"რანაირ კონცერტებს ატარებს?!" - თუთა და კირა დედის გზას აგრძელებენ - Marao

"რანაირ კონცერტებს ატარებს?!" - თუთა და კირა დედის გზას აგრძელებენ

2026-02-17 12:00:11+04:00

თეონა ცირამუა შვილების ახალ ვიდეო აქვეყნებს. კირა და თუთა დროს არაჩვეულებრივად ატარებენ.

"რანაირ კონცერტებს ატარებს, რას ჰგავს ეს?!" - წერს თეონა.

თეონა ცირამუა

თეონა წარ­მო­შო­ბით სა­მეგ­რე­ლო­დანაა, თუმ­ცა თბი­ლის­ში დაიბადა. ბავ­შვო­ბის ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი ის იყო, რომ ყო­ველ ზა­ფხულს სა­მეგ­რე­ლო­ში ისვენებდა. მე-14 მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლა დაამთავრა, მაგ­რამ მუ­სი­კა­ზე, სულ ძა­ლით დაჰყავდათ. არც გუნ­დზე დადიოდა, მას­წავ­ლე­ბე­ლიც არ იცოდა, ვინ იყო. ერთ დღე­საც, დე­რე­ფან­ში გუნ­დის მას­წავ­ლე­ბე­ლი ესმა მა­თი­აშ­ვი­ლი შემხვდა. იცნო- თე­ო­ნა ცი­რა­მუა არ ხარო?  აბა წა­მო­დი, მო­გის­მი­ნოო. დარ­ბაზ­ში შეიყვანა. მაშინ მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლის პო­პუ­ლა­რუ­ლი სიმ­ღე­რა "თეთ­რი რაში“ ამღერა. ორი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი ჰყავ­და, - დიდი გუნ­დი და ან­სამ­ბლი. ორი­ვე­გან ჩასვა. თე­ო­ნა ჩემი ჯი­ლა­აო, - ამ­ბობ­და.

"ვერ ვიტყვი, რომ თავის დროზე გავთხოვდი, ცოტა დავაგვიანე, თან ხუთი წელი ვიწვალე, მქონდა გარე ორსულობა, შეწყვეტილი ორსულობა... ოპერაციებით ვამთავრებდი. შემდეგ უცებ არ შეიძლებოდა დაფეხმძიმება და გავიდა ამასობაში ხუთი წელი. 

ღმერთს ვეკითხებოდი - რა გახდა ერთი ბავშვი ჩემთვის? და უცებ გამოჩნდა ორი... ერთი ბავშვის მეშინოდა, როგორ მოვახერხო, რომ თან გუნდის საქმე არ ჩავარდეს, აქეთ ბავშვს ყურადღება არ მოაკლდეს-მეთქი და ორი წერტილი რომ დავინახე, პირველი განცდა რაც იყო, ვაღიარებ, რომ შემეშინდა.

შემდეგ ბევრი პლუსები დავინახე – ძალიან დიდი ბედნიერებაა, 6 თვე გავედი დეკრეტში, ოთხი შვილის დედა, თამუნა ოქროპირიძე მყავს დატოვებული ჩემს ადგილას“, – თქვა თეონა ცირამუამ, მუსიკოსმა, დირიჟორმა, გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელმა, გადაცემაში „პრაიმშოუ“ სტუმრობისას.

  • "მანამდე მქონდა შეწყვეტილი ორსულობა, გარე ორსულობა - 5 წელი ვიწვალე" - თეონა ცირამუა დედობის შესახებ  

tsiramua

თეონა ცირამუა 46 წლის ასაკში გახდა ტყუპი გოგონების დედა. მას ამ თემაზე - დედობაზე, ოჯახსა და ოჯახურ ცხოვრებაზე არაერთხელ უსაუბრია. 

"ჩემი მეუღლე გოჩა ჭანტურია სენაკიდანაა. სენაკის მუნიციპალიტეტში მუშაობს, ქალაქში მერის რწმუნებულია. ვხუმრობ ხოლმე - შაბათ-კვირის ცოლ-ქმარი ვართ-მეთქი.მე ჩემს საქმეს ვერ ვანებებ თავს და ის - თავისას. გვიან გადავდგი ეს ნაბიჯი. ალბათ იმიტომ, რომ ჩემნაირი გადატვირთული რეჟიმის ქალი ოჯახში რთულია. ყველა კაცს, რაც არ უნდა თქვას, არაო, მეუღლე ქვეცნობიერად მაინც შინ უნდა რომ ჰყავდეს. მეც ვეძებდი ისეთ ადამიანს, ვინც მარტო მე კი არა, ჩემს საქმესაც შეიყვარებდა. გოჩას შემთხვევაში სწორი არჩევანი გავაკეთე.

ჩემი აბსოლუტური გულშემატკივარია, აქტიურად არის ჩემს საქმეში ჩართული... რჩევებს მაძლევს. თუ გუნდი მაბრაზებს და ვჩხუბობ, მაწყნარებს... ვისაც ვეძებდი, ის ვიპოვე. პროფესიით მშენებელ-ინჟინერია. რაც ცხოვრება მე დამიკავშირა, გუნდური მუსიკის მოსმენა მას მერე დაიწყო", - ჰყვებოდა თეა ერთ-ერთ ინტერვიუში.