2026 წელი ცნობილი ქართველი ქალებისთვის განსაკუთრებულად ბედნიერი აღმოჩნდა. არაერთმა მათგანმა საზოგადოებას სასიხარულო ამბავი გაუზიარა და განაცხადა, რომ ოჯახში ახალ წევრს ელოდება.
რუსკა ქარქაშაძე
მსახიობი რუსკა ქარქაშაძე მეორე შვილს ელოდება. მისი მეუღლე ლაშა მოწონელიძეა. წყვილს უკვე ჰყავს ვაჟი - ზუკა, მალე კი გოგონას მშობლები გახდებიან. რუსკამ სასიხარულო სიახლე ახლობლებსა და გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში გაუზიარა.

ლიზა ჩიჩუა
ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია მესამე შვილს ელოდებიან. წყვილმა ორსულობის ამბავი სოციალურ ქსელში გაამხილა და სქესის გაგების ცერემონიიდან ვიდეოც გამოაქვეყნა. მათ ოჯახში კიდევ ერთი გოგონა დაიბადება.

ია ორჯონიკიძე
ია ორჯონიკიძე ახალგაზრდა მუსიკოსი და მომღერალია, რომელიც საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო. ია არაერთ პოპულარულ კონკურსსა თუ შოუში იღებდა მონაწილეობას.
ია ორჯონიკიძის ცხოვრებაში ახლა მნიშვნელოვანი ეტაპია - ის მეორე შვილს ელოდება.

ჯანეტ ქერდიყოშვილი
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვანი, პროდიუსერი ნოე სულაბერიძე და მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი მესამე შვილს ელოდებიან. წყვილს უკვე ჰყავს ორი საერთო შვილი, ანნა და ლილი, ამჯერად კი გულშემატკივრებს ახარეს, რომ ისინი მესამე გოგონას ელოდებიან.

მარიამ გაფრინდაშვილი
ტელეკომპანია „პირველის“ გამომძიებელი ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი, ცხოვრების ახალ ეტაპზეა - ის პირველ შვილს ელოდება.
"ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი ახლა მოლოდინია, რომელსაც დიდი ინტერესით ველოდებით", – ამბობდა მარიამ გაფრინდაშვილი. მისი რჩეული ნიკო მიქაიაა.
