მომღერალი დათუნა სირბილაძე დაინიშნა, მისი რჩეული მარიამ ჭუმბურიძეა. მარიამმა ნიშნობის კადრები სოციალურ ქსელში გააზიარა - წყვილმა უამრავი მილოცვა და სიყვარული დაიმსახურა.

დათუნა სირბილაძე
დათუნა სირბილაძე დაიბადა 1984 წლის 2 აგვისტოს. ბავშვობიდან მღერის, თუმცა მისი კარიერული წარმატება 2000 წელს დაიწყო, როცა აღმოჩნდა გურამ თამაზაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ ანსამბლში. ფართო საზოგადოებამ კი დათუნა, როგორც მომღერალი, 2005 წელს პროექტიდან „ჯეოსტარი“ გაიცნო.
დათუნა სირბილაძეს ჩაწერილი აქვს ორი ალბომი:
- 2007 წელს „აქ ემღერება გულს“;
- 2014 წელს „ყვითელი ფოთლები“.
ყველაზე დიდი წარმატება მომღერალს მოუტანა სიმღერამ „ყვითელი ფოთლები“. ასევე პოპულარულია მისი სიმღერები: „ჩემს ქუჩაზე“, „შემიყვარდა ერთი გოგო“ და სხვ. 2017 წელს გამართა პირველი სოლო კონცერტი ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში, მოგვიანებით კი - თბილისში.
დათუნას პირველი მეუღლე როინ მეტრეველის შვილიშვილი, მაკო მეტრეველი იყო, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს.
მეორედ დათუნა სირბილაძემ ნიკო ლეკიშვილის ქალიშვილზე, სალომე ლეკიშვილზე იქორწინა. მანამდე სალომე ლეკიშვილსაც ჰყავდა ოჯახი.დათუნა და სალომე ერთმანეთს რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ.
სულ ცოტა ხნის წინ დათუნა სირბილაძემ მესამე ოჯახი შექმნა და მშვენიერ მარიამ ჭუმბურიძეზე იქორწინა. წყვილის ნიშნობის კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა - მათი ბედნიერება, მეგობრებთან ერთად, დათუნას გულშემატკივრებმაც გაიზიარეს.