ირაკლი ალასანიასა და ნათია ფანჯიკიძის ახალი კადრები: ბედნიერი ოჯახი და სიყვარულის ცეკვა - Marao

ირაკლი ალასანიასა და ნათია ფანჯიკიძის ახალი კადრები: ბედნიერი ოჯახი და სიყვარულის ცეკვა

2025-12-30 10:08:56+04:00

ირაკლი ალასანიას და ნათია ფანჯიკიძეს წყვილს საზოგადოება არაერთი წელია იცნობს. ირაკლი ალასანია პროფესიით იურისტი და პოლიტიკოსია, ნათია კი მეუღლისგან განსხვავებულ პროფესიაშია, ის ფსიქოლოგი და არტთერაპევტია. ნათია საზოგადოებას მუდმივად უზიარებს რჩევებს და ზრუნავს, რომ ადამიანები იყვნენ უფრო ბედნიერები.

ამჯერად ნათიამ სოციალურ ქსელში ოჯახური კადრები გააზიარა, ირაკლი და ის არაჩვეულებრივად ცეკვავენ და ვიდეომაც უამრავი მოწონება დაიმსახურა.

  • ინტერვიუ: "ბაბუ, გამომეკიდეო, დაუძახებს ირაკლის და გაიქცევა" - ნათია ფანჯიკიძე და ირაკლი ალასანია ბებია-ბაბუის ამპლუაში 

ნათია ფანჯიკიძისა და ირაკლი ალასანიას ოჯახი 

ნათია ფანჯიკიძემ და ირაკლი ალასანიამ ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს. ირაკლი ნათიაზე ორი წლით უმცროსია - როცა იქორწინეს, მომავალი პოლიტიკოსი 18 წლის იყო: 

"უნივერსიტეტში და­ვი­ნა­ხე და მა­ლე­ვე გა­მეც­ნო. რო­გორც მერე მი­თხრა, თა­ვად უფრო ადრე, ერთ კა­ფე­ში შე­მამ­ჩნია. პირ­ვე­ლად ზო­ო­პარკში გა­ვი­სე­ირ­ნეთ, ოღონდ იმი­ტომ არა, რომ ვინ­მეს ვე­მა­ლე­ბო­დით, უბ­რა­ლოდ, უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ახ­ლოს იყო. ბე­ჰე­მო­თი მა­შინ ცო­ცხა­ლი იყო და რა­ტომ­ღაც ქა­ლაქ­ში გი­ვის ეძახ­დნენ. მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ და ის გახ­და ჩვე­ნი პირ­ვე­ლი სე­ირ­ნო­ბის თა­ნა­ზი­ა­რი.

ირაკლი, სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან ცო­ტას ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ზუს­ტი იყო და რაც უნ­დო­და, იმას ამ­ბობ­და. მეც ძა­ლი­ან სწრა­ფად, პრან­ჭვის გა­რე­შე გა­ვუმ­ხი­ლე გრძნო­ბე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­შინ დე­დე­ბი სხვა­ნა­ი­რად გვა­რი­გებ­დნენ. ერთხელ მახ­სოვს, ქუ­ჩა­ში მე და დედა მივ­დი­ო­დით და ვი­ღა­ცამ შე­მომ­ხე­და. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და და­ვე­ჯღა­ნე. დე­დამ მი­თხრა, რომ ნორ­მა­ლუ­რი გო­გო­ნე­ბი ქუ­ჩა­ში ყვე­ლა­ფერ­ზე არ რე­ა­გი­რე­ბენ, არც პირ­ველ და­პა­ტი­ჟე­ბა­ზე მიჰ­ყვე­ბი­ან ბიჭს კი­ნო­ში. მოკ­ლედ, თავი გა­მო­ტე­ნი­ლი მქონ­და თავ­შე­კა­ვე­ბის პრინ­ცი­პე­ბით, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ში­ნა­გა­ნად ვი­ცო­დი, რომ რო­დე­საც მოგ­წონს, უნდა თქვა. ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი თავ­შე­უ­კა­ვებ­ლე­ბი არი­ან ზი­ზღის გა­მო­ხატ­ვა­ში, მაგ­რამ ასე­ვე უხ­ვად არ გას­ცე­მენ სიყ­ვა­რულს. თუ გრძნობ, რომ გიყ­ვარს, ამას რა სჯობს, თქვი!

  • "იშვიათად ყვავის, მაგრამ თუ აყვავდა, რაღაც მნიშვნელოვანი აუცილებლად მოხდება... ოთხჯერ იყვავილა და ოთხივეჯერ ოჯახში ბავშვი გაუჩნდათ…“ - ნათია ფანჯიკიძე 

  • "უნივერსიტეტში დავინახე და მალევე გამეცნო. როგორც მერე მითხრა, თავად უფრო ადრე, ერთ კაფეში შემამჩნია" - ნათია ფანჯიკიძე 

ჩემი შვი­ლე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი კე­თილ­გან­წყო­ბილ­ნი არი­ან და სწო­რი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი აქვთ.ფი­ზი­კუ­რად ორი­ვე, ეკაც და ნი­კუ­შაც ირაკ­ლის ჰგავს", - ამბობს წლების წინ ნათია ფანჯიკიძე.

ნათია ფანჯიკიძისა და ირაკლი ალასანიას ვაჟი, ნიკუშა ალასანია 2016 წელს დაქორწინდა ნუცა ადამიაზე. მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც თინათინი დაარქვეს. წყვილი მოგვიანებით ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ პატარა თინა ბებიასთან და ბაბუასთან დიდ დროს ატარებს. 

„თინუშამ პატარა ბავშვთან ურთიერთობის, ზრუნვის და სიტკბოს ის შიმშილი ამოავსო ჩემთვის და ირაკლისთვის, რაც მოსდევს შვილების გაზრდას, როცა მათ ისე ვეღარ ეფერები, როგორც პატარებს. თინუშა გამათავისუფლებელს ვეძახი. პატარა ბავშვი ხომ გიბიძგებს, დაბრუნდე ღრმა ბავშვობაში და ითამაშო დამალობანა, ექიმობანა…

ბაბუ, გამომეკიდეო, დაუძახებს ირაკლის და გაიქცევა. ირაკლიც მისდევს. ბებო გოჭობანა მეთამაშეო მეუბნება და მეც გოჭის როლს ვთამაშობ. ამხელა ადამიანები ბავშვებივით ვიქცევით.

ბებოს ან ბებიკოს მეძახის, ირაკლის - ბაბუკას. ძალიან გვეფერება. ენით ვერ აღვწერ, რა განვიცადე, როცა თინა პირველად დავიჭირე ხელში. ვფიქრობ, მე მგავს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმართლე არ არის. გარეგნობით მამამისს და ბაბუამისს ჰგავს, რაღაცაში - დედამისსაც, მაგრამ ხასიათით და თვისებებით ეჭვიც არ მეპარება, რომ მე მგავს“, - ამბობს ნათია ფანჯიკიძე ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში.