"მაშინ კი გავტყდი და ცრემლები წამომივიდა... შეიძლება პატრიარქმა ცოტა გადააჭარბა" - მარიკა ლორთქიფანიძის მოგონება ილია II-ზე - Marao

"მაშინ კი გავტყდი და ცრემლები წამომივიდა... შეიძლება პატრიარქმა ცოტა გადააჭარბა" - მარიკა ლორთქიფანიძის მოგონება ილია II-ზე

2026-03-18 13:41:58+04:00

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გააკეთა.ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ილია მეორე თავდაპირველად - „ჩაფიძის კლინიკაში“, ხოლო შემდეგ „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ იყო გადაყვანილი. 18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია II-ს ემშვიდობება და პატივს მიაგებს უამრავი ადამიანი.

ilia-meore  

მარიკა ლორთქიფანიძე  ილია II-ის შესახებ

ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსზე, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტზე, უწმინდესსა და უნეტარესზე ილია მეორეზე ერთ განსაკუთრებულ ისტორიას ყოველთვის უდიდესი სიყვარულით იხსენებდა:

  • „ვისწავლოთ ღვთის სიყვარული, ვისწავლოთ პატიება, ვისწავლოთ ცხოვრება...“ - ილია II სიყვარულზე, ოჯახზე, რწმენასა და სამშობლოზე: ამონარიდები ქადაგებებიდან

“ჩვენი პატრიარქი ცხუმ-აფხაზეთში მსახურობდა. არ ვიცნობდი და არაფერი მის შესახებ არ ვიცოდი, მაგრამ იყო ასეთი ქალბატონი – ბაბო დადიანი, რომელმაც რაღაც ჯგუფი შეადგინა და განუმარტა, ვინ იყო ეს კაცი და რომ უნდა გაგვეკეთებინა ყველაფერი, რომ ის აერჩიათ პატრიარქად. ჩვენ რას გვეკითხებოდა ვინმე, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი უნდა შეგვექმნა მის სასარგებლოდ.

marika

თუკი სინოდის სხდომამდე ერთი დღით ადრე ხელისუფლებისგან მოდიოდა აზრი, რომ არავითარ შემთხვევაში ღუდუშაური არ ყოფილიყო არჩეული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად, მეორე დღეს ილია მეორე საქართველოს პატრიარქი გახდა და ეს ღვთის ნება იყო. ჩვენ კი ძალიან ვცდილობდით და შევქმენით საზოგადოებრივი აზრი, მაგრამ ვინ გაუწევდა ამ აზრს ანგარიშს? ძალიან ბედნიერები ვიყავი, როცა პატრიარქად ილია მეორე დასახელდა და მის ინტრონიზაციასაც დავესწარი.

  • "ასე დავმეგობრდით მე, პატარა ირაკლი შიოლაშვილის დედა და დიდი ირაკლი შიოლაშვილი" - მოგონება ილია II-ის შესახებ

არასოდეს დამავიწყდება საჩუქარი, რომელიც პატრიარქმა გამიკეთა: 25 თებერვალს ჩემი კლასის ამხანაგის, გოგი ფუთურიძის დაბადების დღეა, იმ დღესაც იქ ვიყავით კლასის ამხანაგები. მოვიდა ჩემი რძალი, ირინა და მეუბნება, დარეკეს საპატრიარქოდან და მარიკა და მისი ოჯახის წევრები საჩქაროდ მოვიდნენო. მაშინ პატრიარქი საგვარეულოებს ლოცავდა და ვიფიქრე, ალბათ ამიტომ გვეძახის-მეთქი. გიგასაც შევატყობინე, ყველანი შევიკრიბეთ და წავედით.

რომ მივედი, ბევრი ხალხი იყო, ვიფიქრე, ალბათ მარტო ჩემს საგვარეულოს და ოჯახს კი არა, სხვებსაც ლოცავს-მეთქი. როგორც კი მივედით, მაშინვე პატრიარქის ოთახში შემიყვანეს, მან მომკიდა ხელი და წამიყვანა დიდ დარბაზში, პატრიარქის სავარძლის გვერდით მეორე სავარძელი იდგა და მითხრა, აქ, ჩემ გვერდით დაჯექიო. ცოტა ხანში გამოაცხადა, დღეს ჩვენ ქალბატონ მარიკას ვულოცავთ საიუბილეო მოღვაწეობასო და ამასთან დაკავშირებით სიტყვა მისცა როინ მეტრეველს, რამდენიმე ჩემი სტუდენტიც გამოვიდა, მივხვდი რაშიც იყო საქმე.

  • "რამდენიმე წუთის მანძილზე ჟურნალისტი მონუსხული, გაქვავებული ტიროდა, ხმას ვერ იღებდა" - ნათია ბანძელაძე ილია II-ის შესახებ ამბავს იხსენებს

ბოლოს პატრიარქმა თქვა, შემოიტანეთო. შემოიტანეს წმინდა გიორგის ოქროს ჯვარი, ეს ხომ ხელოვნების ზღაპრული ნიმუშია. ჩამომკიდა ეს ჯვარი მისმა უწმინდესობამ და ბოლოს გააკეთა ასეთი განცხადება - ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძე არის საქართველოს დედაო, მაშინ კი გავტყდი და ცრემლები წამომივიდა. შეიძლება პატრიარქმა ცოტა გადააჭარბა, მაგრამ ამაზე დიდი შეფასება ადამიანებისგან არ მიმიღია.”