მოდელმა ალექსანდრე პაიჭაძემ ცოტა ხნის წინ გამომწერების შეკითხვებს უპასუხა - მან გამომწერებს გაუზიარა სიახლე, რომ დავით კოდუას სახლში აღარ ცხოვრობს, ამის მიზეზი კი დავით კოდუას დედა, ლაურა ღაჭავაა. ალექსანდრა ამბობს, რომ ახლა ყველაზე მეტად სურს, რომ ჰქონდეს საკუთარი სახლი, სადაც ორივე შვილთან ერთად იცხოვრებს.
"მინდა ჩემი სახლი, სადაც ორივე ბავშვით ვიცხოვრებ. ქალს სტაბილურ გარემოზე მეტად არაფერი ჭირდება და ამშვიდებს. სამწუხაროდ, დათოს დედამ გამოგვყარა, თუ დაშორდი ჩემს შვილს, წადიო. წამოვედით უპასუხოდ და ბედნიერად“.
ალექსანდრა პაიჭაძის ამ განცხადებას უპასუხა დავით კოდუას დედამ, ლაურა ღაჭავამაც: „ტყუილია, მე ბინიდან არავინ გამიგდია. ეგ ჩემი ოჯახის რძალი არ ყოფილა... ალბათ, დათოს მიყვანილი ჰყავდა. ის ბინა ჩემია და თურმე, მე მაბრალებს...“ - ამბობს ლაურა ღაჭავა "პრაიმ ტაიმთან" საუბრისას.
ალექსანდრა პაიჭაძემ ამ თემაზე "ინსტაგრამ სთორიში" ვრცლად ისაუბრა.

"დაფასება არ მაკლია. უბრალოდ არასტაბილური მამაკაცი არ მინდოდა გვერდით, კაცი, რომელმაც სიმყუდროვე და უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო მისთვის საოცნებო და მართლა ყველაზე საყვარელი ქალისთვის და შეცდომა შეცდომაზე დაუშვა. არის სუსტი, არ მინდა ასეთი გვერდით, მორჩა. მინდა ისე ვიყო, როგორც მინდა, ამას ან მე შევძლებ ან დამეხმარება ნამდვილი მამაკაცი და პიროვნება რომელსაც ვირჩევ".

"არავის არაფერს ვუმტკიცებ, უთქმელად მეკუთვნის ყველაფერი ჩემი მამაკაცისგან. თავად იცის რომ მიყვარდა მართლა და ვერ მოერგო ჰარმონიას, ეგაა მთავარი. ყველაზე კარგი და ერთგული მეგობარი დაკარგა, ვფიქრობ, ამას განიცდის ყველაზე მეტად და მესმის. არ ჰყავს გვერდში ნამდვილი მეგობრები, სულ გამომძალველები და აფერისტები".

"ძალიან რთული ქეისია ქართველი დედამთილი. ჩემი პირველი მეუღლის დედა უკარგესი ქალი იყო და არის. უინტელექტობაც საკმარისია, რომ შვილს ცხოვრება გაუმწარო."

"გენიალურობა სიმარტივეშია - მარტივად3 წლის წინ უნდა მექნა იგივე. ვფიქრობ, კაცს მეორე შანსი არ უნდა მისცე".

"ვენდობოდი კაცს, რომელიც მიყვარდა და გამაწბილა. რა არის აქ გასაკვირი".

"სახლიდან იმბეცილ კაცებს უნდა ვყრიდეთ. ისეთ ტოქსიკურ გარემოში მაცხოვრა, ოღონდ წამოვსულიყავი და ეს გამოყრაც ვაპატიე დედიკოს".

"ვიღაცისთვის მხოლოდ მდიდარი კაცის გოგოსთან ვასოცირდები - ასე გამიცნეს ბოლო დროს. ახლა უნდა დაემატოს, რომ აღარ ვარ ამ მდიდარი კაცის შეყვარებული და უბედური ვარ, ეს პოზიციები შორსაა ჩემგან და არ მინდა საზოგადოებაში გავამყარო ეს ილუზია".

"დათოს დედის პასუხი, ხალხო. რა უნდა ელაპარაკო, მართლა ღმერთმა გადაუწყვიტოს. ვილოცებ, სქრინებს ხომ არ გამოვფენ, ამ ნაგავში როგორ დავბრუნდეთ".
34 წლის მოდელის, ალექსანდრა პაიჭაძის შესახებ ყოველთვის ბევრს საუბრობდნენ. ის საზოგადოებისთვის ცნობილი სახე ჯერ კიდევ წლების წინ გახდა, როცა მონაწილეობას პოპულარულ შოუებსა და პროექტებში იღებდა. ალექსანდრა არაერთი ცნობილი ბრენდის სარეკლამო კამპანიის სახეც ყოფილა. მან განსაკუთრებული გარეგნობითა და თავდაჯერებულობით უამრავ ადამიანს დაამახსოვრა თავი.
ამის პარალელურად, ის განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში და დიდი ხნის მანძილზე აზიარებდა საკუთარ გვერდზე სამოტივაციო წერილებს, მოუწოდებდა ქალებს საკუთარი თავის მიღებისა და შეყვარებისკენ, ასევე, სხვა ქალების მხარდაჭერისა და პატივისცემისკენ.
მოგვიანებით ალექსანდრა ერთ-ერთი გასართობი გადაცემის თანაწამყვანის ამპლუაშიც ვიხილეთ.
ალექსანდრა პაიჭაძე ხმაურიანი პირადი ცხოვრების გამო არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. ის ერთხელ იყო დაქორწინებული და მისი მეუღლე ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილის ბიძაშვილი, გიორგი ხატიაშვილი იყო. წყვილს ერთი შვილი ჰყავს. წყვილი დიდი ხანია რაც ერთმანეთს დაშორდა, მათ დაშორებასთან დაკავშირებით უამრავი ჭორი იყო, თუმცა ალექსანდრას თქმით, მათი დაშორება აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია. ალექსანდრა და მისი ყოფილი მეუღლე ინარჩუნებენ მეგობრულ ურთიერთობას და თანაბრად არიან ჩართული შვილის აღზრდაში.
ალექსანდრა აღარ დაქორწინებულა, თუმცა მისი და ბიზნესმენ დავით კოდუას ურთიერთობა განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა. მოდელი დიდი ხნის მანძილზე მალავდა, ვინ იყო მისი პარტნიორი, თუმცა აქტიურად აზიარებდა მისგან მიღებულ საჩუქრებს და ხშირად წერდა ამ ურთიერთობის დეტალებზეც. საბოლოოდ, ალექსანდრამ გაამხილა მის შესახებ და მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ისინი საერთო შვილს ელოდებოდნენ.
ამ ურთიერთობის პარალელურად, დავით კოდუა ოფიციალურ მეუღლეს არ დაშორებია, რაც როგორც კოდუასა და მის ოჯახს, ისე ალექსანდრასა და დავით კოდუას ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდა.