ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შორენა ბეგაშვილი დაინიშნა. "I said YES! 4 წელი ერთად, საოცარი თავგადასავლებით სავსე. მსოფლიოს ულამაზესი ადგილები მოვინახულეთ და ხელი სახლში დივანზე მთხოვა", - დაწერა მან და ფოტოები გამოაქვეყნა. შორენა ბეგაშვილის რჩეული 65 წლის ქართველი ბიზნესმენი მამუკა ურუშაძეა. წყვილს შორის 23-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა.
განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო შორენა ბეგაშვილის ნიშნობის ბეჭედმა, რომელსაც ულამაზესი, დიდი ზომის ბრილიანტი ამშვენებს. შორენას კომენტარი ამის შესახებ არ გაუკეთებია, თუმცა ბეჭედი ძალიან ჰგავს Graff Diamonds-ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოდელს, Graff Promise.
მაგალითისთვის, Graff-ის 15.30-კარატიანი "D Flawless" (უმაღლესი სისუფთავის) ბეჭედი დაახლოებით $3,200,000 ღირს. უფრო მცირე ზომის (მაგ. 5 კარატიანი) "Graff Promise" ბეჭდების საბაზრო ფასი $150,000-დან $335,000-მდე მერყეობს.
შორენა ბეგაშვილის პარიზული ვოიაჟი
ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ეტაპის შემდეგ, შორენა ბეგაშვილი კადრებს პარიზიდან აქვეყნებს - სიყვარულის ქალაქი, თეთრი კაბა და ახალი ფოტოები მის გამომწერებში აღფრთოვანებას იწვევს - აღნიშნავენ, რომ შორენა ბეგაშვილი არაჩვეულებრივად გამოიყურება, რაც, პირველ რიგში, შინაგანი ჰარმონიისა და ბედნიერების დამსახურებაა.



განათებული ეიფელის კოშკის ფონზე, ფოტოებში შორენა ბეგაშვილს Zimmermann-ის უმშვენიერესი თეთრი კაბა აცვია, რომლის ღირებულებაა € 5,350.