ცოტა ხნის ტელეწამყვანი ნინო თოლორდავა იუბილარი იყო. ნინოს მეუღლემ სიურპრიზი მოუწყო და მისთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად დაბადების დღე კანარს კუნძულებზე წაიყვანა. ნინოს მეუღლე ბიზნესმენი გიორგი დავითაიაა. ნინო და გიორგი ცოტა ხნის წინ სუროგაციის გზით ვაჟის, თადა-ერეკლეს მშობლები გახდნენ.
"ჩემი დაბადების დღის სამზადისი დიდი სიურპრიზით დაიწყო. გასაიდუმლოებული მარშრუტი, ძალიან სასიამოვნოდ მოტყუებული მე და ამ ტყუილის ირგვლივ გაერთიანებული ჩემი 12 მეგობარი... და მაინც ჩემთვის, ყველაზე დიდი ბედნიერება ამ ამბავში, ის არის, რომ ძვირფასმა ადამიანმა გამახარა არა მარტო მე, არამედ ჩემი მეგობრები...და ასე მივემგზავრებით ყველანი კანარის კუნძულებზე. ჩემი ერთადერთი სადარდებელი, რაც ახლა ამ ამბავს თან ახლავს არის ის, რომ ჩემი ბარგიც ჩემმა მეუღლემ ჩაალაგა და მე ამ დრომდე წარმოდგენა არ მაქვს, რა დევს და რამდენად სწორად დევს ჩემოდანში." - წერს ნინო და კანარის კუნძულიდან ვიდეოებს აქვეყნებს.
ნინო თოლორდავას პირველი მეუღლე ზაზა ხაზალია იყო. ნინოს მეორე ქმარი კი ბიზნესმენი გიორგი დავითაიაა. მას ბიზნესი სხვადასხვა ქვეყანაში აქვს.
"ამიკო რომ იყო 6-7 წლის, იქიდან მოყოლებული მინდა სულ შვილი. სულ იმედგაცრუება მქონდა, განსაკუთრებით, ბოლო 6-7 წელია, არ ვიცი, როგორი ყოველდღიური მოლოდინი მქონდა, იქნებ ახლა, იქნებ ამ თვეში... მაგრამ არ დგებოდა ეს დღე, საჭირო იყო სამედიცინო ჩარევა. მადლობა ღმერთს, რომ შესაძლებელი გახდა მიმემართა სუროგაციის მეთოდისთვის", - ამბობდა ნინო თოლორდავა.
"ეს თადა-ერეკლეა, ჩემი შვილი. ეს კი - ნოაა, ჩემი შვილიშვილი. ხშირად მეკითხებიან, როგორი გრძნობაა, როცა შენი შვილი და შვილიშვილი ერთი თაობის არიან. მე მათ ვპასუხობ - ეს საოცრებაა. ნოას დაბადების დღიდან ჩემი ცხოვრების ახალი ფურცელი დაიწყო. ახალი ენერგია, ახალი მოტივაცია. თადა-ერეკლემ კი მიმახვედრა, რომ ყველაფერი შეგიძლია თავიდან დაიწყო სწორედ მაშინ, როცა გგონია, რომ ყველაფერი უკვე იყო.

როცა პირველად დედა გავხდი, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ბევრ რამეს ვერ ვაცნობიერებდი, ამიტომ ჩვენ ერთად ვსწავლობდით და ვვითარდებოდით. დღეს, როცა ერთდროულად დედაც ვარ და ბებიაც, სამყაროს სულ სხვა ფერებში ვხედავ. ახლა დროს განსაკუთრებულად ვუფრთხილდები. ჩემი ყოველი დილა და ღიმილი საჩუქარია. მინდა, ყოველთვის ახსოვდეთ, როგორ ვიკრავდით ერთმანეთს გულში, როგორ ვთამაშობდით ბალახზე, როგორ გვეცინებოდა ყველას ერთად.
მე არ დავაგვიანე, მე ზუსტად მაშინ დავიწყე, როცა ყველაზე მეტად ვიყავი მზად ახალი სიყვარულისთვის და, ჰო, ეს არის ჩემი ყველაზე ლამაზი ცხოვრება", - ამბობს ნინო თოლორდავა მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, სადაც შვილთან, პატარა თადა-ერეკლესა და შვილიშვილთან, ნოასთან ერთადაა.