"როგორც ყველა ქართველს, მეც მთელი ცხოვრება განცდა მქონდა, რომ პატრიარქი ჩემი მფარველი ანგელოზი იყო. მუდმივად ვგრძნობდი მისი ლოცვის ძალას. ბევრი წელი ერთად მოვდივართ და ჩემი შემოქმედების ყველა ეტაპი მისგან დალოცვილი იყო.
17 მარტს, საღამოს, შიშმა შემიპყრო, დილით, მისი ძალა ისევ ვიგრძენი...
პატრიარქი წავიდა ამ ქვეყნიდან, დაღლილი, ვალმოხდილი და დაგვტოვა უფლის და მისი ლოცვის იმედით.
ღრმად დარწმუნებული ვარ, პატრიარქი გახდება წმინდანი და ზეციური საქართველოდან იქნება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის მფარველი", - ამ განცხადებას ნანი ბრეგვაძე ავრცელებს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას ეხმაურება.

ილია მეორე გარდაიცვალა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მას 22 მარტს თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ და დაკრძალავენ.
ლია მეორის დაკრძალვის დროს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ამ გზაზე დამონტაჟებულ ეკრანებზე თვალი ადევნონ სრულ მსახურებას პირდაპირ ეთერში და, სურვილისამებრ, ყვავილებით მიაგონ პატივი უწმინდესს