თანამედროვე სამყაროში ჰოლივუდში მოხვედრა არა, მაგრამ ჰოლივუდის ღიმილის მიღწევა უკვე ფართოდ ხელმისაწვდომია. კარგი სპეციალისტის ხელში თქვენი ღიმილი შეიძლება ისეთივე შთამბეჭდავი იყოს, როგორსაც ადრე მხოლოდ ეკრანებზე უყურებდით. კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი კი ის გახლავთ, რომ საქართველოში ეს მიმართულება ბევრ მოწინავე ქვეყანაზე უკეთესადაა განვითარებული და მიზნის მისაღწევად შორს წასვლაც არ დაგჭირდებათ. პირიქით, ბევრი უცხოელი საქართველოში სწორედ ამ მიზნით ჩამოდის და უკან ჰოლივუდის ღიმილით ბრუნდება.
და მაინც, რა არის და როგორ მიიღწევა ჰოლივუდის ღიმილი? ამ თემაზე სასუბროდ თამარ ორდენიძის სტომატოლოგიური კლინიკის დამფუძნებელი, მედიცინის დოქტორი თამარ ორდენიძე გვესაუბრება.
- თამარ, საიდან მოდის ფრაზა „ჰოლივუდის ღიმილი“?
- ზოგადად, ჰოლივუდი სილამაზესთან ასოცირდება. ჰოლივუდის ყველა ვარსკვალვს თეთრი კბილები და მომხიბლველი ღიმილი აქვს. ამას მათი საქმიანობა მოითხოვს და სწორედ აღნიშნულიდან მოდის ფრაზა „ჰოლივუდის ღიმილი“. ის უნაკლო, შეუდარებელ ღიმილს გულისხმს, რაც, რა თქმა უნდა, ლამაზი და ჯანსაღი კბილებით მიიღწევა.
- სტომატოლოგიაში როგორ მიიღწევა ჰოლივუდის ღიმილი?
ჰოლივუდის ღიმილის მისაღწევად პირველი ნაბიჯი არის კბილების პროფესიონალური გათეთრება, თუ მხოლოდ კბილების ფერია პრობლემა.
ხოლო თუ არსებული დეფექტები დიდია, როგორც წესი, ვინირებსა და გვირგვინებს ვიყენებთ. ამ შემთხვევაში ჩვენი სამუშაო მასალა გახლავთ ცირკონი. სწორედ ცირკონია ყველაზე დახვეწილი, ნაკლებად მტვრევადი და რაც მთავარია, ნატურალურ კბილთან მაქსიმალურად მიახლოებული მასალა.
- როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჰოლივუდის ღიმილი შეიძლება შეიქმნას ვინირით ან გვირგვინით. რა განსხვავებაა მათ შორის? რომელ შემთხვევაში რომელ კონსტრუქციას ენიჭება უპირატესობა?
- ვინირი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს კბილის ფერისა და ფორმის შეცვლა სურს. ამ დროს იქლიბება მხოლოდ კბილის წინა ფასადი, ვესტიბულური ზედაპირი და ნერვი ცოცხალი რჩება. თუმცა თუ პაციენტს დარღვეული აქვს თანკბილვა და ამ პრობლემის მოგვარებს სურს, საჭიროა გვირგვინების გაკეთება. გვირგვინების დამაგრებისას, კბილის მნიშვნელოვნად იქლიბება და ხშირ შემთხვევაში გვიწევს ნერვის მოკვლაც.
- ბევრს ჰგონია, რომ გვირგვინები მხოლოდ კბილის ფერისა და ფორმის პრობლემის გადასაწყვეტად გამოიყენება. რეალურად კი ამ გზით თანკბილვის პრობლემების მოგვარებაც შესაძლებელია. მოგვიყევით, თანკბილვის დარღვევის რა კონკრეტულ შემთხვევაში გამოიყენება გვირგვინები?
- გვირგვინებით არაერთი პრობლემის მოგვარება ხდება, მათ შორის, თანკბილვის დარღვევისაც. პაციენტებს, ვისაც არ სურს ორთოდონტიული კონსტრუქციის, ბრეკეტების გაკეთება ან ასაკობრივად აღარ შეუძლია ამ გზით პრობლემის მოგვარება, გვირგვინები საუკეთესო გამოსავალია. გვირგვინებს ასევე ვიყენებთ, თუ პაციენტი ძვლის განლევის გამო ვერ ახერხებს იმპლანტის ჩასმას. ამ დროს გვირგვინების საშუალებით კეთდება დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც სიცარიელეს ავსებს. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ძვლის განლევა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში აკლია კბილი. ამიტომ თუ ინდივიდუალური მდგომარეობა საშუალებას იძლევა, უმჯობესია ხიდის ნაცვლად გაკეთდეს იმპლანტი, რომ ძვლის განლევის პროცესი არ დაიწყოს. გვირგვინი რეკომენდებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც იმპლანტის გაკეთება ვერ ხერხდება.
- რა განსაზღვრას ვინირების და გვირგვინის ხარისხს?
- ძირითადი კრიტერიუმებია სამუშაო მასალა და მისი დამუშავების ხარისხი. საბოლოო შედეგის ხარისხს დიდწილად განსაზღვრავს სპეციალისტის კვალიფიკაციაც, რომელიც კონსტრუქციას ქმნის.
- რა საკითხებს ითვალისწინებს სპეციალისტი კბილების კონსტრუქციის დამზადებისას, რომ მაქსიმალურად ბუნებრივი შედეგი მიიღოს?
- ცირკონზე მუშაობა შეიძლება ბევრმა იცოდეს, მაგრამ ნატურალურთან ახლოს მყოფი ფორმების მიცემა ბევრს არ შეუძლია. კბილებს ამზადებს ჩარხი ლაბორატორიულად, თუმცა სპეციალისტის როლი და ჩართულობა უდიდესია. მნიშვნელოვანია როგორც ექიმი ორთოპედის, ისე ლაბორატორიის ტექნიკური თანამშრომლის კვალიფიკაცია.
ბუნებრივობის განსაზღვრისას, სპეციალისტი, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს პაციენტის აზრს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იყოს გონივრული. შედეგის განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა აქვს სახის პროპორციებს, კანის ფერს. სწორედ ამიტომ კონკრეტული კბილები, რომელიც პაციენტს მოსწონს, შეიძლება მას არ უხდებოდეს. ჩვენს კლინიკაში პაციენტის სურვილის მიუხედავად, გვირგვინების დამზადება არ ხდება, თუ სპეციალისტიც არ ეთანხმება, რომ კარგ შედეგს მიიღებენ.
ადგილზე გვაქვს ლაბორატორია, სადაც კონსტრუქცია მზადდება, რაც დიდი უპირატესობაა. ლაბორატორიაში კონსულტაციის დღესვე ვამზადებთ ნიმუშს, რომელსაც პაციენტი მოირგებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ექიმთან ერთად.

- სჭირდება თუ არა ვინირებსა და გვირგვინებს შეცვლა? რამდენი ხნის შემდეგ?
- ცირკონს, ფაქტობრივად, არაფერი მოსდის, თუ პაციენტმა მექანიკური დაზიანება არ მიაყენა. ვინირებისა და გვირგვინის შეცვლის მიზეზი შეიძლება გახდეს ღრძილების რეცესია, რაც ასაკობრივი პროცესია. ეს გულისხმობს ღრძილებს აწევას. შედეგად გვირგვინსა და ღრძილს შორის ჩნდება სივრცე, რაც კბილ-ღრძილოვან მიდამოში საკვების მოხვედრისა და ანთებითი პროცესების განვითარების წინაპირობაა. თუ ეს პრობლემა არ წარმოიქმნა, ვინირსა და გვირგვინს შეცვლა არ სჭირდება.
- ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ პაციენტები გვირგვინებისა და ვინირების მოვლის დროს?
- ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული შეცდომაა აგრესიული გახეხვა. ასევე ბევრს ჰგონია, რომ რადგან კბილები ბუნებრივი არაა, მას არაფერი მოუვა და სათანადო ჰიგიენას არ იცავენ. ჩვენ როდესაც ვნიშნავთ ირიგატორს, ეს უბრალო სიტყვები არაა. ირიგატორის გამოყენება მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს კონსტრუქციის ექსპლუატაციის ვადას.
თამარ ორდენიძის კლინიკა მდებარეობს თბილისში, ყაზბეგის 46. კონსულტაციისთვის საჭიროა წინასწარ ჩაწერა. საკონტაქტო ტელეფონი 510 10 30 40
R