"46 წლის ასაკში გადავწყვიტე, ჩემი ოცნება ავისრულო და გავხდე ფსიქოთერაპევტი. მაშინ, როცა ახალგაზრდა ვიყავი და პროფესიას ვირჩევდი, ვფიქრობდი ჟურნალისტიკასა და ფსიქოთერაპიას შორის, მაგრამ, დედაჩემის გავლენით, ჩავაბარე ჟურნალისტიკაზე.
ძალიან მინდოდა ჩემი ბავშვობის ოცნება ამესრულებინა, მაგრამ ამისთვის ვერასდროს ვერ მოვიცალე. წელს, როდესაც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოწვევის ქვეშ ვიყავი, ჩემს თავს ვუთხარი, რომ საკუთარი თავი ამერჩია და დავიწყე სწავლა. ჩემი ოცნება არის საკუთარი ფსიქოთერაპიის კაბინეტი გავხსნა. აქედან გამომდინარე, ჩავაბარე და წელს მაგისტრატურაზეც ვაბარებ. ახლა მეორე კურსზე ვარ, მეოთხე კურსიდან უკვე დავიწყებ პრაქტიკას. 2 წელში ჩემს თავს უფლებას მივცემ, რომ საკუთარი კაბინეტი მქონდეს და ბევრჯერ მითქვამს, რომ მინდა წყალტუბოში დიდი სარეაბილიტაციო ცენტრი გავაკეთო, რომელიც იქნება გამორჩეული ამიერკავკასიაში, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდანაც ივლიან იმისთვის, რომ განიკურნონ", - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ნანუკა ჟორჟოლიანის ბიოგრაფია
ნანუკა ჟორჟოლიანი 1979 წლის 26 ივნის დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
"პირველად კორეაში" - ნანუკა ჟორჟოლიანი მოგზაურობის კადრებს აქვეყნებს 1999 წელს დაიწყო მუშაობა გადაცემა „ალიონში“, „პირველ არხზე“. 2001 წელს გადავიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე. მუშაობდა პოლიტიკური სიახლეების მიმართულებით. 2008 წელს იყო რეპორტიორი რუსეთ-საქართველოს ომში. 2009 წლიდან 2019 წლამდე ჰქონდა საავტორო გადაცემა „ნანუკას შოუ“, რომელიც 2009-2012 წლებში "იმედზე", ხოლო 2013-2019 წლებში "რუსთავი 2"-ზე გადიოდა. 2019 წლიდან გადავიდა „მთავარ არხზე“, სადაც მიჰყავს გადაცემა „სხვა ნანუკა“. დღეს კი ნანუკა ტვ პირველზე საქმიანობს.

2020 წლის 23 სექტემბერს „ძალა ერთობაშიამ“ ნანუკა წარადგინა წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატად. ნანუკა აქტიურად არის ჩაბმული დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციებში.
ნანუკა 16 წლის ასაკში დაოჯახდა ნიკოლოზ გეგუჩაძეზე. ნანუკას და ნიკოლოზის ქორწინებამ 2 წელს გასტანა. ნანუკას ნიკოლოზისგან ერთი საერთო შვილი, მარიამი ჰყავს.
წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ნანუკა მეორედ, ირაკლი კოდუაზე დაოჯახდა. მათ ერთი შვილი საბა კოდუა ჰყავთ. წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა.