ყვავილებიანი პერანგი და Jacquemus-ის შარვალი: რა ღირს კახა კალაძის განსხვავებული სტილის სამოსი - Marao

ყვავილებიანი პერანგი და Jacquemus-ის შარვალი: რა ღირს კახა კალაძის განსხვავებული სტილის სამოსი

2026-03-13 12:24:49+04:00

"ჩემი სიყვარული", - ამ წარწერით გამოაქვეყნა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან ერთად გადაღებული კადრები. დიდი ინტერესი გამოიწვია ანუკის ჩაცმულობამ - მან ორიგინალური სტილისა და ფორმის კაბა მოირგო, რომელიც ერაყული წარმოშობის მაღალი მოდის დიზაინერს, Zeena Zaki-ს ეკუთვნის. ბორდოსფერი ხავერდისა და წულისგან შექმნილი კაბის ღირებულება დაახლოებით 850 დოლარია. 

  • შორენა ბეგაშვილის გულწრფელი რეკომენდაცია: საუკეთესო რჩევა სახის კანის მოვლისთვის

kakha-kaladze

კახა კალაძის ჩაცმულობა

არაორდინალური სტილი მოირგო კახა კალაძემაც. მას საზოგადოება, უფრო ხშირად, კლასიკურ სამოსში ხედავს, ამჯერად კი ის სოციალურ ქსელში ყოველდღიური სტილით გამოჩნდა. კახა კალაძემ არჩევანი Tom Ford-ის ვინტაჟურ პერანგსა და Jacquemus-ის ნაჭრის შარვალზე გააკეთა

  • როგორია და რა ღირს კახა კალაძისთვის ექსკლუზიურად შექმნილი საათი 

ყვავილებით გაფორმებული ფერადი პერანგის ფასi დაახლოებით 265 დოლარია, ხოლო შარვალი პოპულარულ ვებგვერდებზე 700 დოლარი ღირს. 

kakha-kaladze

  • რა ღირს კახა კალაძის ფეხსაცმელი, რომელმაც სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი გამოიწვია

kala

kala