"ცხვარი რომ მოხვდება მგლების ხროვაში, ზუსტად ეგეთი შეგრძნება მქონდა" - ნანუკა სტამბოლიშვილი კრიტიკისა და ნეგატიური კომენტარების შესახებ - Marao

"ცხვარი რომ მოხვდება მგლების ხროვაში, ზუსტად ეგეთი შეგრძნება მქონდა" - ნანუკა სტამბოლიშვილი კრიტიკისა და ნეგატიური კომენტარების შესახებ

2025-12-29 14:40:30+04:00

ნანუკა სტამბოლიშვილი ქართველმა და თურქმა მაყურებელმა რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როცა მან მონაწილეობა რამდენიმე პოპულარულ თურქულ სერიალში მიიღო. მოგვიანებით ნანუკა ქართულ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობდა. მის მიმართ ინტერესი და სიყვარული კი სულ უფრო იზრდება - ნანუკას როგორც ქართველი, ისე თურქი გულშემატკივრების არმია ჰყავს. 

  • თურქი წინაპრები, ხმაურიანი დებიუტი კინოში და ბედნიერი ოჯახი: ნანუკა სტამბოლიშვილის ცხოვრება ეკრანს მიღმა

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საუბრობენ ნანუკა სტამბოლიშვილის განსაკუთრებულ ნიჭსა და გარეგნობაზე, როგორც აღმოჩნდა, მან მაყურებლების ნაწილის მხრიდან კრიტიკაც დაიმსახურა, რის შესახებაც გადამექეცი „ყავა ბათუმურად“ ისაუბრა.

ნანუკა სტამბოლიშვილი სერიალ Emanet-ში მთავარ როლს ასრულებს. მან სერიალში მონაწილეობა მესამე სეზონიდან გააგრძელა და ნეგატიური კომენტარები სწორედ ამის გამო დაიმსახურა - მაყურებელი ძველი მსახიობის დაბრუნებას ითხოვდა: 

„როდესაც სერიალში მონაწილეობის ეს დაუჯერებელი შემოთავაზება მივიღე, მაფრთხილებდნენ, რომ წინა სეზონის წყვილებს თავიანთი გულშემატკივრები ჰყავდათ, ამიტომ, შესაძლო იყო, ნეგატივი წამოსულიყო.

ვერ აგიხსნით, რა მოხდა, ახლაც გამაჟრჟოლა, რომ გამახსენდა, რამხელა სტრესი გადავიტანე. თუ ფსიქოლოგიურად ძლიერი არ ხარ, ამას ვერავინ გაუძლებს. ცხვარი რომ მოხვდება მგლების ხროვაში, ზუსტად ეგეთი შეგრძნება მქონდა. ისეთ რამეებს წერდნენ, ვფიქრობდი საიდან მოიგონეს მეთქი“, – ამბობს ნანუკა სტამბოლიშვილი  გადამექეცი „ყავა ბათუმურად“ საუბრისას. 

nanuka_stambolishvili

Emanet - სხვისი შვილი 

ცნო­ბი­ლი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლის მთა­ვა­რი გმი­რი ქა­ლის როლს ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი ასრულებს. "Emanet" ("სხვი­სი შვი­ლი") ასე ჰქვია სე­რი­ალს, რო­მე­ლიც წლე­ბია უკვე სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში დიდი რე­ი­ტინ­გით სარ­გებ­ლობს და ის ერთ-ერთ ქარ­თულ არხზეც გა­დის.

  • ვინ არის თურქი "ალენ დელონი" - 27 წლის ვარსკვლავის დიდი აღიარება, ამბავი სიყვარულზე და გზა დიდ სცენამდე

სე­რი­ალ­ში მთა­ვარ გმირ ქალს ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი, სილა თურ­ქოღ­ლუ თა­მა­შობ­და, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის როლს კი, რო­გორც ხში­რად უწო­დე­ბენ, "გა­უ­ცი­ნა­რი კაცი" ჰა­ლილ იბ­რა­ჰიმ ჯე­ი­ჰა­ნი. წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­რი­ა­ლი მა­ყუ­რე­ბელ­მა მალე შე­იყ­ვა­რა, თუმ­ცა მე­ო­რე სე­ზო­ნის ფი­ნა­ლი სი­ლას გა­რე­შე გა­და­ი­ღეს, რად­გან ქალი მო­უ­ლოდ­ნე­ლად სე­რი­ა­ლი­დან წა­ვი­და. ის უბ­რა­ლოდ ადგა და გა­და­ღე­ბებ­ზე აღარ მი­ვი­და და გა­ნა­ცხა­და, რომ მე­სა­მე სე­ზონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარს ამ­ბობ­და.

stambolishvili

სე­რი­ა­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლია თურ­ქე­თის სა­ზღვრებს გა­რეთ. მთა­ვარ გმი­რებს კი ჰა­ლილ­სა და სი­ლას სა­უ­კე­თე­სო წყვი­ლად აღი­ა­რებ­დნენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ისი­ნი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­­ბა­დაც გა­მო­ა­ცხა­დეს და წერ­დნენ, რომ და­ქორ­წი­ნე­ბა­საც კი აპი­რებ­დნენ. სილა თურ­ქოღ­ლუმ სე­რი­ა­ლის გა­დამ­ღე­ბი კომ­პა­ნია Karamel Yapım-ი მო­ბინ­გში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

  • ქართველების საყვარელი კაშკაშა ვარსკვლავი: დემეთ ოზდემირის რთული პირადი ცხოვრება, სიკეთე, რომელსაც ყველასგან მალულად აკეთებს და ამბები ეკრანს მიღმა

მსა­ხი­ობ­მა გან­ცხა­დე­ბა ად­ვო­კა­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ა­კე­თა. ქალს კონ­კრე­ტუ­ლად არ გა­ნუ­ცხა­დე­ბია თუ რა სა­ხის ზე­წო­ლას ახდენდნენ მას­ზე, რად­გან ტერ­მი­ნი მო­ბინ­გი, მო­ი­ცავს თა­ნამ­შრომ­ლის და­ში­ნე­ბას, შან­ტაჟს, კრი­ტი­კას, შე­უ­რა­ცხყო­ფას და და­ცინ­ვას.

სილას წასვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და მაყურებელმა არც ნანუკას მიმართ დაიშურა აგრესია. "სილა შეუცვლელია, მის გარეშე სრიალი წარმოუდგენელია" - წერდნენ ისინი, თუმცა ნანუკა მათ მალევე შეიყვარეს და ქართველი მსახიობი ახლა თურქებისთვისაც საყვარელი სახეა.