"სულ სხვა მიზეზით დაინგრა ოჯახი და ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასე გადავწყვიტეთ" - რა გახდა ცისანა სეფიაშვილის მეუღლესთან დაშორების მიზეზი - Marao

"სულ სხვა მიზეზით დაინგრა ოჯახი და ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასე გადავწყვიტეთ" - რა გახდა ცისანა სეფიაშვილის მეუღლესთან დაშორების მიზეზი

2026-03-12 12:34:22+04:00

"რუსთავი 2" მომღერალ ცისანა სეფიაშვილს სტუმრობდა. მან რუბრიკის ფარგლებში უამრავ თემაზე ისაუბრა, ასევე შეეხო მეუღლესთან დაშორების თემასაც: 

"არ დამინგრევია, სულ სხვა მიზეზით დაინგრა ოჯახი და ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასე გადავწყვიტეთ. ბავშვები არიან და ძალიან ბევრ რამეს ვუწევთ ანგარიშს. მაგრამ, იმედი მაქვს, რომ მალე დასრულდება.

სიმართლე ძალიან ბევრმა იცის, მაგრამ არ არის პრობლემა. მე მაქვს, აი, ასეთი  დევიზივით, რომ როდესაც მართალი ხარ, ხარ ძალიან მშვიდად.

ჩვენ გვეჩქარება, თორემ უფალს არსად ეჩქარება. და როდესაც მართალი ხარ, შეგიძლია წლები იცადო და ამაზე არ ინერვიულო", - ამბობს ცისანა სეფიაშვილი.

  • "ამ სიყვარულმა ძალიან დიდი ბედნიერება მომიტანა" - ცისანა სეფიაშვილისა და ოთო გიორგობიანის ბედნიერი ოჯახი 

ცისანა სეფიაშვილის ოჯახი 

ცისანა სეფიაშვილი დაიბადა 1973 წლის 9 ნოემბერს. პროფესიით თეატრმცოდნე და პიარ-სპეციალისტია. მისი მუსიკისადმი სიყვარული არავის გაჰკვირვებია, რადგან ის ცნობილი კომპოზიტორის ჯემალ სეფიაშვილის ქალიშვილია.თუმცა, თავდაპირველად მომღერლობაზე არასოდეს უფიქრია.  

"ბრჭყვი­ა­ლა ბავ­შვო­ბა მქონ­და, გა­თა­მა­მე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, თუმ­ცა ისე, რომ ზღვარს არ გა­დავ­დი­ო­დი და დღე­საც ასე­თი გა­თა­მა­მე­ბუ­ლი ვარ. ჩემი მშობ­ლე­ბის­თვის და გან­სა­კუთ­რე­ბით მა­მის­თვის, ჯე­მალ სე­ფი­აშ­ვი­ლის­თვის, დღე­საც პრინ­ცე­სა ვარ, რო­მელ­საც ბრჭყვი­ა­ლა, ზღაპ­რულ ფე­რებ­ში აცხოვ­რებს. ჯე­მა­ლი ზედ­მე­ტად გიჟი მა­მაა და სულ ცდი­ლობს, რა­ღა­ცე­ბი ამა­რი­დოს, "შემ­ფუ­თოს", და­მიც­ვას, გა­მი­ლა­მა­ზოს ყოფა. მამა ის ერ­თა­დერ­თი მა­მა­კა­ცია, ვი­სიც მჯე­რა, ვენ­დო­ბი და ვეყ­რდნო­ბი." - იხსენებდა ცისანა.

მისი სამუსიკო კარიერა 1997 წელს დაიწყო, როდესაც მამას საიუბილეო საღამოზე, “ბრავო მაესტროზე” მამისთვის სიურპრიზის გაკეთება გადაწყვიტა. დუეტი ჩაწერა მერაბ სეფაშვილთან ერთად – “ღრუბელს რაღა უნდოდა”. თავდაპირველად ეს იდეა ერთჯერადი უნდა ყოფილიყო, თუმცა მსმენელმა ისე მოიწონა ცისანას შესრულება, რომ ეს სიმღერა მის სავიზიტო ბარათად იქცა.

tsisana-sepiashvili

  • "მტკივნეულია, როცა ადამიანთან წლების ურთიერთობა გაკავშირებს და ის ამ საცერში ხვდება" - ცისანა სეფიაშვილი განვლილი წლის შესახებ 

მალე მუსიკალური კარიერაც დაიწყო, რასაც შემდეგი სიმღერები მოჰყვა -  “სტუმრად მეწვიე”. ასევე დიდი წარმატება ხვდა წილად მის დუეტს ჯგუფ “ქუჩის ბიჭებთან” ერთად – “ლამაზი დღე”.

ცოტა ხნის წინ, ორი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ცი­სა­ნა სე­ფი­აშ­ვი­ლი მე­სა­მედ და­ო­ჯახ­და. ცისანას პირველი ქმარი კოკა წერეთელი იყო, რომელთანაც ერთი საერთო შვილი ჰყავს. მომღერალმა მეორედ სოსო ზა­ქა­რე­იშ­ვილ­ზე იქორწინა - წყვილს სამი შვილი ჰყავს.

"ჩემი და სო­სოს ქორ­წი­ნე­ბა ისე სწრა­ფად მოხ­და, ჭო­რე­ბიც კი და­დი­ო­და, რომ პირ­ველ ქმარ­თან ცხოვ­რე­ბის დროს მე უკვე მას­თან მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც ტყუ­ი­ლია. კოკა წე­რე­თელს რომ გავ­შორ­დი, მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დი. მამა იმ პე­რი­ოდ­ში მოს­კოვ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ობ­და, კულ­ტუ­რის სა­კი­თხე­ბი უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი იყო, მაგ­რამ "უზ­ნეო" შვილს ერთ თვე­ში ისიც ჩა­მომ­ყვა. სახ­ლში რე­მონ­ტის კე­თე­ბა და­ი­წყეს და მა­მამ ლი­კან­ში გა­მამ­წე­სა. სწო­რედ მა­შინ გა­ვი­ცა­ნი სოსო, მისი მამა, რე­ჟი­სო­რი ლე­ვან ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი და მათი მე­გობ­რე­ბი. სო­სომ თა­ვის თავ­ზე აიღო ჩემი გამ­ხი­ა­რუ­ლე­ბა. ცუ­დად ვი­ყა­ვი, ოჯა­ხის დან­გრე­ვას, მარ­ტო­ხე­ლა დე­დო­ბას გან­ვიც­დი­დი, ამი­ტომ ღა­მით და­ძი­ნე­ბა მი­ჭირ­და. ჩემი და სო­სოს ურ­თი­ერ­თო­ბა მე­გობ­რო­ბით და­ი­წყო. როცა ყვე­ლას ეძი­ნა, ჩვენ ვე­რან­და­ზე ვის­ხე­დით და რა­ღაც­ნა­ი­რად ამ რთულ პე­რი­ოდ­ში მეხ­მა­რე­ბო­და."