ლიკა კვარაცხელიას 29 წლიანი სიყვარული და წერილი მეუღლეს: "იმდენი წელია ერთად ვართ, უკვე აღარ ვიცი, ჩემი ნაწილი ხარ, ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემი მესაიდუმლე…" - Marao

ლიკა კვარაცხელიას 29 წლიანი სიყვარული და წერილი მეუღლეს: "იმდენი წელია ერთად ვართ, უკვე აღარ ვიცი, ჩემი ნაწილი ხარ, ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემი მესაიდუმლე…"

2026-03-26 10:40:03+04:00

მოდელი ლიკა კვარაცხელიას მეუღლე, ფეხბურთელი მურთაზ შელია იუბილარია. მან დაბადების დღეს ოჯახის წევრების გარემოცვაში, მეუღლე, შვილებთან და შვილისშილებთან ერთად აღნიშნა. ამის ამსახველი კადრები კი ლიკამ თავად გააზიარა.

"იმდენი წელია ერთად ვართ, უკვე აღარ ვიცი, ჩემი ნაწილი ხარ, ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემი მესაიდუმლე… თუ უბრალოდ ყველაფერი ერთად, მაგრამ ერთი კი ზუსტად ვიცი, შენ ხარ ჩემი ყოველდღიური სიმშვიდე, სითბო და ის ადამიანი, ვისთან ერთადაც ყველაფერი უფრო მარტივი და მხიარულია. გილოცავ დაბადების დღეს. უბრალოდ ჯანმრთელი იყავი", - წერს ლიკა კვარაცხელია.

lika-kvaratskhelia

lika-kvarathkhelia

lika-kvarathkhelia

  • "ასაკთან ერთად, ბევრ რამეს სხვანაირად ვუყურებ…" - ლიკა კვარაცხელიას საუკეთესო რჩევა იდეალური კანისთვის 

ლიკა კვარაცხელიას ოჯახი და კარიერა

ლიკა კვა­რა­ცხე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­უღ­ლის გაც­ნო­ბის ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს და წერს, რომ მო­მა­ვალ­მა ქმარ­მა მის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი გა­ზე­თის ფურ­ცლე­ბი­დან გა­ი­გო. მო­დელ­სა და ცნო­ბილ ფეხ­ბურ­თელ მურ­თაზ შე­ლი­ას 25 წე­ლია ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი აქვთ. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს - ანა, ელე­ნე და და­თუ­ნა. ანა შე­ლია უკვე ორი შვი­ლის დე­დაა, მისი მე­უღ­ლე, მო­რაგბე ლაშა ლო­მი­ძეა. თა­ვის დრო­ზე Ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ლიკა იხ­სე­ნებ­და, რომ 18 წლის უკვე ორი შვი­ლის დედა იყო...

"რო­გორ გა­ვი­ცა­ნი ჩემი მე­უღ­ლე? - მკი­თხეს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. აქ მოვ­ყვე­ბი. იყო ასე­თი მა­ღა­ზია "ჩი­რაღ­და­ნი“, სა­დაც ოპ­ტი­კუ­რი სათ­ვა­ლე­ე­ბი იყი­დე­ბო­და. ერთ დღეს დე­დას­თან ერ­თად შე­ვი­სე­ირ­ნე სათ­ვა­ლის შე­სა­ძე­ნად, ამ დროს, იქვე 27 წლის სპორ­ტსმე­ნიც და­სე­ირ­ნობ­და, რო­მელ­მაც შე­მამ­ჩნია და შო­რი­დან მო­ვე­წო­ნე. თბი­ლის­ში იშ­ვი­ა­თად იყო, სა­ნაკ­რე­ბო პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­დი­ო­და ხოლ­მე. გა­ზე­თე­ბის კი­თხვა უყ­ვარ­და, ახ­ლაც უყ­ვარს. მოკ­ლედ, მე­ო­რე დი­ლას გა­ზე­თი "მე­რი­დი­ა­ნი“ რომ შე­ი­ძი­ნა, გა­და­შა­ლა, ჩემი დიდი ინ­ტერ­ვიუ შეხ­ვდა (1995 წელი იყო ალ­ბათ) სა­დაც დე­ტა­ლუ­რად ეწე­რა ვინ ვარ, რამ­დე­ნი წლის ვარ, მგო­ნი მი­სა­მარ­თიც კი ეწე­რა. ცხა­დია, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მი­პო­ვა და გა­მეც­ნო.1997 წელს კი დავ­ქორ­წინ­დით". 

  • "ცხოვრება ელენეს გარეშე არ წარმომიდგენია" - მშვენიერი დედის უმშვენიერესი გოგონები: ანნა და ელენე შელიები The Diary-ის ობიექტივში 

lika-kvaratskhelia

ლიკა კვარაცხელიას, სამი შვილი: დათუნა, ელენე და ანა შელიები ჰყავს. ანა უკვე დაოჯახებულია მორაგბე ლაშა ლომიძეზე და მათ ორი შვილი შეეძინათ. 44 წლის ასაკში კი მშვენიერი მოდელი უკვე ბებიაა. მისთვის ეს ამპლუა განსაკუთრებულია და შვილიშვილებთან ერთად დიდ დროს ატარებს. 

ოჯახისა და პროფესიული საქმიანობის მიღმა, ლიკა კვარაცხელია დიდ დროს უთმობს თავის მოვლას და ჯანსაღი ცხოვრების წესს - ცდილობს, იკვებოს ჯანსაღად, ხშირად სტუმრობს სპორტულ დარბაზსაც და ვარჯიშობს, საკუთარ გამოცილებასა და რჩევებს კი სხვა ქალებსაც უზიარებს.