"პირადი მიზეზების გამო, მივიღე რთული გადაწყვეტილება..." - სალომე ჭაჭუას ვრცელი წერილი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - Marao

"პირადი მიზეზების გამო, მივიღე რთული გადაწყვეტილება..." - სალომე ჭაჭუას ვრცელი წერილი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება

2025-11-24 11:13:28+04:00

მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ქართველმა მაყურებელმა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გაიცნო. სალომემ არამარტო ქართველი მაყურებლის, არამედ უცხოელები გულებიც მოიგო. ის ირლანდიაში პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეც იყო.

სალომემ ცოტახნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მან ირლანდიის "ცეკვავენ ვარსკვლავები" დატოვა.

"ოთხი შესანიშნავი სეზონის შემდეგ, წელს, პირადი მიზეზების გამო, მივიღე რთული გადაწყვეტილება, რომ ირლანდიური "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" წამოვსულიყავი.

შოუში გატარებული დრო ჩემი კარიერის ერთ-ერთი უდიდესი ბედნიერება იყო - ენერგია, კრეატიულობა, წარმოუდგენელი გუნდი და, რა თქმა უნდა, ირლანდიის თბილი, სტუმართმოყვარე სული. ეს ყველაფერი ნამდვილად მომენატრება.

ძალიან ვამაყობ, რომ სამჯერ გავედი ფინალში და ვინ იცის - იქნებ ერთ დღეს დავბრუნდე, რომ საბოლოოდ ავწიო ეს ბრჭყვიალა თასი... სასურველია ისეთ ცნობილ ადამიანთან ერთად, რომლებსაც არ ადარდებთ ზედმეტი რეპეტიციები!

მადლობა, ირლანდია, ამ დაუვიწყარი მოგზაურობისთვის, ყოველი ნაბიჯისთვის. მიყვარხარ!" - წერს სალომე ჭაჭუა.

  • სალომე ჭაჭუას ცეცხლოვანი ფოტოსესია: მშვენიერი მოცეკვავის ახალი კადრები 

სალომე ჭაჭუა

სალომე ჭაჭუა 1990 წლის 23 ივნისს დაიბადა. იგი სამეჯლისო და ლათინური ცეკვების მოცეკვავე და ქორეოგრაფია. საზოგადოებამ გაიცნო და განსაკუთრებით შეიყვარა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან".  ცეკვა საკმაოდ გვიან, 13 წლის ასაკში დაიწყო. 

"ცეკვა საკმაოდ გვიან დავიწყე, 13 წლის ვიყავი. უმჯობესია, თუ ცეკვას 7 წლიდან დაიწყებენ, რადგან ბავშვი ამ დროს უკვე ჩამოყალიბებულია, უფრო კარგად აზროვნებს" - ამბობდა სალომე. 

  • სალომე ჭაჭუას ტრანსფორმაცია - წარმატებული ქართველი მოცეკვავის ახალი ფოტოები და ცხოვრების საინტერესო ამბები 

სალომე ლათინურ ცეკვებში საქართველოს შვიდგზის ჩემპიონია. 2004 წლიდან 2006 წლამდე ჭაჭუა წარმოადგენდა საქართველოს მსოფლიოს რამდენიმე ახალგაზრდულ ცეკვის კონკურსში. მან დაიკავა 57-ე ადგილი WDC Professional Latin-ში და 73-ე ადგილი WDSF RLS Latin-ში. 

2016 წელს სალომე ჭაჭუა იყო პროექტ So You Think You Can Dance-ის ჟიურის წევრი. 2012-დან 2018 წლამდე ჭაჭუა პროფესიონალი მოცეკვავის ამპლუაში გამოჩნდა Dancing with the Stars-ის ქართული ვერსიის შვიდ სეზონში. ის პარტნიორებთან ერთად სამჯერ გავიდა ფინალში. 2021 წლის 22 დეკემბერს სალომე  შეუერთდა "ცეკვავენ ვარსკვლავების" ირლანდიური ვერსიის მეხუთე სეზონს. მისი პარტნიორი იყო მორაგბე ჯორდან კონროი. ჭაჭუამ და კონროიმ ფინალში გასვლა შეძლეს და პროექტი მეორე ადგილით დაასრულეს ნინა კარბერისა და პასკუალ ლა როკას შემდეგ, ელენ კინის და სტივენ ვინსენტთან და ერიკა-კოდისთან და დენის სამსონთან ერთად.

სალომე სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია და გამომწერებს ახალი ფოტოებითა და ვიდეოებით ხშირად ანებივრებს.