"ჩემი საუკეთესო გულშემატკივრები დედა და ბებიები არიან..." - გაიცანით ნატალია ყიფშიძე სხვა რაკურსით - Marao

"ჩემი საუკეთესო გულშემატკივრები დედა და ბებიები არიან..." - გაიცანით ნატალია ყიფშიძე სხვა რაკურსით

2025-11-17 17:33:28+04:00

მსახიობი ნატალია ყიფშიძე ცნობილი ოჯახიდანაა და საზოგადოებამ ის ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში გაიცნო - ის კრისტი ყიფშიძისა და გიორგი ყიფშიძის ერთადერთი ქალიშვილია. ბაბუა კი მსახიობი ზურა ყიფშიძეა. ნატალიამ ოჯახის ტრადიცია გააგრძელა და თავადაც მსახიობია- ის უკვე არაერთ თანამედროვე ფილმსა თუ სერიალში ვიხილეთ. 

ნატალიამ საკუთარი ცხოვრების შესახებ ბლიც-ინტერვიუ digest.ge-ისთან ჩაწერა: 

ვინ არის ნატალია ყიფშიძე?

- მომავალი რეჟისორი, რომელსაც წერა უყვარს.

ჩემი ხასიათის მთავარი შტრიხი…

- ძალიან ემოციური ვარ და კონფლიქტს თავს ვარიდებ. 

ბავშვობის ოცნება...

- წიგნი „დავწერე“, რომლის მერთან გაგზავნა მსურდა. დავხატე გეგმა შენობის, რომელშიც უსახლკარო პენსიონერები, ბავშვები და ცხოველები იცხოვრებდნენ.

ჩემი ოჯახი… 

- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მათ გარშემო ვგეგმავ ყველაფერს.

სტერეოტიპი, რომელიც დავანგრიე… 

- ალბათ ის, რომ ცნობილ ოჯახში დაბადება გათვითცნობიერებული მაქვს, მაგრამ ჩემს პიროვნულ განვითარებაში ადგილი არ უკავია. ხშირად ხალხს სტერეოტიპულად ქედმაღალი ადამიანი ვგონივარ. მიხარია, რომ იმედს ვუცრუებ ამ კუთხით. 

საუკეთესო გულშემატკივარი... 

- დედა და ბებიები. 

kipshidze

ნატალია ყიფშიძის ოჯახი 

ნატალია ყიფშიძე ცნობილი მშობლების, კრისტი ყიფშიძისა და გიორგი ყიფშიძის შვილია. მისი ოჯახი სხვადასხვა მიზეზით ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.

  • ვინ არის მისი იმედი, რა არის სიყვარული და რას ნანობს: ნანიკო ხაზარაძე სხვა რაკურსით

პირველადი პროფესიით ნატალია ციფრული მედიისა და კომუნიკაციის მიმართულებით სწავლობდა. მიუხედავად ამისა, ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ტელესერიალში. ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო როლი ნატალია ყიფშიძეს ბოლო დროის პოპულარულ პროექტ "ცვალებად ნიშნებში" აქვს.

მსახიობი გიორგი ყიფშიძე ასევე ცნობილი მსახიობის, ზურა ყიფშიძის შვილია. მან პირველად ადრეულ ასაკში მოდელ კრისტი ყიფშიძეზე იქორწინა. წყვილს ერთი ქალიშვილი, ნატალია შეეძინა, თუმცა მათი ოჯახი დაინგრა. კრისტი აღარ დაოჯახებულა, გიორგიმ კი ცოლი მეორედაც მოიყვანა. ანი ჩიკვილაძესთან მას ვაჟი ეყოლა, თუმცა გიორგიმ მასთან დაშორების გადაწყვეტილებაც მიიღო. მსახიობმა ოჯახი მესამედ ენი გასოევთან შექმნა. მათ ორი შვილი, კოსმო და ლუნა შეეძინათ, თუმცა ცოტა ხნის წინ გიორგი მასაც დაშორდა და პატარებს თავად ზრდის.  

  • "ბექას ჩემი მომზადებული კერძები მოსწონს და ამას აღნიშნავს" - როგორი დიასახლისია მანიკა ასათიანი

გიორგი ყიფშიძე 1977 წელს მსახიობ ზურა ყიფშიძისა და ლელა გოცირიძის ოჯახში დაიბადა. ის უკვე არაერთი წელია, თეატრის სცენასა და კინოში აქტიურად საქმიანობს. მას პოპულარობა მოუტანა სერიალ „ცხელ ძაღლში“ ნათამაშებმა „ლექსო ნიჟარაძის“ როლმა. იყო ტელეპროექტ „ნიჭიერის“ წამყვანი და დღეს, 45 წლის ასაკშიც აგრძელებს საქმიანობას. კრისტი ყიფშიძე სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და "ინსტაგრამის" გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს. კრისტი გულშემატკივრებს თავის მოვლის შესახებ არაერთ სასარგებლო რჩევასაც აძლევს.

"კრისტისთან მთელი ცხოვრებაა, ვმეგობრობ. ხომ გავცილდით, მაგრამ იმათ ოჯახში ყოველთვის თავისუფლად მივდივარ. ყოფილა მომენტი, როცა სხვა ცოლი მყოლია და როგორც სტუმარი, კრისტის ოჯახში დავრჩენილვარ კიდეც. რაღაც ოჯახური შერწყმა მოხდა, დავშორდით, მაგრამ ურთიერთობა არ დავკარგეთ, თან, საერთო განძი გვყავს – ნატალია", - ამბობდა გიორგი ყიფშიძე.