შორენა ბეგაშვილის გულწრფელი რეკომენდაცია: საუკეთესო რჩევა სახის კანის მოვლისთვის - Marao

შორენა ბეგაშვილის გულწრფელი რეკომენდაცია: საუკეთესო რჩევა სახის კანის მოვლისთვის

2026-03-05 15:21:48+04:00

შორენა ბეგაშვილი საკუთარ გვერდზე საკუთარ გამოცდილებას აზიარებს თავის მოვლის შესახებ. შორენა აღნიშნავს, რომ ეს არ არის რეკლამა, ეს არის გულწრფელი რეკომენდაციას სახის კანის პროდუქტებზე, რომლებსაც ის ყოველდღიური რუტინის დროს იყენებს. 

"დღეს აღმოვაჩინე, რომ თავის მოვლის ყველაზე მეტი პროდუქტი Medicube-ის ბრენდის მაქვს. ეს არ არის რეკლამა - მე ვიყენებ სახის კრემს, ჟელეს, ნიაცინამიდს", - ამბობს შორენა. 

  • "არ ვიცი, გაუგებარი ამბავია... გაუხარდათ კი არა, ვენები გადაიხსნეს" - შორენა ბეგაშვილის ვიდეომიმართვა

ვიდეოს მიხედვით, შორენა ბეგაშვილი სახის კანის მოვლისთვის იყენებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა, Medicube, Beauty of Joseon, Celimax, No7, The Ordinary. 

  • The Ordinary ერთ-ერთი ყველაზე სანდო და რევოლუციური ბრენდია. მათ შეცვალეს ბაზარი იმით, რომ მომხმარებელს შესთავაზეს მაღალი კონცენტრაციის აქტიური ინგრედიენტები (რეტინოლი, ვიტამინი C, მჟავები) ძალიან დაბალ ფასად.
  • Beauty of Joseon კორეული კოსმეტიკის (K-Beauty) ერთ-ერთი "ამომავალი ვარსკვლავია". ბრენდი ეფუძნება ტრადიციულ კორეულ მედიცინას (Hanbang).
  • Medicube არის დერმა-კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც კლინიკურ კვლევებზეა ორიენტირებული. განსაკუთრებით ცნობილები არიან თავიანთი "Home Device" აპარატებით და პრობლემური კანისთვის განკუთვნილი ხაზით. ითვლება პრემიუმ კლასის კორეულ ბრენდად.
  • Celimax შედარებით ახალი, მაგრამ ძალიან კეთილსინდისიერი ბრენდია. მათი დევიზია "გულწრფელობა" - ისინი ზუსტად წერენ, რამდენი პროცენტია ესა თუ ის ინგრედიენტი პროდუქტში.
  • No7 ბრიტანეთის N1 ბრენდია, რომელიც ათწლეულებია არსებობს. მათი "Anti-aging" (დაბერების საწინააღმდეგო) შრატები პირველი იყო, რომელთა ეფექტურობაც მეცნიერულად დადასტურდა დამოუკიდებელი კვლევებით.

shorena

შორენა ბეგაშვილის ოჯახი და კარიერა

შორენა ბეგაშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა ვაკის თეატრალურ სარდაფში, რუსთაველის თეატრალურ სარდაფში, თეატრ „გლობუსში“.

 შორენას კარიერა პრაქტიკულად დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ის „ფლეიბოისთვის“ გადაიღეს. 2009–2010 წლებში ჰქონდა საავტორო ხასიათის გადაცემა „ღამე შორენასთან“ (იმედი TV). გადაცემას ბევრი კრიტიკა მოჰყვა და მალევე დაიხურა კიდეც. „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანიკო თარხნიშვილთან ერთად მიჰყავდა გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“. 2020 წლის სექტემბრიდან "რუსთავი 2"-ზე მიჰყავს გადაცემა „შორენას ეფექტი“.

  • თეთრი კაბა, სიყვარულის ქალაქი და ეიფელი: "ასე გამოიყურება ბედნიერი ქალი" - შორენა ბეგაშვილის კადრები პარიზიდან

შორენა გახვეული იყო უამრავ სკანდალში, როგორც მისი საქმიანობის, ასევე მისი პირადი ცხოვრების გარშემო. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალი ეხება მისი და საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის, დავით მუხრანელის რომანს.

shorena

შორენა ბეგაშვილისა და "კანონიერი ქურდის", ლაშა ბარათელის ურთიერთობის შესახებ საზოგადოება ასევე ბევრს საუბრობდა,  შორენამ კარანტინის პერიოდი სწორედ საყვარელ მამაკაცთან ერთად ესპანეთში გაატარა და ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. წყვილი დაშორდა და მას შემდეგ შორენა პირადი ცხოვრების გასაჯაროებას ერიდება. 

  • ნიშნობის საჩუქრები არ დამთავრებულა - შორენა ბეგაშვილის ძვირადღირებული სამკაულების კოლექცია

შორენა ბეგაშვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე, რომელიც ზურაბ ბარბაქაძესთან ქორწინებაში 2001 წელს შეეძინა. რამდენიმე წლის წინ, უბედური შემთხვევის დროს, როცა ევა მაღალი სართულიდან გადავარდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, შორენა ბეგაშვილს რთული პერიოდის გავლა მოუწია, თუმცა დღეს დედა-შვილი ერთად და ბედნიერად ცხოვრობს. ევა უკვე სტუდენტია და აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას. შორენა ბევრს მოგზაურობს, კადრებს კი ერთგულ გამომწერებსაც უზიარებს.