მომღერალმა ცისანა სეფიაშვილმა თავისი დიდი ბედნიერება და სიყვარული 50 წლის ზღვარზე იპოვა. ორი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ერთი წლის წინ ოთო გიორგობიანის მეუღლე გახდა. ცისანა „სარკესთან” აღნიშნავს, რომ ასეთ სიყვარულს მთელი ცხოვრება ელოდა. ოთხი შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებია დღევანდელი ცხოვრებით ძალიან ბედნიერია. აკეთებს საყვარელ საქმეს, ტელევიზიაში მუშაობს, არის გადაცემის „რა სურთ ქალებს” წამყვანი. თუ როგორია თავად მისი სურვილები, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

ცისანა სეფიაშვილი
– ცისანა, როგორი იყო ქორწინების პირველი წელიწადი?
– 4 დეკემბერს გახდა ერთი წელი, რაც ხელი ოფიციალურად მოვაწერეთ. ასე ვიტყოდი, ეს არის ქორწინების 1 წელი და ბედნიერების წელი. ამ სიყვარულმა ძალიან დიდი ბედნიერება მომიტანა. მადლიერი ვარ, ჩემს ცხოვრებაში ოთო გიორგობიანი რომ გამოჩნდა, რომელმაც ასე გაალამაზა და გაამარტივა, ასე დაამშვიდა და გააბრჭყვიალა ჩემი ცხოვრება.
– ფაქტია, ეს თვალებშიც გეტყობათ, რომ ძალიან ბედნიერი ხართ.
– მადლობა. ნამდვილად, თვალები არასოდეს იტყუებიან. რაღაცნაირად ჩემს ცხოვრებაში საოცარი სიმშვიდეა. ყოველი გათენება სიხარულია, ყოველ წუთს ვგრძნობ მზრუნველობას. ყველაზე კარგი შეგრძნებაა, როდესაც ცხოვრებაში სიმშვიდე გაქვს.

– რა იცვლება, როდესაც სიყვარული გადადის ოფიციალურ ფორმაში, ანუ ოფიციალურ ქორწინებაში?
– ბევრი რამ იცვლება. ჩვენს შემთხვევაში, რაც დრო გადის, მით უფრო ძვირფასი ხდება ჩვენი ურთიერთობა და უფრო ძლიერია სიყვარული.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ძალიან რთული 9 თვე გავიარეთ. ჩემმა მეუღლემ ფეხის რთული მოტეხილობა მიიღო, ამ 9 თვის განმავლობაში 23 ოპერაცია დასჭირდა. ჯერ ვიბრძოდით მის გადასარჩენად, მერე – ფეხის გადასარჩენად. ჩვენი რწმენით, ერთმანეთის გვერდში დგომით, უამრავი ადამიანის დახმარებითა და სიკეთით, შევძელით ამ ურთულესი პერიოდის გავლა. მადლობა ღმერთს, ეს განსაცდელიც გავიარეთ.
წაიკითხეთ სრულად sarkenews.ge