საქართველოში 2025 წელს ყველაზე პოპულარული ბიჭის სახელი ალექსანდრე იყო, გოგოს სახელი კი - ნიცა. ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახელები დაარქვეს ახალშობილებს ყველაზე მეტჯერ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აქვეყნებს.

ბიჭის ყველაზე პოპულარული სახელები 2025 წელს საქართველოში
- ალექსანდრე – 691
- გიორგი – 668
- თომა – 589
- ლუკა – 584
- დემეტრე – 549

გოგოს ყველაზე პოპულარული სახელები 2025 წელს საქართველოში
- ნიცა – 640
- მართა – 537
- თაია – 489
- მარიამ – 472
- ევა – 449
2024 წელს გოგონებს შორის ყველაზე პოპულარული სახელი კვლავაც ნიცა იყო, მეორე და მესამე ადგილებს კი მართა და მარიამი ინაწილებდნენ.
რაც შეეხება ბიჭის პოპულარულ სახელებს გასულ წელს, პირველ ადგილას გიორგი იყო, შემდეგ - ალექსანდრე, შემდეგ კი - დემეტრე.