სეზონის ერთი მთავარი ტრენდი - ყველა მოდური გოგოს არჩევანი: სილუეტის რენესანსი - Marao

სეზონის ერთი მთავარი ტრენდი - ყველა მოდური გოგოს არჩევანი: სილუეტის რენესანსი

2026-04-15 14:01:09+04:00

მოდის სამყარო მუდმივად ბრუნავს და ის, რაც წარსულში იყო ტრენდული, დღეს ისევ ცოცხლდება. რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი ზომის პიჯაკები დომინირებდა, რადგან იმ დროისთვის თავისუფალი და კომფორტული სამოსი იყო პრიორიტეტი, თუმცა 2026 წლის სეზონი რადიკალური ხასიათის ცვლილებებით შემოვიდა. ისევ დაბრუნდა სტრუქტურა და გამოკვეთილი ფორმები. წელში გამოყვანილი ე.წ "ქვიშის ფორმის" პიჯაკები გარდერობის განუყოფელი ნაწილი გახდა. 

წელში გამოყვანილი პიჯაკების ევოლუცია

ყველაფერი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიწყო. ომის დროს ქალის სამოსი უფრო მამაკაცურ სტილს დაუახლოვდა. გამოჩნდა კუთხოვანი და უფორმო სამოსი. ამასთან, ამ პერიოდში ქსოვილის დეფიციტიც არსებობდა. 1947 წელს კრისტინ დიორმა წარადგინა თავისი სადებიუტო კოლექცია, რომელმაც სამყარო შოკში ჩააგდო - მან შექმნა Bar Jacket, რაც ნამდვილ შედევრად იქცა. მსგავსი ფორმის პიჯაკები აქცენტს წელზე და თეძოზე აკეთებდა.

dior

pijaki

  • 2026 წლის 8 ყველაზე აქტუალური ვარცხნილობა: რას გვირჩევენ წამყვანი სტილისტები - ფერები, ფორმები, სტილი 

ქვიშის საათის სილუეტი: მკვეთრად გამოყვანილი წელი, რომელიც თითქმის არაბუნებრივად ვიწრო ჩანდა.

თეძოების აქცენტირება: პიჯაკის ქვედა ნაწილი ოდნავ გაშლილი იყო და სპეციალური საფენებით იყო გამაგრებული, რათა თეძოებს მოცულობა მისცემოდა.

ქსოვილის ფუფუნება: ომის შემდეგ პერიოდში, მაშინ, როცა ეკონომიურად მძიმე მდგომარეობა იყო, დიორმა გამოიყენა ძვირფასი მასალა, რამაც თავდაპირველად პროტესტიც კი გამოიწვია, თუმცა საბოლოოდ ქალურობის სიმბოლოდ იქცა.

50-იან წლებში  მსგავსი ფორმის სილუეტი ჰოლივუდის ვარსკვლავების - გრეის კელისა და ოდრი ჰეპბერნის განუყოფელი ნაწილი გახდა. თუმცა, ამ ყველაფრის პარალელურად, კოკო შანელმა საკუთარი ინტერპრეტაცია შემოიტანა. მართალია, მისი ცნობილი ტვიდის პიჯაკები უფრო თავისუფალი იყო, მაგრამ მან დაამკვიდრა იდეა, რომ პიჯაკი ქალის ყოველდღიური გარდერობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

თუ დიორმა პიჯაკი სინაზის სიმბოლოდ აქცია, 80-იან წლებში ის სიძლიერის და მკაცრი იმიჯის სიმბოლოდ იქცა. ამ პერიოდში ქალებმა დაიწყეს საკუთარი კარიერის განვითარება, რის გამოც მათ დასჭირდათ სამოსი, რომელიც ძალაუფლების გამოხატულება იქნებოდა.

pijaki

  • ფაქტები და ისტორია: რატომ მართავენ მოდის სამყაროს კაცები? 

რატომ დაბრუნდა დღეს?

2026 წელს წელში გამოყვანილი პიჯაკები შემთხვევით არ დაბრუნებულა, რადგან ეს არის პასუხი იმ ქაოსზე, რომელიც მოდის ინდუსტრიაშია. რამდენიმე წლის განმავლობაში მოდაში იყო უფორმო, დიდი ზომის სამოსი. მართალია, ეს სტილი ძალიან კომფორტულია, მაგრამ დღეს ადამიანებს ისევ გაუჩნდათ სურვილი გამოკვეთონ სხეულის ფორმები. 

წელში გამოყვანილი პიჯაკის შეკერვა გაცილებით დიდ ოსტატობას მოითხოვს, ვიდრე თავისუფალი სამოსის. როცა სამოსი სხეულის ფორმის მიხედვით არის შექმნილი, ეს ხაზს უსვამს მაღალ ხარისხს.

დღეს ქალები აღარ ცდილობენ მამაკაცებს დაემსგავსონ, პირიქით, ტრენდიც კი გახდა, რომ ქალურობა არის ძალა. წელში გამოყვანილი პიჯაკი ხაზს უსვამს სინაზეს და ამავდროულად სიმკაცრეს, რითაც თანამედროვე ქალის სახე გამოიკვეთება.

2026 წლისთვის ტექსტილის ინდუსტრია იმ დოზით განვითარდა, რომ მჭიდროდ მომდგარი პიჯაკი აღარ ნიშნავს დისკომფორტს. ახალი ქსოვილები საშუალებას იძლევა, პიჯაკი იყოს უფრო სტრუქტურირებული, მაგრამ ამავდროულად იყოს მსუბუქი და მოქნილი, რათა მოძრაობისას არ იყოს ხელის შემშლელი.

pijaki

როგორ მოვირგოთ ქვიშის ფორმის პიჯაკი

მსგავსი ფორმის პიჯაკების ტარება გარკვეულ წესებს მოითხოვს, რათა ლუქი არ იყოს გადატვირთული ან მოძველებული.

რადგან პიჯაკი სხეულზეა გამოყვანილი და სტრუქტურირებული, ქვედა ნაწილი უნდა იყოს ან ძალიან თავისუფალი, ან იდეალურად სწორი. ფართო ფორმის შარვლებთან ეს იქნება იდეალური შეხამება, რადგან ვიწრო წელი და განიერი შარვალი ქმნის გრძელ, სუსტ სილუეტს. 

pijaki

pijaki

მსგავსი ფორმის პიჯაკი შესაძლებელია ყოველდღიურობაშიც გამოიყენოთ. შეუხამეთ კლასიკური სწორი ჭრის ჯინსი. ეს ვიზუალს უფრო თანამედროვეს ხდის.

ამასთან, შეგვიძლია შევუხამოთ მოკლე ქვედაბოლოებს, რომელიც ზედმეტად არ არის წელში გამოყვანილი ან ქვედაბოლოებს, რომელიც მუხლს ქვემოთ სიგრძისაა, რათა ლუქი ზედმეტად ნაზი არ გამოჩნდეს.

pijaki