ნიკოლა შელიას პირველი ახალი წელი - სანდრო შელიასა და ნინა ხუბუტიას საშობაო უქმეები და ოჯახური ბედნიერება - Marao

ნიკოლა შელიას პირველი ახალი წელი - სანდრო შელიასა და ნინა ხუბუტიას საშობაო უქმეები და ოჯახური ბედნიერება

2025-12-26 11:18:44+04:00

სანდრო შელიასა და ნინა ხუბუტიას წყვილს საზოგადოება კარგად იცნობს - ორივე ცნობილი სახეა, თუმცა მათი ქორწინება საზოგადოებისთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. წყვილი ურთიერთობას მალავდა, თუმცა ულამაზესი ქორწილითა და სიყვარულის განსაკუთრებული ისტორიით უამრავი ადამიანის აღფრთოვანება შეძლეს. 

ნინა და სანდრო 2026 წელს პირველად ხვდებიან განსაკუთრებულ ამპლუაში - მათ ოჯახს წელს ნიკოლას ალექსანდრე შელია შეემატა. მშობლებმა პირველი საშობაო ფოტოსესია პატარა ნიკოლასთან ერთად უკვე მოაწყვეს, კადრები კი მეგობრებს სოციალური ქსელით გაუზიარეს. 

 

  • "უსაყვარლესი ნიკოლა შელია" - რა კადრებს აქვეყნებს ნინა ხუბუტია 

სანდრო შელიასა და ნინა ხუბუტიას ოჯახი

მას შემდეგ, რაც პიანისტი და ტელეწამყვანი, თათია შარანგია და ბიზნესმენი, სანდრო შელია ერთმანეთს დაშორდნენ, სანდრომ "მთავარი არხის" ტელეწამყვანზე ნინა ხუბუტიაზე იქორწინა. წყვილმა ქორწილი 2023 წლის ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს, იტალიის ქალაქ რომში გადაიხადა. ცოტა ხნის წინ წყვილი ვაჟის მშობლები გახდა. 

სან­დრო შე­ლია ნინა ხუ­ბუ­ტი­ას­თან ქორ­წი­ნე­ბამ­დე ორ­ჯერ იყო და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი, პირ­ვე­ლი ცოლი უცხო­ე­ლი ჰყავ­და, მას­თან ქორ­წი­ნე­ბი­სას ერთი შვი­ლი ეყო­ლა, შემ­დეგ კი ცნო­ბილ პი­ა­ნისტზე თა­თია შა­რან­გი­ა­ზე იქორ­წი­ნა, რო­მელ­თა­ნაც კი­დევ ერთი ვაჟი შე­ე­ძი­ნა.

წყვი­ლის გან­ქორ­წი­ნე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, მალე კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ შა­რან­გია მე­სა­მედ ჯარ­ჯი თო­რა­ძეს მიყ­ვე­ბო­და ცო­ლად. ყო­ფი­ლი ცო­ლის ქორ­წი­ლი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში იქორ­წი­ნა შე­ლი­ა­მაც.

  • სანდრო შელია და ნინა ხუბუტია მშობლები გახდნენ: რა დაარქვეს პატარას 

  • "ეს არის ჩემი პირადი... სიყვარული ცალმხრივი ბრძოლა არაა" - თათია შარანგიას პასუხი გამომწერებს 

სან­დრო ნი­ნას ეკ­რა­ნი­დან იც­ნობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით და­ახ­ლოვ­დნენ. თა­ვი­დან საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონდათ, პა­ე­მა­ნი კი სექ­ტემ­ბერ­ში შედ­გა.

"არ მომ­წონს სან­დროს წარ­სულ­თან ჩემი და­კავ­ში­რე­ბა. მეც მაქვს წარ­სუ­ლი ცხოვ­რე­ბა და ეს არის ნორ­მა­ლუ­რი. უფრო სან­დრო­ზეა ნე­გა­ტი­უ­რი კო­მენ­ტა­რე­ბი, ამან რამ­დე­ნი ცოლი უნდა მო­იყ­ვა­ნო­სო და ა.შ. იყო მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც წერ­დნენ, რომ რო­გორც ამას ექ­ცე­ვა, ისე ექ­ცე­ო­და ყო­ფილ ცოლ­სა­ცო. პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბა­შიც კი მომ­წე­რეს, ვი­დეო მქონ­და გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი და მომ­წე­რეს, ზუს­ტად ასე მო­ა­წე­რა ხელი ყო­ფილ ცოლ­თა­ნო...“ - ამ­ბობს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ნინა ხუ­ბუ­ტია.

დღეს წყვილს მყარი, ბედნიერი ოჯახი აქვს - ნინა და სანდრო ერთად ზრდიან უსაყვარლეს ნიკოლასს.