მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სალომე ბაკურაძე ეთერში პირველად გამოჩნდა - ის მსმენელს რადიო „იმედის“ ეთერში, გადაცემა „არტისტული ოთხშაბათით“ მიესალმა და განვლილ რთულ პერიოდზეც ისაუბრა:
„არტისტული ოთხშაბათი“ სალომე ბაკურაძესთან ერთად დაიწყო, თუმცა, მე ვიტყოდი, რომ გრძელდება. გრძელდება ისევე როგორც, გრძელდება ცხოვრება, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, როგორი პერიოდიც არ უნდა იდგეს ჩვენს ცხოვრებაში, როგორც არ უნდა გვიჭირდეს, რა განწყობაზეც არ უნდა ვიყოთ და როგორც არ უნდა გვინდოდეს ამის გაკეთება, მაინც გრძელდება. ასე რომ, სანამ ცოცხლები ვართ, ჩვენი ვალია, რაც შეიძლება მეტი სიკეთე გავუკეთოთ ერთმანეთს…ვაგრძელებ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სიკეთე მოგიტანოთ,“ – აღნიშნა სალომემ „იმედის“ გადაცემაში.