"პატრიარქი წავიდა ამ ქვეყნიდან, დაღლილი, ვალმოხდილი და დაგვტოვა უფლის და მისი ლოცვის იმედით" - ნანი ბრეგვაძე ილია II-ის შესახებ - Marao

"პატრიარქი წავიდა ამ ქვეყნიდან, დაღლილი, ვალმოხდილი და დაგვტოვა უფლის და მისი ლოცვის იმედით" - ნანი ბრეგვაძე ილია II-ის შესახებ

2026-03-22 12:46:04+04:00

"როგორც ყველა ქართველს, მეც მთელი ცხოვრება განცდა მქონდა, რომ პატრიარქი ჩემი მფარველი ანგელოზი იყო. მუდმივად ვგრძნობდი მისი ლოცვის ძალას. ბევრი წელი ერთად მოვდივართ და ჩემი შემოქმედების ყველა ეტაპი მისგან დალოცვილი იყო.

17 მარტს, საღამოს, შიშმა შემიპყრო, დილით, მისი ძალა ისევ ვიგრძენი...

პატრიარქი წავიდა ამ ქვეყნიდან, დაღლილი, ვალმოხდილი და დაგვტოვა უფლის და მისი ლოცვის იმედით.

ღრმად დარწმუნებული ვარ, პატრიარქი გახდება წმინდანი და ზეციური საქართველოდან იქნება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის მფარველი", - ამ განცხადებას ნანი ბრეგვაძე ავრცელებს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებას ეხმაურება. 

ilia-meore

ილია მეორე გარდაიცვალა 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

  • VIDEO: ილია II-ის მიმართვა სოფო ნიჟარაძეს და ნაკლებად ცნობილი ამბავი - "ასე რომ, ქალბატონო სოფიკო, თქვენ გეკუთვნით ინიციატივა ამ დიდი საქმისა"

მას 22 მარტს თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში გადაასვენეს და დაკრძალეს.

  • „მერე გაჩუმდა და ხმადაბლა თქვა, მინდა პალტო გაჩუქოო...“ - უცნობი ფოტოები და უცნობი ამბავი ილია II-ზე: Armani-ს პალტო და ლეგენდა, რომელიც ნივთზე ძვირფასი აღმოჩნდა

"გვიყვქრხარ, პატრიარქო" - ისმოდა ხალხის ნაკადში, რომელიც პატრიარქ ილია მეორეს უკანასკნელი განსასვენებლისკენ მიაცილებდა. 

თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში მისვლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.