ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი პირველ შვილს ელოდება. ამ დიდი სიახლის შესახებ მან გადაცემაში "პირველი სტუდია" ისაუბრა:
მარიამ გაფრინდაშვილი
"რაც უნდა წარმოუდგენელი იყოს, პირადი ცხოვრებისთვის მრჩება დრო. ისე დალაგდა, რომ „ნოდარ მელაძის „რეპრესიების“ მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ სულ სამსახურში უნდა ვიყო, გამოვნახე დრო პირადი ცხოვრებისთვის.
ეს წელი იქნება ჩემთვის განსაკუთრებული წელი. სხვა ამპლუაში ვიქნები, რაც ჯერ ჩემთვისაც ცოტა წარმოუდგენელია.
ჯერ კიდევ დაბნეული ვარ და ცოტას ვნერვიულობ. შესაბამისად, ვემზადები ახალი გამოწვევებისთვის.
პროფესიაზე უარს არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი, იმიტომ, რომ მე ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს, ჩემი ცხოვრების ნაწილია… არ ვაპირებ, თავი მოვანატრო მაყურებელს და „ქართულ ოცნებას“. ცხოვრებაში ყველაზე მთავარი სიყვარულია. სწორედ ეს გაკეთებინებს ყველაფერს. მე ძალიან გამიმართლა, პირად და პროფესიულ სიყვარულში.
ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი ახლა მოლოდინია, რომელსაც დიდი ინტერესით ველოდებით", – ამბობს მარიამ გაფრინდაშვილი.
მარიამ გაფრინდაშვილის მეუღლე ანალიტიკოსი ნიკო მიქაია. წყვილი ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას აქამდე არ ასაჯაროებდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ნიკომ მარიამს დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა და მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა:
"მარტო ის მინდა, ბედნიერი იყო, დანარჩენს მე გავაკეთებ ყველაფერს, ვეცდები, ყოველ შემთხვევაში", - წერდა ნიკო მიქაია.
ამჯერად წყვილი პორტუგალიაში მოგზაურობის კადრებს აქვეყნებს. ისინი მეგობრებს ლისაბონისძველ ქუჩებში გადაღებულ ფოტოებს უზიარებენ.

