ქალი, რომელსაც ასაკი აკლდება - ნანუკა ჟორჟოლიანი არაჩვეულებრივ ფორმაშია - Marao

ქალი, რომელსაც ასაკი აკლდება - ნანუკა ჟორჟოლიანი არაჩვეულებრივ ფორმაშია

2026-01-08 13:16:14+04:00

ნანუკა ჟორჟოლიანი 46 წლის ასაკში არაჩვეულებრივად გამოიყურება და ამას მისი მეგობრები ხშირად აღნიშნავენ - ნანუკა თავადაც ხშირად წერს იმ სასარგებლო რჩევების შესახებ, რომლებიც მას ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაეხმარა. ყველაზე მთავარი კი, ალბათ, შინაგანი განწყობაა - როგორც გრძნობ თავს, ისე გხედავენ სხვებიც - ნანუკა ხშირად ამბობს, რომ ასაკი მისთვის არაფერს ნიშნავს და წლების მატება მოტივაციაა, რომ კიდევ უფრო კარგად გამოიყურებოდეს.

nanuka_zhorzholiani

"სოციალურ ქსელში ყველაფერზე წერენ და ყველა შინაარსის კომენტარი არსებობს, მაგრამ ძალიან საინტერესოა, როცა გარეგნობაზე გაძლევენ კომპეტენტურ რჩევებს. მაგალითად, გეუბნებიან: "ნანუკა, შენი კბილის ვინირები ცოტა დიდი ხომ არ არის?" 

  • " 4-5 კგ თუ მოვიმატე, ესე იგი წონა გამექცა...ფილერი ბევრჯერ გამიკეთებია, ბოტოქსიც" - ეკა მამალაძის თავის მოვლის რუტინა

ჩემს გარეგნობასთან დაკავშირებით არავის აზრი არ მაინტერესებს ერთადერთი ადამიანის გარდა - იმ ადამიანის, ვისაც სარკეში ვხედავ. მე უნდა მომწონდეს ჩემი თავი და მე უნდა ვგრძნობდე თავს არაჩვეულებრივად და კომფორტულად ამ ქურქში, რასაც ჩემი სხეული ჰქვია," - ამბობდა ტელეწამყვანი. 

zhorzholiani

ნანუკა ჟორჟოლიანის თავის მოვლის ჩვევები და გამოცდილება 

ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო წლებში ხშირად უზიარებს გამომწერებს იმ პროდუქტებსა თუ პროცედურებს, რომლებსაც თავად ცდის. ის ხშირად იღებს კითხვებს წონის კლებასთან დაკავშირებითაც - ბევრს ჰგონია, რომ ნანუკამ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა, თუმცა თავად ამ თემაზე არაერთხელ უსაუბრია.

  • წონის კორექცია და სხეულის ფორმები

"ბარიატრიული ოპერაცია არ გამიკეთებია. გასახდომი წამლებიც არასდროს დამილევია. მაგრამ ისე ცოტას ვჭამ, ჩათვალეთ, ვისაც ბარიატრია აქვს გაკეთებული, მეტ საკვებს არ იღებს.

  • "მე ვარ ქალი! და დიახ ჩემი სხეული შეიცვალა!" - როგორ გამოიყურება ნუკი კოშკელიშვილი მშობიარობის შემდეგ

სწორი კვება ერთ-ერთია, მაგრამ სხეულის ფორმების მიღება - სხვა. მიუხედავად იმისა, რომ წლებია ვვარჯიშობ, ჩემი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნაში გადამწყვეტი როლი შეასრულა @drkote. ზუსტად ის ფორმები მომცა, რომელზეც ვოცნებობდი. ძალიან ზომიერად და ზუსტად გამომიძერწა სხეული და ამან მეტი მოტივაცია მომცა.

და ყველაზე მთავარი. წონა და ფორმები არ ხდის ქალს უფრო მიმზიდველს. თუ შიგნით გაქვს მზის სხივები, ისინი აუცილებლად გვანათებენ და ესეც შენი სილამაზე. ყველაზე ლამაზია ქალი მაშინ, როცა ჰარმონიაშია საკუთარ თავთან და როცა ბედნიერია. და ყველაზე სექსუალურია მაშინ, როცა თავდაჯერებულია“.

nanuka

  • მენტალური ჯანმრთელობა

როგორც ცნობილია, ნანუკა ბოლო წლებია, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს და მისთვის სწორი კვებისა და ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობის საკითხებია ნაცნობი და ახლობელია. 

ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ადამიანებს, რომლებსაც შფოთვა და პანიკური შეტევები აწუხებთ, კოფეინი რაციონიდან უნდა ამოიღონ, განსაკუთრებით კი - მწვანე ჩაი.

  • "ჩემს შემთხვევაში მართლა დაუჯერებელი შედეგი აქვს" - რა პროცედურაზე წერს ინგა გრიგოლია

"ეს არის საუკეთესო რჩევა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. ვისაც გაწუხებთ პანიკური შეტევები, შფოთი, მენტალური პრობლემები, უძილობა, გააქრეთ კოფეინი,  კოფეინიანი ყავა, განსაკუთრებით - მწვანე ჩაი, რომელიც შეიცავს უფრო მეტ კოფეინს, ვიდრე ყავა, განსაკუთრებით თურქული ყავა. შედეგით თქვენ მიხვდებით, რომ პრობლემა შემცირდა 70%-ით. თურმე, კოფეინი არის სტიმულაცია შფოთის და პანიკური შეტევის. ეს არის რჩევა, რომლისთვისაც თქვენ იქნებით მადლობელი".