"უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, რომელსაც ნათლობაზე წარმოადგენდა ქვეყნის მეორე პირი, პოლონეთის სეიმის თავმჯდომარე და ნინო ანანიაშვილი პატრიარქთან ერთად ნათლავენ ნიკუშას.
დღეს ნიკუშა 20 წლის ხდება. ის ინდოეთში მუშაობს მოხალისედ, სოფელში. როგორც სანდრასთვის და ჩემთვის, ნიკუშასთვისაც სხვების დახმარება არის მთავარი მოწოდება. ამავე დროს, სწავლობს ჰინდის.
მანდამდე იაპონიაში სწავლობდა თითქმის მთელი წელი იაპონურს, პარალელურად, თბილისში მოასწრო ვოლტის კურიერად მუშაობა. ძალიან ინტერესდება წმინდანების ცხოვრებით.
მომავალ წელს კი ემზადება ამერიკულ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად (ინგლისურად, ქართულად და ჰოლანდიურად, როგორც მშობლიურზე, ისე საუბრობს). ბევრ რაღაცაში მასში ვხედავ ჩემთან მსგავსებას და ბევრი რამით აშკარად მჯობს. მტკიცე ხასიათი აქვს, რამაც გააძლებინა თინეიჯერობის დროს. 15 წლის იყო, როცა ტყვეობაში აღმოვჩნდი და რაღაცნაირად გადაიტანა ეს უძლიერესი სტრესი. იმის გათვალისწინებით, რომ მე მასთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა.
გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო საყვარელო ნიკუშიკო", - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შვილის, ნიკოლოზ სააკაშვილის შესახებ და მისი ნათლობის ფოტოს საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.


მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის თანამდებობა 2012 წელს დატოვა, თუმცა ბოლო წლებში ის ჩვენს ქვეყანაში მაინც აქტუალური პერსონაა არა პოლიტიკური საქმიანობის, არამედ პირადი ცხოვრების გამო.
მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად დაქორწინებული იყო სანდრა ელისაბედ რულოვსზე. ათ ქორწინებაში ორი შვილი, ედუარდი და ნიკოლოზი შეეძინათ.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ყოფილ პრეზიდენტსა და ცნობილ ქართველ მომღერალს, სოფო ნიჟარაძეს, საერთო შვილი, ელის-მარია სააკაშვილი ჰყავთ. სოფო ორსულობისა და შვილის გაჩენის პერიოდში საჯარო ცხოვრებიდან გაქრა, ქვეყნიდან წავიდა და შვილის ვინაობას დიდი ხნის მანძილზე მალავდა, თუმცა რამდენიმე წლის წინ ის სამშობლოში შვილთან ერთად დაბრუნდა.
მითქმა-მოთქმა გამოიწვია მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინელი დეპუტატის, ელიზავეტა იასკოს ერთად გამოჩენას. 2021 წელს, როცა ჯერ კიდევ ყველა სოფო ნიჟარაძისა და მიხეილ სააკაშვილის რომანზე საუბრობდა, ყოფილმა პრეზიდენტმა საჯარო მიმართვა ჩაწერა და თქვა, რომ მას ურთიერთობა იასკოსთან ჰქონდა.
გასულ წელს მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მის ცხოვრებაში უკრაინის მნიშვნელობაზე საუბრობდა. წერილში მან ახსენა, რომ უკრაინაში მისი ქალიშვილი, ჟასმინი ცხოვრობს, რომლის ნახვაც ჯერ ვერ მოახერხა: "უკრაინაა ჩემი პატარა უკრაინელი ქალიშვილი ჟასმინი, რომლის ნახვისა და ხელში აყვანის საშუალება ჯერ არ მქონია".