"როცა დავქორწინდით ირაკლი 17 წლის იყო, მე კი 19-ის... ქორწილიც არ გვქონია" - ნათია ფანჯიკიძის აქამდე უცნობი ფოტოისტორიები და ამბები მეუღლეზე - Marao

"როცა დავქორწინდით ირაკლი 17 წლის იყო, მე კი 19-ის... ქორწილიც არ გვქონია" - ნათია ფანჯიკიძის აქამდე უცნობი ფოტოისტორიები და ამბები მეუღლეზე

2026-03-16 12:34:38+04:00

ნათია ფანჯიკიძე რადიო თავისუფლების პროექტის "8 ფოტო არქივიდან" სტუმარი იყო. მან გადაცემის ფარგლებში რამდენიმე ფოტოს ისტორია გაიხსენა. ერთ-ერთი კი მის მეუღლეს, ირაკლი ალასანიას ეხებოდა:  

"ირაკლის საყვარელი საქმიანობა იყო ბავშვების დაბანა. ჩემი შვილები სულ პაწაწინები რომ იყვნენ, მეშინოდა მათზე ხელის მოკიდება, ირაკლი კი მათ დაბანას თავის თავზე იღებდა. ეს მოვალეობა მას კარგა ხანს შერჩა. შვილიშვილთანაც ასე იქცევა. მახსოვს სანამ ბავშვებმა სხეული არ გაიმაგრეს, სულ მეშინოდა, რატომ იყვნენ ჟელატინის მსგავსები. ყველაფერს მე ვაკეთებდი, ხელშიც ვიყვანდი, მაგრამ ეს დაბანის მომენტი ირაკლიმ გადაიბარა და ისიც დიდი სიხარულით აქაფებდა ამ ბავშვებს. 

ძალიან პატარები ვიყავით, რომ დავქორწინდით. მე ირაკლიზე ორი წლით უფროსი ვარ. ირაკლი იყო 17 წლის, მე კი 19. 18 და 20 წლისები ვიყავით, ხელი როცა მოვაწერეთ. ქორწილიც არ გვქონია, ომი იყო და უხერხულიც კი იყო. ომის დროსაც კი იხდიან ქორწილს, მაგრამ ორივეს მშობლები ძალიან დაზაფრულები იყვნენ და მაშინვე იყო გადაწყვეტილი, რომ არანაირი აღნიშვნა არ ყოფილიყო. სულ ვამბობდით, რომ წლების შემდეგ აღვნიშნავდით და ძალიან სასაცილოც იქნება, ამდენი წლის შემდეგ თეთრი ფატით, მანამ თუ არ დავხოცავთ ერთმანეთს. არასდროს პირობა არ უნდა დადო, რომ ცოლად გაჰყვები, რა იცი, რა ხდება," - ამბობს ნათია ფანჯიკიძე.

irakli-alasania

ნათია ფანჯიკიძისა და ირაკლი ალასანიას ოჯახი  

ნათია ფანჯიკიძემ და ირაკლი ალასანიამ ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს. ირაკლი ნათიაზე ორი წლით უმცროსია - როცა იქორწინეს, მომავალი პოლიტიკოსი 18 წლის იყო: 

"უნივერსიტეტში და­ვი­ნა­ხე და მა­ლე­ვე გა­მეც­ნო. რო­გორც მერე მი­თხრა, თა­ვად უფრო ადრე, ერთ კა­ფე­ში შე­მამ­ჩნია. პირ­ვე­ლად ზო­ო­პარკში გა­ვი­სე­ირ­ნეთ, ოღონდ იმი­ტომ არა, რომ ვინ­მეს ვე­მა­ლე­ბო­დით, უბ­რა­ლოდ, უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ახ­ლოს იყო. ბე­ჰე­მო­თი მა­შინ ცო­ცხა­ლი იყო და რა­ტომ­ღაც ქა­ლაქ­ში გი­ვის ეძახ­დნენ. მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ და ის გახ­და ჩვე­ნი პირ­ვე­ლი სე­ირ­ნო­ბის თა­ნა­ზი­ა­რი.

ირაკლი, სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან ცო­ტას ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ზუს­ტი იყო და რაც უნ­დო­და, იმას ამ­ბობ­და. მეც ძა­ლი­ან სწრა­ფად, პრან­ჭვის გა­რე­შე გა­ვუმ­ხი­ლე გრძნო­ბე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­შინ დე­დე­ბი სხვა­ნა­ი­რად გვა­რი­გებ­დნენ. ერთხელ მახ­სოვს, ქუ­ჩა­ში მე და დედა მივ­დი­ო­დით და ვი­ღა­ცამ შე­მომ­ხე­და. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და და­ვე­ჯღა­ნე. დე­დამ მი­თხრა, რომ ნორ­მა­ლუ­რი გო­გო­ნე­ბი ქუ­ჩა­ში ყვე­ლა­ფერ­ზე არ რე­ა­გი­რე­ბენ, არც პირ­ველ და­პა­ტი­ჟე­ბა­ზე მიჰ­ყვე­ბი­ან ბიჭს კი­ნო­ში. მოკ­ლედ, თავი გა­მო­ტე­ნი­ლი მქონ­და თავ­შე­კა­ვე­ბის პრინ­ცი­პე­ბით, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ში­ნა­გა­ნად ვი­ცო­დი, რომ რო­დე­საც მოგ­წონს, უნდა თქვა. ხში­რად ადა­მი­ა­ნე­ბი თავ­შე­უ­კა­ვებ­ლე­ბი არი­ან ზი­ზღის გა­მო­ხატ­ვა­ში, მაგ­რამ ასე­ვე უხ­ვად არ გას­ცე­მენ სიყ­ვა­რულს. თუ გრძნობ, რომ გიყ­ვარს, ამას რა სჯობს, თქვი!

ჩემი შვი­ლე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი კე­თილ­გან­წყო­ბილ­ნი არი­ან და სწო­რი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი აქვთ.ფი­ზი­კუ­რად ორი­ვე, ეკაც და ნი­კუ­შაც ირაკ­ლის ჰგავს", - ამბობს წლების წინ ნათია ფანჯიკიძე.

  • ირაკლი ალასანიასა და ნათია ფანჯიკიძის ახალი კადრები: ბედნიერი ოჯახი და სიყვარულის ცეკვა 

natia-panjikidze

  • ინტერვიუ: "ბაბუ, გამომეკიდეო, დაუძახებს ირაკლის და გაიქცევა" - ნათია ფანჯიკიძე და ირაკლი ალასანია ბებია-ბაბუის ამპლუაში 

ნათია ფანჯიკიძისა და ირაკლი ალასანიას ვაჟი, ნიკუშა ალასანია 2016 წელს დაქორწინდა ნუცა ადამიაზე. მათ ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც თინათინი დაარქვეს. წყვილი მოგვიანებით ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ პატარა თინა ბებიასთან და ბაბუასთან დიდ დროს ატარებს. 

„თინუშამ პატარა ბავშვთან ურთიერთობის, ზრუნვის და სიტკბოს ის შიმშილი ამოავსო ჩემთვის და ირაკლისთვის, რაც მოსდევს შვილების გაზრდას, როცა მათ ისე ვეღარ ეფერები, როგორც პატარებს. თინუშა გამათავისუფლებელს ვეძახი. პატარა ბავშვი ხომ გიბიძგებს, დაბრუნდე ღრმა ბავშვობაში და ითამაშო დამალობანა, ექიმობანა…

ბაბუ, გამომეკიდეო, დაუძახებს ირაკლის და გაიქცევა. ირაკლიც მისდევს. ბებო გოჭობანა მეთამაშეო მეუბნება და მეც გოჭის როლს ვთამაშობ. ამხელა ადამიანები ბავშვებივით ვიქცევით.

ბებოს ან ბებიკოს მეძახის, ირაკლის - ბაბუკას. ძალიან გვეფერება. ენით ვერ აღვწერ, რა განვიცადე, როცა თინა პირველად დავიჭირე ხელში. ვფიქრობ, მე მგავს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმართლე არ არის. გარეგნობით მამამისს და ბაბუამისს ჰგავს, რაღაცაში - დედამისსაც, მაგრამ ხასიათით და თვისებებით ეჭვიც არ მეპარება, რომ მე მგავს“, - ამბობს ნათია ფანჯიკიძე ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში.