ძმების უსაყვარლესი კადრები - რა ფოტოს აქვეყნებს ქეთი წიქვაძე - Marao

ძმების უსაყვარლესი კადრები - რა ფოტოს აქვეყნებს ქეთი წიქვაძე

2025-12-15 14:27:03+04:00

მსახიობი ქეთი წიქვაძე შვილების საერთო ფოტოს აქვეყნებს.

ქეთი და მისი მეუღლე, ნიკა არველაძე, ცოტა ხნის წინ პირველი საერთო შვილის მშობლები გახდნენ. წყვილი პატარა რეზი არველაძეს ერთად ზრდის. აღსანიშნავია, რომ ქეთის წინა ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.

  • უმცროსი რეზი არველაძე უკვე სახლშია: ნიკა არველაძისა და ქეთი წიქვაძის ოჯახური კადრები შვილთან ერთად 

ქეთი წიქვაძისა და ნიკა არველაძის ოჯახი 

"ბოლო ერთი წელია მე, ნიკა და ბავშვები ერთად ვცხოვრობთ. გავხდით ერთი დიდი ოჯახი, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს. ჩვენი ოჯახები ძალიან მშვიდად შეხვდნენ ამ ფაქტს და ამ ურთიერთობას, საბედნიეროდ, ბარიერები არ შეუქმნია, პირიქით, კიდევ უფრო ახლობლები გავხდით ყველანი ერთმანეთისთვის. ზაფხულობით ხშირად ვისვენებდი ნიკას ოჯახთან ერთად ჩაქვში. ამდენად ჩვენ - მე, თეონა და რეზი უფრო ვმეგობრობთ.

  • "ფეხმოტეხილი ქეთი ეტლით დადის და ისე უვლის პატარას, მეუღლე ძალიან უდგას გვერდით" - როგორია ქეთი წიქვაძისა და ნიკა არველაძის ცხოვრება პატარა რეზისთან ერთად 

ნიკა თავისი პროფესიით არ მუშაობს, ბიზნესის კუთხით არის დაკავებული. ყველაზე განსხვავებული არველაძეა, არ უყვარს ხმაური მის გარშემო, ამიტომ ხელის თხოვნა ძალიან მშვიდ გარემოში მოხდა - მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.

ქორწილი და ჯვრისწერა სამომავლოდ დავგეგმეთ, რადგან ახლა ორსულად ვარ და გადავწყვიტეთ, რომ ეს ცერემონიალები ბავშვის გაჩენის შემდეგ გავაკეთოთ, მეც რომ სრულფასოვანი მონაწილე ვიყო ამ ყველაფრის. ჯერ ხელიც არ მოგვიწერია. არ შემიძლია ორსული პატარძლობა. გულით მინდა, რომ ამ დღეს ყველაზე მეტად მე გავერთო," - ამბობდა ქეთი.