"ყველა ბოროტებაზე გამარჯვებული ქალი - თამუნა" - რას წერს თამუნა მუსერიძე HBO max-ის წინასაპრემიერო ჩვენებიდან - Marao

"ყველა ბოროტებაზე გამარჯვებული ქალი - თამუნა" - რას წერს თამუნა მუსერიძე HBO max-ის წინასაპრემიერო ჩვენებიდან

2025-12-06 22:26:20+04:00

ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ HBO max-ზე „მოპარული ბავშვების“ წინასაპრემიერო ჩვენებიდან კადრები გამოაქვეყნა. წინასაპრემიერო ჩვენებაზე თამუნა მეუღლესთან, სანდრო მიკუჩაძესთან ერთად იმყოფებოდა: "და მაინც... გუშინდელი დღის გმირი იყო სანდრო, თუ რატომ, ამას 12 დეკემბერს, ფილმის ჩვენების შემდეგ გაიგებთ", - დაწერა თამუნამ. 

tamuna_museridze

  • "ბევრი სიკეთე გააკეთე ამ წლების მანძილზე და ასმაგად დაგიბრუნებს სამყარო სიყვარულით"
  • "შენ ეს ბედნიერება ნამდვილად დაიმსახურე"
  • "ამ ქვეყნად სასწაულები ხდება და ამის მაგალითი შენ ხარ, თამუნა!"
  • "თქვენ ხართ რკინის ლედი, ამდენს რომ გაუძელით და უძლებთ"
  • "ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც ზუსტად ისეთ ადამიანს გახვედრებს უფალი, როგორსაც იმსახურებ. ღმერთმა სწორედ იმ დროს დაუშვა თქვენთვის სიმართლის გაგება, როდესაც სანდრო გყავდათ გვერდით  და ის რომ არა, მარტო ამის გადალახვა ძალიან ძნელი იქნებოდა"
  • "ყველა ბოროტებაზე გამარჯვებული ქალი - თამუნა", - ამ და სხვა ემოციურ შეფასებებს თამუნა მუსერიძის ფოტოების ქვეშ წაიკითხავთ. 

tamuna_museridze

ფილმის წინასაპრემიერო ჩვენება 5 დეკემბერს ვარშავაში გაიმართა, ხოლო პრემიერა 12 დეკემბერს HBO max-ზე გაიმართება.

  • "10 წელი და მაინც ყველაფერი ისე არის, როგორც უნდა იყოს" - რა ფოტოებს აქვეყნებს თამუნა მუსერიძე

დოკუმენტური ფილმი ქართველი ჟურნალისტის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეძებ“ დამფუძნებლის, თამუნა მუსერიძის მიერ ჩატარებულ გამოძიებას და აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოკვლეული წარსულში მომხდარი, მოპარული ბავშვების რეალურ ისტორიებს ეფუძნება. 

tamuna_museridze

თამუნა მუსერიძე და სანდრო მიკუჩაძე

ტელესახე თამუნა მუსერიძე და მსახიობი სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე რამდენიმე წელია, რაც ცოლ-ქმარნი არიან. მათ ორი საერთო გოგონა ჰყავთ. წინა ქორწინებიდან სანდროს გოგონა, თამუნას კი ვაჟი ჰყავს.

  • "ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემი ყოფილი მეუღლე იყო..." - ნანკა კალატოზიშვილი ირაკლი კეიდიასთან ურთიერთობის შესახებ

თამუნა ტელეწამყვანია და წლების განმავლობაში ხშირად ჩანდა ტელეეკრანებზე, სულ ცოტა ხნის წინ ეთერში მისი საავტორო გადაცემა „ვეძებ“ გავიდა, რომლის საშუალებითაც დაკარგული, გაყიდული ან გაშვილებული ადამიანები ოჯახის წევრების პოვნას ცდილობენ. სანდრო კი პროფესიით მსახიობია და არაერთ ცნობილ სპექტაკლსა და ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

  • "ცხოვრება მშვენიერია, მე არ ვბერდები" - ზალიკო სულაკაურის ოთხი შვილი, ბედნიერი ოჯახი და უცნობი ამბები

სანდროსა და თამუნას ურთიერთობის შესახებ ცნობილი 2015 წელს გახდა. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში დაშორებულები იყვნენ, თუმცა, საბოლოოდ, შერიგდნენ და დღეს ბედნიერი ოჯახი აქვთ. მათ ორი საერთო შვილი, ანიკა და მარიანა ჰყავთ.