მსახიობი ნატალია ყიფშიძე ცნობილი ოჯახიდანაა. ის კრისტი და გიორგი ყიფშიძის ქალიშვილია. ბაბუა კი მსახიობი ზურა ყიფშიძეა. ნატალია ოჯახის მსგავსად მსახიობია. ნატალია სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა, ამჯერად მან მენტალურ პრობლემაზე ისაუბრა
"2023 წელს როდესაც ჰელოუინზე მივდიოდი, ფსიქოლოგიურად არ ვიყავი კარგად, როდესაც კოსტიუმი ჩავიცვი, მაკიაჟი გავიკეთე, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ვემზადებოდი გასასვლელად. კლუბის შესასვლელთან მეგობრები დამხვდნენ და ტაქსიდან გადმოსვლისას მივხვდი, რომ საშინელი შფოთვები მქონდა, ფიზიკურად არ შემეძლო კლუბში შესვლა.
ამ პერიოდში თერაპია დამთავრებული მქონდა და მეგონა, მზად ვიყავი ხალხში ყოფნისთვის და შემეძლო ადამიანურად გართობა, რასაც ყოველთვის ვიყავი შეჩვეული. ბავშვობიდან მიყვარდა კლუბები, გართობა, ბევრი ხალხი, ცეკვა და მუსიკა.
წელს გადავწყვიტე, რომ ერთ-ერთი კოსტიუმი იქნება ის, რაც უნდა ვყოფილიყავი 2 წლის წინ. დიდად ამ თემაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ რადგან ამ ვიდეოს ვიღებ, შემიძლია ამ თემაზე საუბარი. მქონდა დეპორსონალიზაცია, პანიკური შეტევის დროს ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავი, რას ვაკეთებდი, რა ხდებოდა ჩემ გარშემო. ჩემი თავისთვის უნდა ამეხსნა, რომ ყველაფერი მოგვარებადი იყო და არანაირი საფრთხე არ გამაჩნდა, განსაკუთრებით იმ ხალხის გვერდით, რომლებსაც ძალიან ვუყვარვარ.
ახლა კარგად ვარ, ვერთობი, ხალხში თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, ვიცი, როგორ უნდა გავუმკლავდე და რა უნდა მოვიმოქმედო. აქციების დროს უფრო და უფრო შევემზადე, რომ ბევრ ხალხში ყოფნა შემძლებოდა. რაღაც მომენტში არ გამომდიოდა, მაგრამ ეს იყო ჩემი თავის ტესტი. ეს ყველაფერი იყო მენტალური პრობლემა და არა ის, რომ ადამიანების მეშინოდა, მეშინოდა საკუთარი ფიქრების. ეს იყო ყველაზე რთული, რადგან ვერ ვუხსნიდი საკუთარ თავს, რა მჭირდა.
სხვათა შორის წამლების და მედიკამენტების გარეშე ვიმკურნალე. ეს ყველაფერი ბოლომდე არ გადის, არის მომენტები, როდესაც ასე ვგრძნობ თავს, უბრალოდ ვიცი, როგორ უნდა გავაკონტროლო," - ამბობს ნატალია ვიდეოში.
ნატალია ყიფშიძე ცნობილი მშობლების, კრისტი ყიფშიძისა და გიორგი ყიფშიძის შვილია. მისი ოჯახი სხვადასხვა მიზეზით ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
პირველადი პროფესიით ნატალია ციფრული მედიისა და კომუნიკაციის მიმართულებით სწავლობდა. მიუხედავად ამისა, ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ტელესერიალში. ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო როლი ნატალია ყიფშიძეს ბოლო დროის პოპულარულ პროექტ "ცვალებად ნიშნებში" აქვს.
მსახიობი გიორგი ყიფშიძე ასევე ცნობილი მსახიობის, ზურა ყიფშიძის შვილია. მან პირველად ადრეულ ასაკში მოდელ კრისტი ყიფშიძეზე იქორწინა. წყვილს ერთი ქალიშვილი, ნატალია შეეძინა, თუმცა მათი ოჯახი დაინგრა. კრისტი აღარ დაოჯახებულა, გიორგიმ კი ცოლი მეორედაც მოიყვანა. ანი ჩიკვილაძესთან მას ვაჟი ეყოლა, თუმცა გიორგიმ მასთან დაშორების გადაწყვეტილებაც მიიღო. მსახიობმა ოჯახი მესამედ ენი გასოევთან შექმნა. მათ ორი შვილი, კოსმო და ლუნა შეეძინათ, თუმცა ცოტა ხნის წინ გიორგი მასაც დაშორდა და პატარებს თავად ზრდის.
გიორგი ყიფშიძე 1977 წელს მსახიობ ზურა ყიფშიძისა და ლელა გოცირიძის ოჯახში დაიბადა. ის უკვე არაერთი წელია, თეატრის სცენასა და კინოში აქტიურად საქმიანობს. მას პოპულარობა მოუტანა სერიალ „ცხელ ძაღლში“ ნათამაშებმა „ლექსო ნიჟარაძის“ როლმა. იყო ტელეპროექტ „ნიჭიერის“ წამყვანი და დღეს, 45 წლის ასაკშიც აგრძელებს საქმიანობას. კრისტი ყიფშიძე სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და "ინსტაგრამის" გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს. კრისტი გულშემატკივრებს თავის მოვლის შესახებ არაერთ სასარგებლო რჩევასაც აძლევს.
"კრისტისთან მთელი ცხოვრებაა, ვმეგობრობ. ხომ გავცილდით, მაგრამ იმათ ოჯახში ყოველთვის თავისუფლად მივდივარ. ყოფილა მომენტი, როცა სხვა ცოლი მყოლია და როგორც სტუმარი, კრისტის ოჯახში დავრჩენილვარ კიდეც. რაღაც ოჯახური შერწყმა მოხდა, დავშორდით, მაგრამ ურთიერთობა არ დავკარგეთ, თან, საერთო განძი გვყავს – ნატალია", - ამბობდა გიორგი ყიფშიძე.