საზოგადოებრივი ყურადღება, კამერები და მუდმივი მედია-ინტერესი ბევრისთვის წარმატების ნაწილია, თუმცა არსებობენ ქალები, რომლებმაც ოჯახური ცხოვრების დაწყების შემდეგ შეგნებულად აირჩიეს უფრო მშვიდი გზა. ისინი წარსულში აქტიურად იყვნენ ჩართული შოუბიზნესში, მოდის ინდუსტრიაში თუ სატელევიზიო პროექტებში, თუმცა ქორწინების შემდეგ პრიორიტეტები შეიცვალეს და დღეს იშვიათად ან საერთოდ აღარ ჩნდებიან საჯარო სივრცეში
ნანუკა გუდავაძე წარსულში მოდელად მუშაობდა, შემდეგ კი მოდის შესახებ ბლოგებს წერდა. ნანუკა 14 წლის ასაკში პირველად გამოჩნდა პოდიუმზე, დიზაინერ ბიჭოლას ჩვენებაზე. მას შემდეგ გოგონა მოდის შესახებ ბლოგებს წერდა და პერიოდულად ჩვენებებზეც გამოდიოდა. აქტიურობდა ინსტაგრამზეც.
ნანუკა გუდავაძე ბერასთან ქორწინებამდე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტნის, მერაბ შარიქაძის შეყვარებული იყო. წყვილის დაშორების შემდეგ გოგონა მალევე დაინიშნა ბერა ივანიშვილზე. თუმცა, ერთ-ერთ ინტერვიუში კაპიტანმა თქვა, რომ ბერა არ ყოფილა მათი დაშორების მიზეზი.
ახლა ძირითადად ტიკტოკზე ვიდეოების გადაღებითა და შვილების მოვლით არის დაკავებული.

ანუკი პროფესიით სტომატოლოგია, თუმცა ამ სფეროში არ საქმიანობს. ანუკიმ მომავალი მეუღლე, კახა ჩიქოვანი, ინტერნეტით გაიცნო.
ანუკი დაოჯახებამდე არაერთი სატელევიზიო პროექტის სახე იყო. ის ბოლო წლებში იშვიათად ჩნდება მედიაში. მას 2 შვილი ჰყავს და დროის უმეტეს ნაწილს მათთან ერთად ატარებს.

თამუნა გაბრიელაშვილი 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოდელია. ულამაზეს ქართველ მოდელს ხშირად ადარებდნენ ლიკა ქავჟარაძეს. თამუნა მრავალი წელია სამოდელო საქმიანობას ჩამოშორდა.
ის ამჟამად სრულ თავისუფალ დროს შვილებთან ერთად ატარებს.
"როცა გადავწყვიტე მოდელობისთვის თავი დამენებებინა და ახალი თაობისთვის დამეთმო ასპარეზი, ვისწავლე სულ სხვა საქმე - 2013 წლიდან ვმუშაობ "საქართველოს ფოსტაში", IT დეპარტამენტში" - იხსენებს თამუნა.

წარმატებული მოდელი ქრისტინე ძიძიგური საფრანგეთში "დიორის" პარფიუმის სახლის სახე იყო, საქართველოდან გამგზავრებამდე კი ის ანსამბლ "ერისიონის " მოცეკვავე გახლდათ, 2008 წელს "ვიცე მის საქართველოს" ტიტული მოიპოვა და მონაწილეობა მიიღო მალაიზიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში.
ქრისტინე და იოანე (ხუან) ბაგრატიონებმა 2014 წელს ესპანეთში იქორწინეს, სადაც ხელი მოაწერეს. ქრისტინე ცნობილი მოდელი გახლდათ. იოანე კი ესპანეთში მცხოვრები მუხრანელი ბაგრატიონების შთამომავალია.
პრინცთან ქორწინების შემდეგ ქრისტინე ჩამოშორდა აქტიურ სამოდელო საქმიანობას.

"...2005 წელს პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე რომ ვიმყოფებოდი, ჩამონათვალში წინა დღეს "ვალენტინოს" კოლექციის ჩვენება იყო და მეორე დღეს - ირაკლი ნასიძის..." - იხსენებს უმშვენიერესი მოდელი თიკო ნატროშვილი, რომელიც უკვე მეშვიდე წელია მეუღლესთან - გაბრიელ ხაბულიანთან ერთად გერმანიაში ცხოვრობს. წყვილს სამი ვაჟი: მათე, კახი და ლუკა ჰყავს...
თიკო ნატროშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ გერმანიაში წასვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი იყო:
„ერთი, რაც დანამდვილებით ვიცოდი შვიდი წლის წინ, ის იყო, რომ დიდი ხნით მივდიოდი გერმანიაში. მთავარი მიზანი იყო ჩემი შვილის, კახის კეთილდღეობა, სხვა არაფერზე ვფიქრობდი. ჩვენ არც მორალური და არც ფინანსური მდგომარეობა ისეთი არ გვქონია, რომ აუცილებლობა ყოფილიყო, საზღვარგარეთ გვეცხოვრა. ჩვენი შვილის ჯანმრთელობის პრობლემებმა გვაიძულა და როგორც იტყვიან, ზუსტად ერთ დღეში გადავწყვიტეთ, წავსულიყავით იმ ქვეყანაში, სადაც კახის ჯანმრთელობაზე უკეთესად იზრუნებდნენ. მე და ჩემი მეუღლე დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომ საქართველო არ იყო ის ქვეყანა, სადაც კახის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შევძლებდით.
კახის რაც გერმანიაში სამედიცინო მოვლა და მკურნალობა უნაზღაურდება, შეუძლებელი იქნებოდა, საქართველოში ვინმეს ამის საშუალება ჰქონოდა..

2015 წელს საზოგადოება ნინი ნებიერიძისა და თემურ უგულავას დაოჯახებამ აალაპარაკა. ნინი მაშინ 19 წლის იყო, თემური - 48-ის. უგულავასთვის ნინი ნებიერიძე მესამე ცოლია. მათ ქორწინების შემდეგ ორი შვილი, თემო და ტოკიო შეეძინათ.
ნინი მომღერალ ნათია ნებიერიძის დაა. ის წლების წინ სამოდელო სფეროში საქმიანობდა, მოგვიანებით პოპულარულ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობდა, ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მსახიობის ამპლუაც მოირგო.

ევროვიზიის კონკურსის დროს მომღერალმა მომავალი მეუღლე, წარმოშობით ბულგარელი პროდიუსერი ბორისლავ მილანოვი გაიცნო. წყვილის ურთიერთობა მალევე აეწყო და მათ 2018 წელს იქორწინეს. საყვარელმა მამაკაცმა მომღერალს ხელი ვენაში სთხოვა, 2019 წელს კი მათ ახლობლების გარემოცვაში, საქართველოში, ქორწილიც გადაიხადეს. თაკოსა და ბორისს ორი შვილი, გაბრიელა და ილა ჰყავთ. თაკომ გვარიც შეიცვალა, ის ქმრის გვარზე გადავიდა და თამარა მილანოვა გახდა.
„მას შემდეგ, რაც გავხდი დედა, ყველაფერი შეიცვალა. პიროვნულად შევიცვალე. ადრე ვიყავი ბევრად უფრო მკაცრი, ვიღაცისთვის ცივი, უფრო პირდაპირი. ბევრი მინუსი მქონდა, უფრო ეგოისტიც, თავისთავად. ახლა უფრო შემეცვალა ხასიათი, გავხდი უფრო დამთმობი, ბევრ რამეს, რასაც წყობიდან გამოვყავდი, ახლა მესმის, უფრო მეტად შევდივარ ხალხის მდგომარეობაში. ვგრძნობ, რომ შინაგანად უფრო დავთბი…“ - ამბობდა თაკო ერთ-ერთ ინტერვიუში.

ლიკა ლაბაძემ სახელი პროექტ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' სამორისთან ერთად მოპოვებული პირველი ადგილით გაითქვა.
ლიკამ 2016 წელს იტალიელი მოდელსა და მსახიობ ჯუზეპე მარელაზე დაქორწინდა. ქართულ -იტალიური ქორწილი რომში გაიმართა.
