებები, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, აცილებს მას ტოქსინებს.
როზმარინის ეთერზეთის გამოყენებას უკუჩვენებები აქვს - ეს არის ორსულობა, კანის ჰიპერმგრძნობელობა, კრუნჩხვისადმი მიდრეკილება, ალერგიული რეაქცია, რომელიც შეგიძლიათ შეამოწმოთ მაჯაზე ზეთის წვეთი წასმით. თუ 15 წუთის შემდეგ კანზე სიწითლე არ გამოჩნდება, შეგიძლიათ უსაფრთხოდ გამოიყენოთ პროდუქტი.