"სექსი დიდ ქალაქში" 15 წლისაა! მთავარი გმირების ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები (+ფოტო) - Marao

"სექსი დიდ ქალაქში" 15 წლისაა! მთავარი გმირების ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები (+ფოტო)

2013-06-11 12:00:49+04:00

საკულტო სერიალი "სექსი დიდ ქალაქში" 15 წლისაა. მისი პირველი სერია 1998 წლის 6 ივნისს გამოვიდა, ხოლო 2004 წელს ბოლო სერია იხილა მაყურებელმა. მაგრამ ამით ქერის, სამანტას, მირანდასა და შარლოტას ისტორიები არ დამთავრებულა.

იხილეთ ფოტოგალერეა

4 დაქალის თავგადასავლების გაგრძელებად ჰოლივუდში 2 ფილმი გადაიღეს, ხოლო სარა ჯესიკა პარკერის გმირის ახალგაზრდობის შესახებ სერიალ "ქერის დღიურებშია" მოთხრობილი.

ძალიან დიდხანს შეიძლება მსჯელობა ოთხი დაქალის ცხოვრების სტილის, მათი შეხედულებებისა და სერიალის თანამედროვე კულტურაზე გავლენის შესახებ, თუმცა ერთში ალბათ ყველა შევთანხმდებით, რომ ექვსივე სეზონსა და ორივე ფილმში მოდისა და სტილის ნამდვილი ფეიერვერკია ნაჩვენები.

მოდის ცნობილი სახლები და დამწყები, ნიჭიერი დიზაინერები გადაღებებისთვის თავიანთ საუკეთესო ნამუშევრებს სთავაზობდნენ ფილმის შემქმნელებს, ხოლო გენიალურმა სტილისტმა პატრისია ფილდმა თითოეული გმირისთვის უნიკალური და ორიგინალური სტილი შექმნა.

მოდი, სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" დაბადების დღის აღსანიშნავად კიდევ ერთხელ გადავხედოთ საკულტო გმირების ჩაცმულობასა და საუკეთესო მომენტებს ფილმიდან.

არ დაგავიწყდეთ, გვითხრათ, რომელია თქვენი საყვარელი გმირი ამ ოთხეულიდან.