"არაფერი არ მომხდარა, ლაურა ალექსანდრას არ შეხვედრია და ჩვენ არ გვაქვს არანაირი დაძაბული ურთიერთობები. არ ვიმყოფები საქართველოში, დროებით ესპანეთში ვარ და ვინ რა თქვა, არ ვიცი. ალექსანდრას ჰკითხეთ. არაფერი მომხდარა", - ასე უპასუხა "პრაიმ ტაიმის" კითხვებს დავით კოდუამ მას შემდეგ, რაც მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ მასთან დაშორებაზე ისაუბრა. ალექსანდრამ თქვა, რომ დავით კოდუას დედამ, ლაურა ღაჭავამ ის შვილთან ერთად სახლიდან გააგდო: "მინდა ჩემი სახლი, სადაც ორივე ბავშვით ვიცხოვრებ. ქალს სტაბილურ გარემოზე მეტად არაფერი ჭირდება და ამშვიდებს. სამწუხაროდ, დათოს დედამ გამოგვყარა, თუ დაშორდი ჩემს შვილს, წადიო. წამოვედით უპასუხოდ და ბედნიერად“, - დაწერა პაიჭაძემ.
ამ განცხადებას დავით კოდუას დედამ, ლაურა ღაჭავამ უპასუხა: „ტყუილია, მე ბინიდან არავინ გამიგდია. ეგ ჩემი ოჯახის რძალი არ ყოფილა... ალბათ, დათოს მიყვანილი ჰყავდა. ის ბინა ჩემია და თურმე, მე მაბრალებს...“
ალექსანდრა პაიჭაძემ დავით კოდუასთან დაშორების მიზეზებსა და ყოფილ დედამთილთან უთანხმოებაზე ვრცლად ისაუბრა - ნახავთ აქ

34 წლის მოდელის, ალექსანდრა პაიჭაძის შესახებ ყოველთვის ბევრს საუბრობდნენ. ის საზოგადოებისთვის ცნობილი სახე ჯერ კიდევ წლების წინ გახდა, როცა მონაწილეობას პოპულარულ შოუებსა და პროექტებში იღებდა. ალექსანდრა არაერთი ცნობილი ბრენდის სარეკლამო კამპანიის სახეც ყოფილა. მან განსაკუთრებული გარეგნობითა და თავდაჯერებულობით უამრავ ადამიანს დაამახსოვრა თავი.
ამის პარალელურად, ის განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელში და დიდი ხნის მანძილზე აზიარებდა საკუთარ გვერდზე სამოტივაციო წერილებს, მოუწოდებდა ქალებს საკუთარი თავის მიღებისა და შეყვარებისკენ, ასევე, სხვა ქალების მხარდაჭერისა და პატივისცემისკენ.
მოგვიანებით ალექსანდრა ერთ-ერთი გასართობი გადაცემის თანაწამყვანის ამპლუაშიც ვიხილეთ.
ალექსანდრა პაიჭაძე ხმაურიანი პირადი ცხოვრების გამო არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. ის ერთხელ იყო დაქორწინებული და მისი მეუღლე ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილის ბიძაშვილი, გიორგი ხატიაშვილი იყო. წყვილს ერთი შვილი ჰყავს. წყვილი დიდი ხანია რაც ერთმანეთს დაშორდა, მათ დაშორებასთან დაკავშირებით უამრავი ჭორი იყო, თუმცა ალექსანდრას თქმით, მათი დაშორება აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია. ალექსანდრა და მისი ყოფილი მეუღლე ინარჩუნებენ მეგობრულ ურთიერთობას და თანაბრად არიან ჩართული შვილის აღზრდაში.
ალექსანდრა აღარ დაქორწინებულა, თუმცა მისი და ბიზნესმენ დავით კოდუას ურთიერთობა განსაკუთრებით რეზონანსული აღმოჩნდა. მოდელი დიდი ხნის მანძილზე მალავდა, ვინ იყო მისი პარტნიორი, თუმცა აქტიურად აზიარებდა მისგან მიღებულ საჩუქრებს და ხშირად წერდა ამ ურთიერთობის დეტალებზეც. საბოლოოდ, ალექსანდრამ გაამხილა მის შესახებ და მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ისინი საერთო შვილს ელოდებოდნენ.
ამ ურთიერთობის პარალელურად, დავით კოდუა ოფიციალურ მეუღლეს არ დაშორებია, რაც როგორც კოდუასა და მის ოჯახს, ისე ალექსანდრასა და დავით კოდუას ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდა.