"არაფერი გიჟი მე არ ვარ, ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია", - ამის შესახებ ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულმა მანანა გიორგობიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
აღნიშნული მან მას შემდეგ თქვა, რაც მისმა ადვოკატმა, ლევან მარსაგიშვილმა განაცხადა, რომ გიორგობიანის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზაა დანიშნული.
„არაფერი გიჟი მე არ ვარ, ნუ იტყუებით. არანაირი აშლილობა არ მაქვს, შვილის სიკვდილის შემდეგ, წმინდანების ხილვა დავიწყე. მითხრეს ღვთის მადლია შენზეო, ბიპოლარული აშლილობა არ მაქვს, ნარკოტიკებს მოვიხმარ 30 წელია“, - განაცხადა გიორგობიანმა.
წაიკითხეთ სრულად - interpressnews.ge

მანანა გიორგობიანის საქმე
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დააკავეს „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირი, მანანა გიორგობიანი. გიორგობიანს ბრალი ედება ჯგუფურ ძალადობაში - კადრები ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ცნობილია, რომ გიორგობიანის მაღაზიის ორ თანამშრომელთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, საქმეში 6 პირი ჩაერთო, რომლებმაც სუპერმარკეტის თანამშრომლებზე ფიზიკურად იძალადეს.
მანანა გიორგობიანი დაკავებულია, ხოლო აღნიშნული 6 პირის მიმართ დაწყებულია სამართლებრივი დევნა. 6 პირს შორის ერთ-ერთი ჯაკო ჩარკვიანია.
"დაურეკა თავისი გარდაცვლილი ბავშვობის მეგობრის დედამ - მცემენო. ყველაფერია ვიდეოში. ეს ქალი ყვირის კიდეც, რომ "დავურეკავ", ამ ფრაზას ამბობს. ეტყობა, დაურეკა, როგორც მე გავიგე, რა ვიცი... ეს ქალი მანამდე ჩხუბობს. არის ერთი ამბავი. მერე, როგორც ჩანს, ურეკავს, რომ მცემენ და მომეშველეო. ძალიან მეცოდება ჯაკო, ძალიან კარგი ბიჭია. ძალიან მებრალება. მკვდარი ამხანაგის დედა რომ დაგირეკავთ, მცემენო, ალბათ ჩახვალ, ხომ?! შვილისტოლა ბიჭს როგორ უნდა დაურეკო, ნუ რა არის. არ არის ეს ნორმალური. კონსულტანტთან მოუვიდა რაღაც ჩხუბიო ამ ქალს. ცოდოა ამ საქმისთვის, ახალგაზრდა კაცი რომ ასე უბრალოდ დაისაჯოს," - თქვა თაკო ჩარკვიანმა, ჯაკო ჩარკვიანის მამიდამ „ტვ პირველათან“ კომენტარში.
ვინ არის ჯაკო ჩარკვიანი
ჯაკო ჩარკვიანის სახელი და გვარი ბოლო წლების მანძილზე მედიაში არაერთხელ გაჟღერებულა - 2016 პირველ ოქტომბერს, საღამოს 7-ის ნახევარზე, დოლიძის ქუჩაზე, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან, კომპოზიტორ მამუკა ჩარკვიანის 19 წლის ვაჟს - ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი ტყვია ესროლეს. საბედნიეროდ, არც ერთი ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არ აღმოჩნდა.
20 წლით უფროსი და, ლეგენდარული ბაბუის სახელი და ქორწინება: ვინ არის მამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯაკო ჩარკვიანი - ნახავთ აქ