Fashion-ბლოგერი გაბი ფრეში არა მარტო სრული ფორმებით გამოირჩევა, არამედ თავისი უკომპლექსობითაც. ჯერ იყო და ერთი წლის წინ მან მოდურ ლექსიკონში შეიტანა სიტყვა Fatkini, რომლითაც სრული ქალებისთვის განკუთვნილი საცურაო კოსტიუმები მოიხსენია, ახლა კი გაბიმ ამ Fatkini-ების საკუთარი ხაზი გამოუშვა.
იხილეთ ფოტოგალერეა
გასულ წელს მოდური ბლოგერი გაბი ფრეში თავის ბოიფრენდთან ერთად მზიან ლას-ვეგასში დასასვენებლად იმყოფებოდა და რა თქმა უნდა, არ შეეძლო, რომ შთაბეჭდილებები თავისი მკითხველებისთვისაც არ გაეზიარებინა.
ზღვის სანაპიროზე გადაღებულ ფოტოებზე გაბი ბიკინიში პოზირებს, ხოლო პოსტში ყველა სრული ფორმის მქონე ქალს მოუწოდებს, არ შერცხვეთ თავიანთი სხეულის და უარი თქვან ერთიან საცურაო კოსტიუმებზე.
რა თქმა უნდა, ყველა სრული ქალი ვერ გარისკავს, ჩაიცვას ასეთი თამამი ბიკინი. ამიტომაც გაბი ურჩევს მათ, ჩაიცვან ისეთი, რომელიც ცალ-ცალკე კი იქნება, მაგრამ მაინც დაფარავს სხეულის დიდ ნაწილს.
გაბის გამბედაობით აღფრთოვანდნენ არა მარტო მკითხველები, არამედ მოდური მაღაზია Swimsuitsforall-იც, რომლის ხელმძღვანელობამაც შესთავაზა გოგონას, დიზაინერის ამპლუაში მოესინჯა თავი და შეექმნა Fatkini-ს საკუთარი კოლექცია. გაბის კოლექციის დიდი ნაწილი ონლაინ-მაღაზიაში დადებისთანავე (ის სულ რამდენიმე დღის წინ დაიდო) გაიყიდა.
ბლოგერი სრულ ქალბატონებს ასევე ურჩევს, გამოიყენონ მკვეთრი ფერები – რაც უფრო ჭრელი იქნება საცურაო კოსტიუმი, მით უკეთესია. ამიტომაც მის კოლექციაში არსებობს ნეონის ფერის და მოდურპრინტებიანი საცურაო კოსტიუმები. რა თქმა უნდა, კოლექციის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს არა მარტო plus-size პროფესიონალმა მოდელებმა, არამედ თავად გაბიმაც.
იხილეთ ფოტოგალერეა