"ასაკთან ერთად, ბევრ რამეს სხვანაირად ვუყურებ…" - ლიკა კვარაცხელიას საუკეთესო რჩევა იდეალური კანისთვის - Marao

"ასაკთან ერთად, ბევრ რამეს სხვანაირად ვუყურებ…" - ლიკა კვარაცხელიას საუკეთესო რჩევა იდეალური კანისთვის

2026-03-11 11:42:18+04:00

"ასაკთან ერთად, ბევრ რამეს სხვანაირად ვუყურებ… მათ შორის, კანის მოვლასაც. დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შედეგი, არამედ ისიც, რა დგას პროდუქტის უკან. ინგრედიენტები, მიდგომა და ბრენდის ხედვა. რა კარგია, რომ დღეს სოციალურ სივრცეში ამდენი ბლოგერი და კარგი ექიმი გვიზიარებს სწორ ინფორმაციას", - წერს სოციალურ ქსელში ინფლუენსერი ლიკა კვარაცხელია და საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს.

  • შორენა ბეგაშვილის გულწრფელი რეკომენდაცია: საუკეთესო რჩევა სახის კანის მოვლისთვის

lika-kvaratskhelia

ლიკა კვარაცხელიას ერთი ფოტოც საკმარისია, რომ დარწმუნდეთ, რა საოცრად გამოიყურება ის. ლიკა რჩევებს თავის მოვლის, ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ხშირად აზიარებს. ის 40+ ასაკის ქალებისთვის მოტივაციაა, რომ არასდროს შეწყვიტონ როგორც გარეგნულ, ისე შინაგან ჰარმონიასა და სილამაზეზე ზრუნვა. 

ამჯერად კი ლიკა რეკომენდაციას თავის მოვლის ორგანულ პროდუქტებს უწევს. ორგანული თავის მოვლის საშუალებები სულ უფრო პოპულარული ხდება და ეს მხოლოდ მარკეტინგული ტრენდი არ არის. ეს არის არჩევანი მათთვის, ვისაც სურს თავი აარიდოს აგრესიულ ქიმიურ ნივთიერებებს და იზრუნოს როგორც საკუთარ ჯანმრთელობაზე, ისე გარემოზე.

lika-kvaratskhelia

რა არის თავის მოვლის ორგანული პროდუქტები?

ორგანული პროდუქტი მზადდება ისეთი ინგრედიენტებისგან, რომლებიც მოყვანილია პესტიციდების, სინთეზური სასუქებისა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების (GMO) გარეშე.

მთავარი განსხვავება ისაა, რომ ორგანული კოსმეტიკა არ შეიცავს:

  • პარაბენებს: კონსერვანტებს, რომლებმაც შესაძლოა ჰორმონალური დისბალანსი გამოიწვიოს.
  • სულფატებს (SLS/SLES): აგრესიულ გამწმენდებს, რომლებიც აშრობს კანს.
  • ფტალატებს: ხელოვნურ არომატიზატორებს.
  • სინთეზურ საღებავებსა და ნავთობპროდუქტებს.

რატომ არის ორგანული ბრენდები უკეთესი არჩევანი?

ორგანული პროდუქტების უპირატესობა, პირველ რიგში, კანის ჯანმრთელობაზე ზრუნვით გამოიხატება. კანი ჩვენი ყველაზე დიდი ორგანოა და ის პირდაპირ იწოვს იმ ნივთიერებებს, რომლებსაც ზემოდან ვუსვამთ. სწორედ ამიტომ, ორგანული საშუალებები, რომლებიც მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და ვიტამინებით, ბუნებრივად კვებავს მას და თავიდან აგარიდებთ ზედმეტ გაღიზიანებას. ამასთანავე, ასეთი პროდუქცია ამცირებს ალერგიული რეაქციების რისკს, რადგან მათში არ გვხვდება ხელოვნური სურნელოვანი დანამატები და მკაცრი ქიმიკატები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ალერგიის ან ეგზემისკენ მიდრეკილება აქვს.

  • "ექოსკოპიის პროცედურა, რომელიც მანამდე 20 წუთს გრძელდებოდა, ამჯერად არ დამთავრდა... გადის საათი" - ეკა ხოფერია ჯანმრთელობისა და ერთი შემთხვევის შესახებ

ჯანმრთელობასთან ერთად, ორგანული ბრენდების არჩევა გარემოზე ზრუნვის გამოხატულებაცაა. ორგანული მეურნეობა არ აბინძურებს ნიადაგსა და წყალს ტოქსიკური ნივთიერებებით, თავად ბრენდები კი ხშირად იყენებენ გადამუშავებად შეფუთვებს და კატეგორიულ უარს ამბობენ ცხოველებზე ტესტირებაზე. რაც მთავარია, ორგანული საშუალებები გრძელვადიან ეფექტს უზრუნველყოფს. მაშინ როცა ქიმიური საშუალებები, მაგალითად სილიკონი, ხშირად მყისიერ, მაგრამ დროებით „ილუზიას“ ქმნის და რეალურად აზიანებს თმას თუ კანს, ორგანული ინგრედიენტები სიღრმისეულად მუშაობს და შედეგიც ბევრად უფრო მდგრადია.

ნამდვილი ორგანული პროდუქტის ამოსაცნობად საჭიროა მეტი ყურადღება, რადგან ბევრი ბრენდი იყენებს წარწერას „Natural“, რაც ყოველთვის სისუფთავის გარანტი არ არის. ნამდვილ ორგანულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატები, როგორებიცაა, ECOCERT, COSMOS Organic ან USDA Organic. მთავარი ორიენტირი მაინც შემადგენლობაა: თუ ინგრედიენტების სიაში პირველივე კომპონენტები მცენარეული ზეთები ან ექსტრაქტებია და არა რთული ქიმიური სახელები, თქვენ ნამდვილად სწორ გზაზე ხართ.