20 წლით უფროსი და, ლეგენდარული ბაბუის სახელი და ქორწინება: ვინ არის მამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯაკო ჩარკვიანი - Marao

20 წლით უფროსი და, ლეგენდარული ბაბუის სახელი და ქორწინება: ვინ არის მამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯაკო ჩარკვიანი

2025-11-05 15:57:37+04:00

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დააკავეს „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირი, მანანა გიორგობიანი. გიორგობიანს ბრალი ედება ჯგუფურ ძალადობაში - კადრები ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ცნობილია, რომ გიორგობიანის მაღაზიის ორ თანამშრომელთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, საქმეში 6 პირი ჩაერთო, რომლებმაც სუპერმარკეტის თანამშრომლებზე ფიზიკურად იძალადეს.

  • „პირველად მოვყვები, რაც მოხდა მამუკას თავს და რაც დაგვმართეს..." - რას იხსენებს თაკო ჩარკვიანი

მანანა გიორგობიანი დაკავებულია, ხოლო აღნიშნული 6 პირის მიმართ დაწყებულია სამართლებრივი დევნა. 6 პირს შორის ერთ-ერთი ჯაკო ჩარკვიანია.

"დაურეკა თავისი გარდაცვლილი ბავშვობის მეგობრის დედამ - მცემენო. ყველაფერია ვიდეოში. ეს ქალი ყვირის კიდეც, რომ "დავურეკავ", ამ ფრაზას ამბობს. ეტყობა, დაურეკა, როგორც მე გავიგე, რა ვიცი... ეს ქალი მანამდე ჩხუბობს. არის ერთი ამბავი. მერე, როგორც ჩანს, ურეკავს, რომ მცემენ და მომეშველეო. ძალიან მეცოდება ჯაკო, ძალიან კარგი ბიჭია. ძალიან მებრალება. მკვდარი ამხანაგის დედა რომ დაგირეკავთ, მცემენო, ალბათ ჩახვალ, ხომ?! შვილისტოლა ბიჭს როგორ უნდა დაურეკო, ნუ რა არის. არ არის ეს ნორმალური. კონსულტანტთან მოუვიდა რაღაც ჩხუბიო ამ ქალს. ცოდოა ამ საქმისთვის, ახალგაზრდა კაცი რომ ასე უბრალოდ დაისაჯოს," - თქვა თაკო ჩარკვიანმა, ჯაკო ჩარკვიანის მამიდამ „ტვ პირველათან“ კომენტარში.

charkviani

ვინ არის ჯაკო ჩარკვიანი

ჯაკო ჩარკვიანის სახელი და გვარი ბოლო წლების მანძილზე მედიაში არაერთხელ გაჟღერებულა - 2016 პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს, სა­ღა­მოს 7-ის ნა­ხე­ვარ­ზე,­ დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­კუ­თა­რი­ სახ­ლის სა­დარ­ბა­ზოს­თან, კომ­პო­ზი­ტორ მამუ­კა ჩარ­კვი­ა­ნის 19 წლის ვაჟს - ჯაკო (ჯან­სუღ) ჩარ­კვი­ანს ცე­ცხლსას­რო­ლი­ იარა­ღი­დან სამი ტყვია ეს­რო­ლეს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, არც ერთი ჭრი­ლო­ბა სიცო­ცხლის­თვის სა­ში­ში არ აღ­მოჩ­ნდა.

  • "ჩემს წინსვლაში, რა თქმა უნდა, დიდი როლი ითამაშეს მშობლებმა" - სად ცხოვრობს და რას საქმიანობს თაკო ჩარკვიანის შვილი

„ჯა­ნუ­კის სა­დარ­ბა­ზო­დან ათი­ო­დე­ მეტრში­ ეს­რო­ლეს. მა­ნამ­დე, ერთი სა­ა­თით­ ადრე ვნა­ხე, საქ­მე­ზე მი­დი­ო­და. ღმერ­თმა­ დაგ­ვი­ფა­რა, რომ გა­დავ­რჩით - ორი ტყვია ფეხ­ში, ერთი კი იღ­ლი­ა­ში აქვს ნას­რო­ლი”, - ამბობდა მაშინ თაკო ჩარკვიანი. იმ დროისთვის ჯაკო ჩარკვიანი 19 წლის იყო.

ჯაკო ჩარკვიანი კიდევ ერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში 2025 წლის იანვარში, როცა პარტია „კანონი და სამართლის“ მასმედიასთან ურთიერთობის სპეციალისტი თამარ ბუჩუკური წერდა, რომ ჩარკვიანს თავ დაესხნენ. მაშინ თამარ ბუჩუკური განმარტავდა, რომ ორ მხარეს შორის დაპირისპირება პირად საკითხებზე დაიწყო. ამ ამბამდე მათ შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, როცა ჩარკვიანს მრავლობითი ტრავმა და დაზიანება მიაყენეს, 2025 წლის იანვარში კი ეს კონფლიქტი გაგრძელდა.

ამჯერად ჯაკო ჩარკვიანი ისევ ყურადღების ცენტრშია.

jako_charkviani

მამუკა ჩარკვიანის ოჯახი და შვილები

ცნობილ ქართველ პოეტის, ჯანსუღ ჩარკვიანის შვილები საზოგადოებისთვის ასევე კარგად ნაცნობი სახეები, თაკო და მამუკა ჩარკვიანები არიან. თაკო ჩარკვიანი არის  ქართველი მუსიკოსი, პოლიტიკოსი და პუბლიცისტი, არის 63 წლის, ჰყავს მეუღლე, ჯონი გიგანი და ერთი ქალიშვილი, პიანისტი ირმა გიგანი.

მამუკა ჩარკვიანი სულ ცოტა ხნის წინ 69 წლის ასაკში გარდაცვალა. ყველასთვის საყვარელი მუსიკოსისა და შემსრულებლის გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული. მამუკა ჩარკვიანს ჰყავს ორი შვილი ირინოლა და ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანები.

„ეს ოჯახი უზარმაზარი ტრადიციაა. მახსოვს, ჯერ კიდევ დიდი ბებია და დიდი ბაბუა. ამ ტრადიციას სწორედ იქიდან ეყრება საფუძველი. იქ დაინერგა ჩემთვისაც სიმღერა, ლექსი, მერე უკვე ბაბუა, მამა…

ბაბუა ჩემთვის ყოველთვის მამა იყო, რადგან მე და მამუკას ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ამიტომ ბაბუა ჩემთვის მეორე მამაა, შეიძლება პირველიც. არ მახსოვს მისგან გაბრაზება, თბილია და ჩემთვის უსაყვარლესი. მისთვის ირინოლა სულ პირველი იყო. ბაბუას საბავშვო პატარა წიგნი აქვს გამოცემული და მას “ირინოლას ლექსები” ჰქვია…“ - ასე ახასიათებდა რამდენიმე წლის წინ ირინოლა ჩარკვიანი საკუთარ ოჯახს.

charkviani

როგორც ცნობილია, მამუკა ჩარკვიანს ირინოლა მაია კოკაიასთან პირველ ქორწინებაში შეეძინა, ჯაკო კი მეორე ქორწინებაში შეეძინა. და-ძმას შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა:

  • „ქვეყნის სიამაყე… სხვა განზომილების გოგო ხარ” - სად და როგორ ცხოვრობს თაკო ჩარკვიანის ქალიშვილი, პიანისტი ირმა გიგანი

„ჩემსა და ჯაკუნას შორის დიდი სხვაობაა. რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს, რადგან ჩემი სისხლი და ხორცია, მაგრამ სალომე [ირინოლას ქალიშვილი] და ჯაკუნა უფრო ახლოს იქნებიან ერთმანეთთან, ერთად გაიზრდებიან”, - ამბობდა წლების წინ ირინოლა ჩარკვიანი ძმაზე საუბრისას.

„მე ვარ ჯაკო ჩარკვიანი, ოჯახის წევრები ასე მეძახიან. ჯანსუღს მარტო ბაბუა მეძახის. ეტყობა, მოსწონს მისი სეხნია რომ ვარ და ურჩევნია ჯანსუღი დამიძახოს“

charkvianebi

მამუკა ჩარკვიანი წლების წინ იხსენებდა იმ სიხარულს, რომელიც ვაჟის დაბადებით იყო გამოწვეული. ამბობდა, რომ როცა ჯაკო დაიბადა, მას სიმღერა მიუძღვნა: 

“შენ რომ გგონია, ისე არ არის”, ანუ საუბარი შვილთან - მამაჩემის ტექსტზეა შექმნილი, თავის დროზე მამამ მე მომიძღვნა. ჯაკუნა რომ დაიბადა, მასზე უკვე სიმღერა დავწერე. ჩემი ბიჭის დაბადება ძალიან გამიხარდა. ბოლოს და ბოლოს გვარის გამგრძელებელია ჩარკვიანებში. ჩვენს შტოში მარტო მე ვიყავი, მეტი ბიჭი არ ყოფილა“.

2017 წელს ჩაწერილ ინტერვიუში მამუკა ჩარკვიანი ამბობდა, რომ სურდა, მისი ვაჟის შვილებს მოსწრებოდა: 

„ჩემი უფროსი შვილი 40 წლის არის, ჩემი ვაჟი 20 წლის... მინდა, რომ შვილიშვილებს, მის შვილს მოვესწრო და თუ მაღირსებს დროზე, კარგია, სანამ კარგად ვარ. მე არ ვაპირებ არსად წასვლას, 25 წელი გარანტირებული აქ უნდა ვიყო და მინდა შვილიშვილი მისგან". მამუკა ჩარკვიანს ეს ნატვრა აუხდა - ჯაკო ჩარკვიანი 2019 წელს დაქორწინდა, 2021 წელს კი მას გოგონა შეეძინა, რომელსაც ლანა დაარქვეს. 

jako_charkviani